კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 შვილმა დედა ცოლზე ეჭვიანობის გამო მოკლა

თათია ფარესაშვილი ეკა ბარაბაძე

 59 წლის მარინა ბ-ძე  და მისი მეუღლე, 64 წლის კოტე ნ-შვილი საავადმყოფოში  სხეულზე მიყენებული მძიმე დაზიანებების გამო მოათავსეს. ქალს გულმკერდის არეში დანით სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. შედარებით მსუბუქად, მხარში იყო დაჭრილი მისი მეუღლე კოტე ნ-შვილი. ქირურგიული ჩარევის მიუხედავად, ქალის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ცოლ-ქმარს დანით დაზიანებები შვილმა, წარსულში ყაჩაღობისთვის  ნასამართლევმა, 32 წლის ივანე ნ-შვილმა მიაყენა. სამართალდამცველებმა ის ინციდენტიდან რამდენიმე საათში  დააკავეს. დაკავებულმა მამაკაცმა ჩადენილი  დანაშაული აღიარა.  
საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს მოჰყვა. საკუთარ სახლში  ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ივანე ნ-შვილმა ჯერ დედას მიაყენა დანით ჭრილობები,  შემდეგ კი მამას, რომელიც მისთვის  დანის წართმევას ცდილობდა.  ინციდენტს შეესწრო ბრალდებულის ორი არასრულწლოვანი – ერთი ბრალდებულის  შვილი, მეორე კი მისი ძმისშვილი, რომლებიც ბებიასთან და ბაბუასთან სტუმრად იყვნენ. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ დედა-შვილს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბული იყო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, დედა შვილს ხშირად ეუბნებოდა, რომ მისი მეუღლე მაკა მ-ძე მისივე მეგობარს ხვდებოდა. დედამთილი რძალზე არა მხოლოდ ეჭვიანობდა, ამას არც ახლობლებთან  მალავდა. ამონაწერი ოჯახის ახლობლის ჩვენებიდან: „მარინას რძალი მათ ოჯახში მოსვლის დღიდან არ მოსწონდა. ხან ოჯახისშვილობას უწუნებდა, ხან გარეგნობასა და განათლებას. ივანეს და მაკას  ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და დედის ჭირვეულობას, რომელსაც ბოლოს განსაკუთრებული აგრესია დაემატა, ყურადღებას არ აქცევდნენ. ამ ნიადაგზე ოჯახში საკმაოდ ხშირად ხდებოდა კონფლიქტი. მაკა სახლიდან ორჯერ წავიდა ორი შვილით, მაგრამ ივანემ უკან დააბრუნა.  ბოლო პერიოდში რძალ-დედამთილის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა.  მარინა მაკას უკვე მძიმე „ბრალდებებს” უყენებდა. ის  ოჯახთან დაახლოებულ პირებთან ხშირად ამბობდა, რომ მაკას ქმრის მეგობართან რომანი ჰქონდა.”
რა მოხდა მკვლელობის დღეს, ამის შესახებ გამოძიებისთვის მაკა  მ-ძისა და მისი მამამთილის, კოტე ნ-შვილისგან გახდა ცნობილი. ამონაწერი კოტე ნ-შვილის ჩვენებიდან: „სახლში მე, ჩემი მეუღლე, რძალი და ჩვენი ორი შვილიშვილი ვიყავით, როდესაც ჩემი შვილი ნასვამი მოვიდა. გვიანი საღამო იყო. ივანეს გაღიზიანება ეტყობოდა  და ჩემს ოთახში გავერიდე. ჩემს ცოლსაც ვუთხარი, ნასვამია და არაფერზე აჰყვე-მეთქი.  ამის მიუხედავად, დედა-შვილს შორის ჩხუბი და დაპირისპირება  მაინც მოხდა. ივანემ დედას თავის ოთახში დაუძახა. ჩემი მეუღლე უკვე დასაძინებლად გაემზადა, ხალათითა და პერანგით იყო, როდესაც შვილმა დანით  სამი ჭრილობა მიაყენა. მათი ჩხუბი ივანეს ოთახში დაიწყო. მე და მაკა თავიდან  არ ჩავრეულვართ.  რა გინდა ჩემი ცოლისგან, ბოზობას რატომ აბრალებო, მესმოდა ჩემს ოთახში. ბავშვებს არ ეძინათ და ივანეს ჩხუბზე ტირილი დაიწყეს. მე მათ დასამშვიდებლად გამოვედი, ცოლსაც და შვილსაც მოვთხოვე, რომ ჩხუბი შეეწყვიტათ. მართლაც ცოტა ხნით გაჩერდნენ. ჩემი ცოლი სამზარეულოში გავიდა. მეგონა, ინციდენტი ამოწურული იყო და დასაძინებლად დავწექი. ჩამთვლიმა,  მაკას და ჩემი ცოლის კივილმა გამომაღვიძა.   ხმა  სამზარეულოდან ისმოდა.  სამზარეულოს კართან რომ მივედი, დავინახე, მარინა ძირს ეგდო და სისხლი სდიოდა. ივანეს დანა ხელში ეჭირა და დედას ერთხელ ჩემს თვალწინაც დაარტყა. მე შვილს ხელებში ვეცი, გაშველება ვცადე, ივანე სასოწარკვეთილი ხმით ბღაოდა. დანის წართმევის დროს, ერთხელ მეც დამარტყა მხარში. არაადეკვატურად იქცეოდა. საერთოდ იოლად გამოდიოდა წყობიდან, მაგრამ ასეთი არასდროს მინახავს.  სამზარეულოს იატაკი ჩემი ცოლის სისხლით იყო დასვრილი.  ხმაურზე მეზობლები შემოცვივდნენ. მათ შეძლეს ივანეს გაყვანა და მოცილება. მეზობელმა სასწრაფო გამოიძახა. ჩვენ ვერც მივხვდით, მარინა მძიმედ რომ იყო დაჭრილი. სახლში ექიმებთან ერთად პოლიციაც მოვიდა. ივანე უკვე აღარ იყო სახლში - მან ბინა მაშინ დატოვა, როცა ჩვენთან მეზობლები მოგროვდნენ.”  
 მაკა მ-ძის ჩვენების მიხედვით, კონფლიქტი დედა-შვილს შორის მარინა  ბ-ძემ გამოიწვია. „ბოლო წლებში  დედამთილმა აიჩემა, რომ ჩემი ქმრის მეგობართან რომანი მქონდა, იმ ბიჭს დაურეკა და ჩვენთან მოსვლა აუკრძალა. ამის შესახებ ქმარმა რამდენიმე თვის წინ, შემთხვევით გაიგო. ლევანი მისი  ბავშვობის მეგობარია და მის უცებ გაქრობას ჩვენი ოჯახიდან, ვერ წარმოიდგენდა, რა მიზეზი უნდა ჰქონოდა. როცა ივანემ გაიგო, რომ დედამისი ჩემზე და ლევანზე ეჭვიანობდა, ძალიან გაბრაზდა. დედა-შვილს შორის კონფლიქტი ამის შემდეგ დაიწყო. დედამთილი სულ მითვალთვალებდა, მიმოწმებდა ტელეფონს. ორჯერ ტაქსით გამომყვა უკან. ვიცოდი, რომ ჩემი გამოჭერა უნდოდა ლევანთან ერთად. მის ეჭვიანობას უკვე ავადმყოფური სახე მიეცა. ივანე დროდადრო იგებდა დედის საქციელს. მე ვცდილობდა, არ გაეგო. მაგრამ, ზოგჯერ ჩემი დედამთილი ისეთ შეურაცხყოფას მაყენებდა, ისეთი ფრაზებით მომმართვადა, რომ თავს ვერ ვიკავებდი და ქმარს ვეუბნებოდი. ის ბევრჯერ დაემუქრა დედას მოკვლით და ბოლოს ეს მუქარა აასრულა კიდეც.”        
 ივანე ნ-შვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და საკუთარი ქმედება აფექტური მდგომარეობით ახსნა. „ბოლო ორი წელი ხშირად მესმოდა, როგორ ლანძღავდა დედაჩემი ჩემს ცოლს და როგორ აბრალებდა ჩემი ბავშვობის მეგობრის საყვარლობას. მაგრამ, იმ დღეს, როცა ჩემმა ძმამ მითხრა, დედას ეჭვი უსაფუძვლო არააო, ძალიან გავღიზიანდი. აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი და თავს ვერ ვაკონტროლებდი,” – განაცხადა მან.  სასამართლომ ივანე ნ-შვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.      

скачать dle 11.3