№9 ფერები გეტყვიან
ფერებს იმაზე მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე შეიძლება, გეგონოთ. მაგალითად, საყვარელი ფერის მიხედვით შეიძლება, იმის თქმა, სექსუალურად როგორი ხასიათი აქვს ამა თუ იმ ადამიანს. აირჩიეთ თქვენი სასურველი ფერი და ნახეთ, თუ დაემთხვევა თქვენი წარმოდგენები საკუთარ სექსუალურობაზე ტექსტის შედეგებს.
წითელი საკმაოდ იმპულსური ფერია. ამიტომ მას ბევრი გაურბის. თუმცა, მოსწონთ და სიამოვნებით ჩაიცვამდნენ წითელ ტანსაცმელს, მით უფრო – საცვლებს. წითელი ფერის მოყვარულები ძნელად აკონტროლებენ სექსუალურ იმპულსებს. ამ ადამიანების გვერდით ყოფნა ვულკანზე ცხოვრებას ჰგავს. მეტისმეტად ემოციური, ვნებიანი და ენერგიულები არიან.
იისფერი – თუ იისფერი გიყვართ, ორმაგი ბუნების ხართ. შეგიძლიათ, ყინულივით ცივიც იყოთ და გამაოგნებლად სექსუალურიც. გააჩნია, რომელ ემოციას გააღვიძებთ მასში.
ვარდისფერი ინფანტილური ფერია – უფრო პატარა გოგონებს მოსწონთ. შეიძლება, ქალური იყოს, თუმცა პასიური. ქალები, რომელთა გარდერობშიც ვარდისფერი ჭარბობს, მამაკაცებთან აქტიურები არასდროს არიან, მაშინაც კი, როცა ის ძალიან, ძალიან მოსწონთ.
შავი – შავი ფერი ბევრისთვის სექსუალურად აღიქმევა, მაგრამ შავ ფერს ერთი განსაკუთრებულობა ახასიათებს – ის თითქოს დისტანციას ქმნის შენსა და გარემომცველ სამყაროს შორის. შავი ფერი სტატუსის ფერია. ქალები, რომლებსაც შავი ფერის ტანსაცმელი უყვართ, საკუთარ გრძნობებს მალავენ და იშვიათად ასაჯაროებენ. ასეთი ქალის სექსუალური იმპულსების ამოცნობა ძნელია.
ყავისფერი – რომელ სექსუალურობაზეა ლაპარაკი, როცა ყავისფერს ანიჭებთ უპირატესობას. ეს ფერი ენერგიის დეფიციტზე მიუთითებს. ამ ფერს არა აქვს არც ვნება, არც ეფექტურობა და არც ემოციები. პირიქით, კლავს გრძნობებსა და სექსუალურობას.
ფორთოხლისფერი – ამ ფერს სიცოცხლეზე შეყვარებული, ხალისიანი, ბედნიერი ქალები ირჩევენ. ისინი ძლიერი, საკუთარ თავში დაჯერებული და მომხიბვლელები არიან. აკეთებენ იმას, რაც უნდათ. არც ემოციებს მალავენ და არც გრძნობებს. სწორედ ასეთი ქალები უყვართ მამაკაცებს. მათ ხომ ყოველთვის იციან, რა სურთ.