კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 რატომ აეკრძალა გოგონები საფრანგეთის ქართველ ჩემპიონს, ნიკა წურწუმიას

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


საფრანგეთში, ლუთ კონტაქტის სახეობაში გამართულ ჩემპიონატზე, 18 წლის ნიკა წურწუმია მესამედ გახდა ჩემპიონი. სპორტსმენი მე-5 წელია, რაც საფრანგეთში ცხოვრობს. მისი მშობლები აფხაზეთიდან დევნილები არიან. ნიკა  ძიუდოს თბილისში, ჯარჯი ზვიადაურთან დაეუფლა. საფრანგეთში ყოფნისას კი, სპორტის ამ სახეობის პარალელურად, მწვრთნელის რჩევით, ლუთ კონტაქტით დაინტერესდა, რომელიც ევროპაში გავრცელებული სპორტის ახალი სახეობაა და კრივსა და ძიუდოს აერთიანებს.
ნიკა წურწუმია
: ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, რომ მოგებისთვის მზად ვყოფილიყავი. დღეს არ ვტოვებდი. მწვრთნელი მეუბნებოდა, ძალიან ნუ დაიტვირთავ თავს, თორემ შეჯიბრებაზე გაგიჭირდებაო, მაგრამ მე მაინც ისევ ისე ვაგრძელებდი. მინდოდა, ჩემპიონატი მესამედაც მომეგო. ნახევარფინალში ჩემი მოწინააღმდეგე ადვილად დანებდა, მაგრამ ფინალში ჩემსავით ძლიერი მებრძოლი შემხვდა და რთული ორთაბრძოლა გამოგვივიდა. საბოლოო ჯამში, რამდენიმე ათეული ქულით მოვუგე და პირველი ადგილი მოვიპოვე. ძალიან გამიხარდა, რომ მესამედაც შევძელი ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. თუმცა, ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როცა ამ სტატუსს პირველად დავეუფლე. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი სიხარული იყო. მაშინ  15 წლის ვიყავი და უზომოდ მიხაროდა, რადგან ამ დონის ტურნირი, მანამდე არასდროს მომიგია. თავიდან მხოლოდ ძიუდოში ვვარჯიშობდი. მაგრამ საფრანგეთში გადმოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, მწვრთნელმა მირჩია, ლუთ კონტაქტითაც დავკავებულიყავი. მაშინ 15-16 წლის ვიყავი. მას შემდეგ ძიუდოშიც ვვარჯიშობ და ლუთ კონტაქტშიც.
– ანუ, ლუთ კონტაქტში ვარჯიში რომ დაიწყე, იმავე წელს ჩემპიონი გახდი?
– კი, ასე იყო. მანამდე ძიუდოში წლები ვვარჯიშობდი და ამიტომაც გამიადვილდა მოგება. თუმცა, პირველად რომ გავედი შეჯიბრებაზე არავინ მოელოდა, რომ გავიმარჯვებდი. პირველი წელი იყო, რაც ვარჯიში დავიწყე და მოგების იმედი არც მწვრთნელს ჰქონდა და არც მშობლებს. თუმცა, მწვრთნელმა მაინც გადაწყვიტა, გავეყვანე. როცა შეჯიბრებაზე გავდივარ, საოცარი „ჟილკა“ მიჩნდება და ამ გრძნობით კი გამარჯვება ადვილია. ზუსტად ვიცოდი, რომ უნდა მომეგო. მეორე და მესამე იმდენად აღარ გამხარებია, შეჩვევა იცის გამარჯვებამაც (იცინის).
– როგორც ვიცი, საქართველოს სახელით ასპარეზობაზე ოცნებობ.
– ვოცნებობ, ერთდროულად ორი ქვეყნის დროშა ავწიო, ანუ საქართველოს სახელითაც ვიასპარეზო და საფრანგეთისაც. მაგალითად, ჯარჯი ზვიადაური საბერძნეთის სახელითაც ასპარეზობს და რამდენჯერმე საქართველოს სახელითაც გამოვიდა. ჩემი ოცნებაც ესაა და ვფიქრობ, გამომივა. თუმცა, ამას შესაბამისი ასაკიც სჭირდება. მე ჯერ ახალგაზრდა ვარ. ასევე, ძალიან მინდა, 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოვხვდე და გავიმარჯვო, რისთვისაც ბევრი სირთულის გადალახვა მომიწევს.
პირველი ნაბიჯი სპორტის ამ სახეობაში საქართველოში გადადგი, არა?
– ძიუდოზე 12 წლის ასაკში მამამ მიმიყვანა. დედა კატეგორიულ უარზე იყო. ეშინოდა, სწავლისთვის არ მომეკლო ყურადღება. ლილოს დასახლებაში ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად. იქ ძველი, მიტოვებული დარბაზი იყო, რომელიც ჯარჯი ზვიადაურმა განაახლა და დასაწყისში  ლევან წიკლაური გვავარჯიშებდა. ძალიან ბევრს ვშრომობდით, შაბათ-კვირასაც კი ვვარჯიშობდით.
– თუმცა, სწავლისთვის არ მოგიკლია ყურადღება, არა?
– ახლა ლიცეუმში ვსწავლობ და მომავალ წელს ვამთავრებ. წესით, უკვე დამთავრებული უნდა მქონდეს, მაგრამ აქ რომ ჩამოვედით, პირველი წელი ფრანგული ენის შესასწავლად დამჭირდა. ამიტომ, ეს წელი გამოვტოვე და იგივე კლასში დავრჩი. ლიცეუმის დამთავრების შემდეგ, ვნახოთ, რა მოხდება. თუ სპორტში დიდ შედეგებს მივაღწევ, შეიძლება, მთელი დრო მას დავუთმო. მთავარია, ატესტატი ავიღო და სწავლის გაგრძელებას, როცა მომინდება, მაშინ შევძლებ.
– როგორც გავიგე, სტიქაროსანიც ხარ.
– საფრანგეთში არის წმიდა თამარ მეფის ეკლესია, რომელსაც თითქმის ათი წლის ისტორია აქვს და პარიზისგან მოშორებით, ერთ-ერთ ქალაქშია. ეკლესიის წინამძღვარი მამა ანტონია, ძალიან კარგი ადამიანი, ემიგრანტებს ყველაფერში ეხმარება. აქ კვირაში ერთხელ ტარდება წირვა. ქართული ეკლესიები საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც არის. მაგრამ, წირვის ჩატარებას ხშირად ვერ ახერხებენ, რადგან ეს დიდ თანხას უკავშირდება. ჩვენ ეს საკითხი ცხრა წლის წინ ბიზნესმენმა ქებურიამ მოგვიგვარა. ეკლესიაც მან დააარსა და ყველანაირ ხარჯსაც ის იხდის. ჩვენ, აქ ჩამოსვლის უკვე მეათე დღიდან, ძალიან ხშირად დავდივართ ამ ეკლესიაში. სტიქაროსნობა, სამი წლის წინ, მამა ანტონმა შემომთავაზა, რასაც სიხარულით დავთანხმდი. აჭარულსაც ვცეკვავ. ეს მამა ანტონის დამსახურებაა. მან შექმნა ფონდი, რომელიც კონცერტებს მართავს და შემოსული თანხით საქართველოში გაჭირვებულებს ეხმარება. იქ მუსიკალური სტუდიაცაა. მეც ვცადე ბედი, მაგრამ მითხრეს, ჯერ ყროყინებო და ამიტომ ხელი ავიღე (იცინის).
–საფრანგეთში რატომ გადაწყვიტეთ გადასვლა?
