კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 ასაკით უფროსი ყოფილი საყვარელი მაშანტაჟებს

ასაკით უფროსი ყოფილი საყვარელი მაშანტაჟებს
ყოველთვის მომწონდა ასაკით უფროსი ქალების გაერემოცვაში ყოფნა. თითქოს, სხვანაირად ჩამოყალიბებული, დახვეწილი და მიმზიდველი მეჩვენებოდა მათთან ურთიერთობა, ვიდრე, ჩემ ტოლ გოგონებთან. მათ გვერდით თავს კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობდი. მოკლედ, ერთ მათგანთან გავაბი რომანი და დროთა განმავლობაში, შემიყვარდა. დაახლოებით, ექვსი წელი ვიყავით ერთად. საერთოდ არ მიქმნიდა დისკომფორტს, რომ ის ოცი წლით უფროსი იყო და ხშირად უთქვამთ კიდეც, დედაშვილივით ხართო. მთავარია, მე ვიყავი ბედნიერი. შვილიც რომ გაეჩინა, არც ამაზე ვეტყოდი უარს, უბრალოდ, თავად არ მოინდომა და კიდევ კარგი, თორემ, ზუსტად ვიცი, საბოლოოოდ „გამომიჭერდა“ და ბავშვით დაიწყებდა სპეკულაციას. მთელი ექვსი წლის განმავლობაში ზრუნავდა ჩემზე, საჩუქრებით მანებივრებდა და ჩემგან, მხოლოდ ყურადღებასა და გვერდით დგომას ითხოვდა. თუმცა, ბოლოს მოთხოვნილებები გაეზარდა, ეჭვიანობა დაიწყო და ყველა ფეხის ნაბიჯსა და ტელეფონის ზარს მიკონტროლებდა. ვიცი, წლების მატებასთან ერთად, ეშინოდა, მისგან არ წავსულიყავი და ამიტომ აკეთებდა ამას. მაგრამ, მეც ადამიანი ვარ, მომბეზრდა მისი  კონტროლო, ყელში ამომივიდა და დავიწყე ახალი ურთიერთობის ძებნა. ჩემი უბნელი გოგო მომწონდა და მასთან დავიწყე შეხვედრები. სულ მეშინოდა, მას არ დავენახე და სკანდალი არ მოეწყო, რასაც ვერ ავცდი. მოკლედ, გამოგვიჭირა ერთად და ისეთი ამბავი დამაწია, მტრისას. ის გოგო გაოგნებული მიყურებდა, ვერ ხვდებოდა, რა საერთო ჰქონდა იმ ქალს ჩემთან და რომ გაარკვია, მიმატოვა. მოკლედ, ვისთანაც არ უნდა გავიარო, ყველასთან ასე მთავრდება ამბავი. მესმის, ვის არ ჰყოლია საყვარელი, თუნდაც ასაკით უფროსი, მაგრამ ოდესღაც დასრულებულა ურთიერთობა და მორჩა! ჩემმა ყოფილმა საყვარელმა კი ეს ვერ შეიგნო. არადა, მის დაკრულზე ხომ არ ვიცეკვებ მთელი ცხოვრება? მეგობრები სულ მეუბნებოდნენ, მშვიდობიანად, ნელ-ნელა ჩამოცილდი მაგ ქალს, თორემ ვხვდებით, მაგარ სკანდალში გაგხვევს. თავიდან ვერ მოიცილებ და მთელი ცხოვრება თავის მონად გაქცევსო. მინდა, მისი „კლანჭებიდან“ დავიხსნა თავი, მაგრამ არ მეშვება. ვაღიარებ, ის წლები, რაც მის გვერდით გავატარე, ნამდვილად კარგად მახსენდება და ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ გავიდა დრო და მეც მინდა, გვერდით მყავდეს ადამიანი, ვისი გამოჩენაც არ შემრცხვება და არ იტყვიან, დედააო. ფაქტია, არაფრის გაგონება არ უნდა. მე კი თავს ვიკავებ, შეურაცხოფა მივაყენო, არ მავიწყდება მისი სიკეთე. მშვიდადაც დაველაპარაკე, შევაშინე კიდეც, მაგრამ არაფერი გამოდის. მეუბნება, შენ გამო დავრჩი გაუთხოვარი, შენ მიყვარდი და ამდენი წლები რომ დამაკარგვინე, ახლა არსად გაგიშვებო. ადამიანურად მეცოდება, მაგრამ რა ვქნა, მეც ხომ მინდა, მომავალი? ამიტომ, ყველა ბიჭს ვურჩევ, სანამ ასაკით უფროს ქალთან გააბამს რომანს, კარგად დაფიქრდეს. მართალია, ასეთი ქალი თბილი და მზრუნველია, მაგრამ ეჭვიანი და „ჩამჭერიცაა“. ნამდვილად არ მწყდება გული მის გვერდით გატარებულ დღეებზე, ისიც მეცოდება, მაგრამ უბრალოდ, ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს. მე ის არ მომიტყუებია, არ მიღალატია, არ მიმიგდია... უბრალოდ, მე ჩემი მომავალი მინდა.
გიორგი, 29 წლის.скачать dle 11.3