კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 ვის გამო ებრძვის სიკვდილს გიგა კვენეტაძე და რას ითხოვს ის გარდაცვლილი მამისგან

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

რუსეთში მოღვაწე მომღერალ, მუსიკოს და კომპოზიტორ გიგა კვენეტაძის ცხოვრებაში, საკმაოდ რთული პერიოდი დგას. ამბობს, რომ ეს ღმერთის გამოცდაა და მას აუცილებლად ჩააბარებს. რთულია, როცა საყვარელი ადამიანი, შენი შვილის დედა, განსაცდელშია. თუმცა, გიგა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ტკივილი დააძლევინოს და ხშირად უსვამს საკუთარ თავს კითხვას: „რატომ მე? რა დავაშავე?“
გიგა კვენეტაძე:
ბავშვობაში, სულ სხვანაირი წარმომედგინა ცხოვრება. ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე და საკმაოდ წარმატებული ვიყავი. ვმღეროდი და შემოვლილი მაქვს კომუნისტების დროს მთელი საბჭოთა ქვეყნები და ევროპა. ამ მხრივ, საკმაოდ განებივრებული ვიყავი და მშობლებიც ხელს მიწყობდნენ. ნახევარი წელი, ტურნეების გამო, სკოლას ვაცდენდი. სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. მუსიკამ დამიპყრო და დღესაც, მასზე ვარ „მიჯაჭვული“. სცენა ჩემი ცხოვრება და სიცოცხლეა და მის გარეშე, ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი. სხვა ჰობიც კი, არ მაქვს. სულ ვოცნებობდი, გავმხდარიყავი პოპულარული და ჩემი მუსიკა სხვებს მოესმინათ. ეს ოცნება ამიხდა. ჩემგან ვერც მხატვარი და ვერც სპორტსმენი ვერ დადგებოდა, რაც მინდოდა, ის გამოვედი.
– ბავშვობაში ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით ვუყურებთ, ზღაპრულად წარმოგვიდგენია, თუმცა, როცა ვიზრდებით და რეალობას ვეჯახებით, ვხვდებით, რა რთულია. აღმოჩნდა შენთვის ცხოვრება რთული და დარტყმები მოგაყენა?
– რასაკვირველია, ისეთი ლაღი და მშვენიერი არ აღმოჩნდა ცხოვრება, როგორიც წარმომედგინა. როცა მივხვდი, მწვერვალზე ავდიოდი, შევქმენი ოჯახური იდილია და კარიერული წარმატება, მაშინ მომაყენა ყველაზე დიდი „დარტყმა“ ცხოვრებამ. ახლა რთული და ყველაზე ძნელი პერიოდი მიდგას. მიჭირს რეალობას გავუსწორო თვალი. თითქოს სამყარო ამოტრიალდა ჩემთვის. თუმცა, შიშის, დეპრესიის და უკან დახევის დრო არ არის. უნდა ვიბრძოლო. ასეთი ცუდი პერიოდი მაშინ მქონდა, როცა მამა გარდაიცვალა, მეგონა, ცხოვრება დასრულდა. მაგრამ, მაინც გაგრძელდა. ახლა ჩემს საყვარელ ადამიანს სჭირდება გვერდში დგომა. ბავშვობის მერე აღარ მიოცნებია, მაგრამ ახლა ოცნებით გავურბივარ ცუდ რეალობას. რასაკვირველია, შიშიცაა, მაგრამ არ მაქვს ხელის ჩაქნევის უფლება. როცა მივხვდი, ბედნიერი ვარ, შევქმენი ოჯახი. მყავს გვერდით უსაყვარლესი ცოლი და ულამაზესი შვილი. კარიერაშიც დამაფასეს და სწორედ აქ დამიგო ცხოვრებამ მახე – მომაყენა დარტყმა.
– გიგა, თქვი, საყვარელ ადამიანს დღეს ყველაზე მეტად ვჭირდებიო. შენს ცოლს საკმაოდ რთული დაავადება აღმოაჩნდა, ლეიკემია დაუდგინეს. ამას დიდი ხანი არ ახმოვანებდი. ახლა როგორაა?
– სრულიად შემთხვევით გავიგეთ, რომ მარის ლეიკემია ჰქონდა. რთული რეალობის წინაშე დავდექი და გავაცნობიერე, რომ შეიძლება, სიკვდილმა საყვარელი ადამიანი წამართვას. ამაზე, ყოველდღიურად ვფიქრობ. თუმცა, ზუსტად ვიცოდი და ვიცი, ამას ვერ შევეგუებოდი და დავიწყე ბრძოლა. ახლაც ბრძოლის პროცესში ვართ, მეც და მარიც. ძირითადი პრობლემა დავძლიეთ, ოპერაციაც გაიკეთა – ხერხემლის ძვლის ტვინის გადანერგვა გახდა საჭირო და ქიმიოთერაპიაც დაგვჭირდა. ვერ გეტყვით, ეს რამხელა სტრესი იყო. სულ განვიცდიდი, როცა საახლობლოში მსგავს რამეს გავიგებდი, მაგრამ ჩემს ოჯახშიც თუ მოხდებოდა იგივე, რას წარმოვიდგენდი? ჩემს მეგობარს, ახალგაზრდა დედა გარდაეცვალა სიმსივნით, მის ხელში ვიყავი გაზრდილი და ძალიან გავნიცადე. ჩემმა მეგობარმა არაფერი დაინანა, საკმაოდ დიდი ხარჯებიც გაიღო, მაგრამ ვერ უშველა. ეს განსაცდელი და მომენტი თუ ჩემს ცხოვრებაშიც დადგებოდა, ვერ წარმომედგინა. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, მარის დაავადების შესახებ გავიგე. გავაცნობიერე, რომ ამ დაავადებას არც ბევრი ფული და არც გვერდით დგომა შველის, თუ ღმერთმა არ შეგიწყალა. მივხვდი, ამ დაავადების წინაშე რა უძლური ვარ. თუმცა, ვცდილობ, ძლიერი ვიყო და მარის ცრემლი არ დავანახვო. უფრო ძლიერი გავხდი და ამას ყველა აღნიშნავს. რთულია, უყურო როგორ იტანჯება შენი საყვარელი ქალი. როგორ სცვივა თმა, უჭირს სიარული, უყურებს სიკვდილს თვალებში და თან, არ უნდა, ეს ყველაფერი შეიმჩნიოს.
– თქვი, ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ, სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალაო. ახლა რა ეტაპზე ხართ?
– ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ, კუჭისა და კანის პრობლემებმა იჩინა თავი. ესეც გადავლახეთ. ბევრი გვერდითი მოვლენა ახასიათებს იმ უცხო სხეულს, რომელიც მარის აქვს ორგანიზმში. ძვლის ტვინის გადანერგვის მერე, ხუთ წლამდე დრო სჭირდება, რომ ადამიანი გამოჯანმრთელდეს. მახსოვს ბაბუა ამბობდა, ადამიანი ყველაზე დიდი მხეცია, ყველაფერს იტანსო. ახლა ვხვდები ამ სიტყვების აზრს – მარის დაავადებამ, უფრო მეტად „გამამხეცა“.
– თავად მარი როგორ გრძნობს თავს და შენთან დამოკიდებულებაში ხომ არ შეიცვალა?
– ჩაკეტვის საშუალებას არ ვაძლევ.  ჩემთან არა, უფრო საკუთარ თავთან დამოკიდებულებაში შეიცვალა. ხშირად მეკითხება, ხომ არ მიმატოვებ, ხომ არ წახვალ ჩემგანო. ამაზე ვეჩხუბები. მერე, გავდივარ და ჩუმად ვტირი. მის გარეშე ცხოვრება, ვერ წარმომიდგენია და ეს, არ მოხდება! მისიც მესმის, როცა ასე ავად ხარ, ყველაფერზე ფიქრობ, გეშინია. არ ვფიქრობ მარტო დარჩენაზე, ვიცი, გამოჯანმრთელდება და ბევრ წელს, ბედნიერად გავატარებთ, სიბერემდე.
