№9 ავეჯის სახლი „ნიტა“ – ხარისხიანი ავეჯის ფართო არჩევანი და ხელმისაწვდომი ფასები
2017 წლის 12 აპრილს ქუთაისში თანამედროვე, მოდური დიზაინით შექმნილი ავეჯის სახლი „ნიტა” გაიხსნა. ბრენდი მეწარმე კახაბერ ლევიძემ, რომელიც დაახლოებით 23 წელია, რაც აღნიშნულ ბიზნესში მოღვაწეობს და მისმა მეუღლემ – მირანდა ხეცურიანმა, ერთობლივი ძალებით შექმნეს და დიდი ხნის ოცნება აისრულეს – ერთ სივრცეში, კომფორტულ გარემოში შესთავაზეს მომხმარებელს თანამედროვე დიზაინის ავეჯის ფართო არჩევანი და შექმნეს დამატებითი სამუშაო ადგილები. ავეჯის სახლ „ნიტაში” მხოლოდ უცხოური პროდუქციაა წარმოდგენილი. რა უპირატესობები აქვს „ნიტას” ბაზარზე და როგორია მათი სამომავლო გეგმები, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე, ავეჯის სახლის გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა მირანდა ხეცურიანმა გვიპასუხა. წარმატებული მუშაობისთვის მედიაჰოლდინგმა „თბილისელებმა” ავეჯის სახლი „ნიტა” მედია-ვარსკვლავით დააჯილდოვა.
მირანდა ხეცურიანი: მე და ჩემი მეუღლე ადრეულ ასაკში დავოჯახდით და 90-იანი წლების რთულ პერიოდში, ისევე როგორც ყველა, ჩვენც არასახარბიელო ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. სწორედ მაშინ ჩემმა მეუღლემ, პატარა საამქროში, საკუთარი ხელით დაიწყო ავეჯის დამზადება, რაც წლის განმავლობაში წარმატებულ ბიზნესად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია საკმაოდ დიდია, მით უმეტეს, ქუთაისში, „ნიტა” ძალიან მოკლე დროში გახდა პოპულარული და მოთხოვნადი, რაშიც ვფიქრობ, ჩემი მეუღლის სახელმა დიდი როლი ითამაშა. ოჯახური ბიზნესი გვაქვს. ჩვენი კომპანიის ადვოკატი და ინტერესების დამცველია ჩვენი ერთადერთი ქალიშვილი – მარიამ ლევიძე. ჩვენს ბიზნესშია ჩართული მარიამის მეუღლეც, ყოფილი ფეხბურთელი, კოსტა მარდალეიშვილი. გვყავს ორი შვილიშვილი – გუკა და ნიტა. ბრენდი „ნიტა,” რომელიც ჩვენი საყვარელი შვილიშვილის სახელს ატარებს, დღეს დასავლეთ საქართველოში ყველაზე მასშტაბური ავეჯის სახლია.
– თქვენ როგორ გახდით ბიზნესლედი?
– პროფესიით ფარმაცევტი ვარ და PSP-ში ვმუშაობდი. როცა საკუთარი ავეჯის სახლის გახსნა გადავწყვიტეთ, ბიზნესზე გადმოვერთე. სამსახურმა მაქსიმალურად შემიწყო ხელი, შვებულებაში ვარ და სექტემბრიდან აუცილებლად დავუბრუნდები ჩემს პროფესიას. ვფიქრობ, ამ ორ საყვარელ საქმეს ადვილად შევუთავსებ ერთმანეთს. სხვათა შორის, ჩემი მეუღლე პროფესიით მუსიკოსია. არაჩვეულებრივად უკრავს და მღერის. თუმცა, ბიზნესში მეტი განვითარება ჰპოვა. ბიზნესსაქმიანობა დიდ სირთულეებს უკავშირდება, რასაც, ძირითადად, ის უმკლავდება. თუმცა, ძალიან საინტერესო და აზარტული პროცესია, სულ გინდა, კიდევ უფრო მეტად განვითარდე და მოაწონო თავი მომხმარებელს.
– როგორია თქვენი პროდუქციის ხარისხი და რამდენად ხელმისაწვდომია?
– არ გვაქვს ადგილობრივი პროდუქცია. ვთანამშრომლობთ თურქეთის, ეგვიპტის, დუბაისა და ჩინეთის ძალიან დიდ და ცნობილ ქარხნებთან, საიდანაც შემოგვაქვს ავეჯი. ავეჯის დიზაინთან ერთად, ორიენტირებული ვართ ხარისხზე. რაც შეეხება ფასებს, მაქსიმალურად ხელსაყრელია, რაც ხშირად მომხმარებლის გაოცებას იწვევს. „ნიტა” გათვლილია ყველა ფენის მომხმარებელზე. ამჟამად „ნიტაში“ შეხვდებით 2017 წლის ავეჯის ისეთ მოდელებს, რომლებსაც ცნობილი ქარხნები MOBERG და LAVIVA
ექსკლუზიურად, ავეჯის სახლ „ნიტასთვის” ამზადებენ. გვაქვს მრავალფეროვანი ავეჯი მყუდრო და
კომფორტული გარემოსთვის. ვახდენთ მეორადი ავეჯის რესტავრირებასაც.
– ვინ არჩევს ავეჯის დიზაინს?
– ერთობლივად ჩავდივართ ადგილზე, ავეჯის დიზაინის შესარჩევად და იქვე ვიღებთ გადაწყვეტილებას. გასული წლის შემოდგომაზე ეგვიპტეში გახლდით, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გვქონდა სხვადასხვა ქარხანასთან და ჩამოვიტანეთ სუპერკლასიკური ავეჯის თითო ეგზემპლარი. ჩინეთსა და დუბაიში გვყავს ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც არჩევენ პროდუქციას და უზრუნველყოფენ მათ ტრანსპორტირებას. ეს საკითხი უმაღლეს დონეზე გვაქვს მოგვარებული. ვთანამშრომლობთ ისეთ ცნობილ ქარხნებთან, როგორებიცაა – MOBERG, LAVIVA და „იდოლი,” რომლებიც გამორჩეული და
განსხვავებული მოდელების მოწოდებით უზრუნველგვყოფენ. ჩვენთან შესაძლებელია საძინებლების,
მისაღების გარნიტურის, სამუშაო კაბინეტის მოწყობილეობის, დივნის, დივნის კუთხისა და სხვა
სასურველი ავეჯის შეძენა.
– რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
– როცა მიზანი აქვს მომხმარებელს და ზუსტად იცის, რა უნდა ცხოვრებაში, მაშინ ყველაფერი ბევრად
ადვილია. თუმცა, ნებისმიერი წარმატების უკან უზარმაზარი შრომაა. გზა წარმატებისკენ წინააღმდეგობებით სავსეა და არც ჩვენი შემთხვევა იყო გამონაკლისი. მთავარია, ფარ-ხმალი არ დაყარო.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ვაპირებთ მაღაზიების გახსნას თბილისსა და ბათუმში. გვაქვს შემოთავაზებები თურქეთის ახალი ქარხნებიდან. მალე ვაპირებთ ჩასვლას და ხელშეკრულებების გაფორმებას. ველოდებით ახალ კოლექციას დუბაიდან და თურქეთიდან. სამომავლოდ ვაპირებთ „ნიტას“ ქარხნის აშენებას საქართველოში.
მისამარათი: ქუთაისი, ქვიტირის 1 ქუჩა, ¹24
საკონტაქტო ტელ: 599 70 69 59; 596 70 72 72
Facebook: ავეჯის სახლი „ნიტა”