– ხუთი წლის წინ, მშობლებმა უცებ გადაწყვიტეს, რომ აქ გადმოვსულიყავით. თუმცა, ამის კონკრეტული მიზეზი არ ვიცი. ახლა დედა დიასახლისია, მამას სამშენებლო კომპანია აქვს. მყავს ძმა, რომელიც 14 წლისაა. ჩემთან ერთად ისიც დადიოდა საქართველოში სპორტზე, მაგრამ აქ აღარ გააგრძელა. მიხარია, რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი მყავს, მაგრამ შეჯიბრებაზე არავინ მიმყავს. აბსოლუტურად მარტო მივდივარ, ასე მირჩევნია. მარტო უფრო ძლიერად ვგრძნობ თავს. დედას და მამასაც კი არ ვაძლევ წამოსვლის უფლებას. ამიტომ, გაუთავებლად მირეკავენ, განსაკუთრებით დედა (იცინის). ბოლო გამარჯვება მას მივუძღვენი. სულ მცირე, ორმოცდაათჯერ მაინც ჰქონდა დარეკილი. ჩემპიონატებზეც კი არ წამიყვანია არცერთი. თუმცა, ზოგჯერ ისე მოდიან, რომ მე არ ვიცი.
– შენი ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია. როგორ იხსენებენ მშობლები იმ პერიოდს?
– ბაბუა ასმეთაური გახლდათ. მამა 17 წლის იყო იმ დროს და ომში არ უშვებდნენ. თუმცა, იმდენი გააკეთეს, რომ ერთი წლით მოიმატა ასაკი და მაინც წავიდა აფხაზეთის ომში, სადაც ბაბუასთან ერთად იბრძოდა.
– ფიზიკური ტრავმა არასდროს მიგიღია შეჯიბრების ან ვარჯიშის დროს?
– ახლაც მაქვს ტრავმა მხრის არეში. წესით, ერთი-ორი თვე არ შეიძლება ჭიდაობა, მაგრამ არ მინდა, ეს სეზონი გამოვტოვო და მაინც ვჭიდაობ.  უკვე ერთი წელია, ასე ვარ.
– ჩემპიონატი ტრავმირებული მხრით მოიგე?
– კი, ასე იყო.
შეყვარებული ხარ?
– ახლა არა. შეყვარებული მყავდა, მაგრამ ეს ურთიერთობა დროებითი აღმოჩნდა. ოთხი თვე ვიყავით ერთად, მაგრამ მერე სპორტში ცუდად წავიდა ჩემი ამბები და დავშორდით.
გოგოზე გადაერთე და სპორტს მოაკელი ყურადღება?
– ასე გამოვიდა (იცინის). ამიტომ, რამდენიმე წელი ჩემთვის გოგოები აკრძალულია. შეყვარებულს ვუთხარი, რომ დრო არ მქონდა (იცინის). გამოვიდა, რომ სპორტი უფრო მიყვარს.
– როგორი გოგოები მოგწონს?
– კეთილი და საყვარელი გოგოები მომწონს. გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ერთგული იყოს. ბავშვობიდან მეუბნებიან, განათლებული ცოლი უნდა გყავდესო და მეც გონებაში ჩამიჯდა ეს აზრი (იცინის). სანამ ფიტნესზე დავიწყებდი ვარჯიშს, ცოტა პუტკუნა ვიყავი. ერთხელ კლასელები ფეხბურთს ვთამაშობდით, ძალიან დამცხა და მაისური გავიხადე. პუტკუნა რომ ვიყავი პრესი არ მქონდა და ერთმა გოგომ დამცინა: უი, „კუბიკები“ არ გაქვსო. ძალიან მეწყინა, გულში ჩამრჩა ეს სიტყვები. მაშინვე ვარჯიში დავიწყე და ტანი დავიყენე. რამდენიმე თვის წინ იგივე სიტუაცია განმეორდა და როცა ასეთი დამინახეს, დაიწყეს: ვაუუ, ტანი დაიყენეო!? (იცინის).
– გოგოს ეროვნებას აქვს შენთვის მნიშვნელობა?
– ქართველი ვარ და რა თქმა უნდა, მირჩევნია, ქართველი ცოლი მყავდეს. ყოფილი შეყვარებულიც ქართველი იყო.
скачать dle 11.3