– ბავშვის გაზრდაში ვინ გეხმარებათ, სანამ მარი სუსტად გრძნობს თავს?
– ორ-წლინახევრისაა ჩემი პატარა და მის გაზრდაში, სანამ მარის არ შეუძლია, დედა და სიდედრი მეხმარებიან. მაქსიმალურად ვცდილობ, მეც დავეხმარო, რაც შემიძლია, როგორც კაცს. თუმცა, ქალის საქმესაც ვაკეთებ, ბაზარშიც დავდივარ და საყიდლებზეც. მინდა თუ არა, ქალის საქმის გაკეთებაც მიწევს, მაგრამ არ არის პრობლემა, მთავარია, მარი გამოჯანმრთელდეს. ხშირად ვეკითხები ჩემს თავს: რატომ მე? მაგრამ პასუხი არ მაქვს. სულ ვცდილობდი, კეთილი ვყოფილიყავი და სხვებისთვის დახმარება გამეწია.  ახლა ვხვდები, თურმე ჩემს გარშემო ისეთი ადამიანებიც ყოფილან, ჩემგან სხვა რამეს რომ ელოდნენ. ამ პერიოდში გამოჩნდა რეალური მეგობრის სახე. ღალატზე უარესია, როცა გიჭირს, არც ფინანსები გჭირდება და არც მისი ღამეების თენება, ის კი გვერდით არ დაგიდგება, არც კი დაგირეკავს და მოგიკითხავს. ძალიან დიდი თანხა დაიხარჯა, რომ მარი დღემდე მოგვეყვანა. მარტო ოპერაცია და მანამდე მომზადება, დაახლოვებით 300 ათას დოლარამდე, მაგრამ მადლობა ღმერთს, ვალი არ მაქვს. დღეს, მარის წინაშე თამაში მიწევს, რომ არ დავანახვო ჩემი ტკივილი და განცდა. თუმცა, ამას ხვდება და არ იმჩნევს. წარმოიდგინეთ, ისე დაიკლო წონაში 33 კილო იყო, ახლა მოიმატა და 43 კილოა.
მახსოვს, თქვი, მარის ოპერაციამ თუ წარმატებით ჩაიარა, მანქანა უნდა ვუყიდო და გავახაროო. უყიდე?
– სხვათა შორის, მე კი მინდა, გავახარო, მაგრამ ამაზე გვაქვს ჩხუბი – მე მინდა და თავად წინააღმდეგია. მეუბნება, ჯერ არ ვარ მზად და არ მინდა, დაყენებულ მანქანას ვუყუროო. ზოგადად, სიზმრების მჯერა და  სანამ მარის ავადმყოფობას გავიგებდი, სიზმარი ვნახე.
– რა სიზმარი? რაზე მიგანიშნა?
– ჩემი სახლის გვერდით დიდი ხრამია  და ხშირად შემოვარდნილა წყალი. სიზმარში ვნახე, წყალი შემოვარდა სახლში და რომ გამეღვიძა, ვიცოდი, რაღაც ცუდი მოხდებოდა. როცა გარდაცვლილ მამას ვხედავ სიზმარში, სულ დადებითი და კარგი ხდება ჩემს ცხოვრებაში.
– ამ ბოლო დროს ნახე მამა?
– არა, ამ ბოლო დროს არ მინახავს და ველოდები მის გამოჩენას სიზმარში, რომ იმ ქვეყნიდან დამაიმედოს. მითხრას, რომ ყველაფერი კარგად იქნება და საყვარელ ადამიანს არ წამართმევს ღმერთი.
скачать dle 11.3