№9 კომბოსტოს დიეტა და მინუს 8 კილოგრამი
დიეტა მკაცრია, მაგრამ სწრაფ შედეგს იძლევა – 10 დღეში გარანტირებულად დაიკლებთ 8 კილოგრამს. დაბალკალორიულობის გარდა, კომბოსტო შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინებს, მინერალებსა და მცენარეულ ბოჭკოებს, რომლებიც მსხვილი ნაწლავის სტიმულირებას უწყობს ხელს. შეგიძლიათ, დიეტის დაცვისას, შეუზღუდავად დალიოთ ყავა, მწვანე ჩაი ან მინერალური წყალი. საკვებში არ შეიძლება შაქრისა და მარილის გამოყენება და აკრძალულია ნებისმიერი სახის ალკოჰოლი, პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი.
საუზმე: უშაქრო მწვანე ჩაი, ყავა ან გაზგასული მინერალური წყალი.
სადილი: უმი კომბოსტოს, ჭარხლისა და სტაფილოს სალათა ზეითუნის ზეთით, 200 გრამი მოხარშული საქონლის ან ქათმის ხორცი, ანდა, უცხიმო თევზი.
ვახშამი: უმი კომბოსტოს სალათა ან კომბოსტოს წვნიანი, ერთი ცალი მოხარშული კვერცხი, ერთი ცალი ვაშლი.
დაძინებამდე, ორი საათით ადრე კი, ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი.