№9 ბრძნული აზრები
სტივ ჯობსი: ჩვენ ჭკვიან ხალხს ვქირაობთ, რათა გვითხრან, რა გავაკეთოთ.
სენეკა: ბრძენს ჰკითხეს: მტერი ვინ გყავსო? ყველა, ვისაც კი სიკეთე გავუკეთეო.
ჰომეროსი: ზედმეტად ბრძენ მეფეს ჯარის დაღუპვა შეუძლია.
პოლ ვალერი: ძალაუფლება, რომელსაც ბოროტად არ გამოიყენებ, არაა მომხიბლავი.
ბნედიჩი: ხალხის დუმილი მეფეთათვის გაკვეთილი უნდა იყოს.
როკფელერი: სანამ სასესხებლად ფულს განდობენ, ძალიან არ გაგიჭირდება.
საადი: სიკეთის სიკეთით გადახდა სიკეთეა, ბოროტების ბოროტებით კი – ბოროტება.
ფრანსი: სიმდიდრის გარეშე ბედნიერება თუ ვერ წარმოგიდგენია, არც სიმდიდრისას გექნება ის.
ჩეხოვი: ავადმყოფობა აძლიერებს ჯანმრთელობის სურვილს, ჯანმრთელობა კი ავადმყოფობისას – არასოდეს.
გოეთე: თანაბრად სულელია, ვინც სისულელეს სჩადის და ვინც სისულელეს ვერ ამჩნევს.
ვოლტერი: ისტორია დიდს უფრო ადიდებს, ხოლო პატარას – აპატარავებს.
ჰუმბოლტი: კარგი ადამიანია ის, ვინც სხვას ეხმარება თხოვნის გარეშე.
პლატონი: ერთდროულად იყო ძალიან კარგი და ძალიან მდიდარი, შეუძლებელია.
შოუ: გეშინოდეს იმის, ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა.
ავრელიუსი: სიმხდალის ყველაზე საზიზღარი სახეობა საკუთარი თავის შებრალებაა.
თაგორი: ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიცრუე უფრო კეთილშობილურია, ვიდრე ნახევრად სიმართლე.
ლინკოლნი: ხალხის ნება კანონად უნდა იქცეს, ხალხის ნებაზე მიშვება კი – უკანონობად.
ჩერჩილი: დემოკრატია მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმაა, თუ მმართველობის დანარჩენ ფორმებს არ ჩავთვლით.
ჰიუგო: იყო კეთილი, სრულიადაც არ არის ძნელი, ძნელია, იყო სამართლიანი.
ტვენი: ქალბატონები მამაკაცებში დასაყრდენს ეძებენ, მამაკაცები ქალბატონებში – მისაყრდენს.
ჟვანეცკი: ცოლს რომ მოიყვან, მაშინ მიხვდები, რა არის ბედნიერება, მაგრამ უკვე გვიან იქნება.