კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 როგორ გახდა უინსტონ ჩერჩილი ბრიტანეთის პრემიერი სტალინის ძალისხმევის შედეგად

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

სტალინი ძალიან გავლენიანი პიროვნება იყო და საბჭოთა კავშირსა და დანარჩენ სოციალისტურ ქვეყნებში მას, ფაქტობრივად, შეუზღუდავი ძალაუფლება ჰქონდა. თუმცა, ნიშანდობლივია ის, რომ საბჭოთა ბელადს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეეძლო ძლიერ, საბჭოეთისადმი მტრულად განწყობილ ქვეყნებშიც კი და ყველაფერი ეს საკუთარი პოლიტიკის წარმატებისთვის გამოეყენებინა. ასე მოხდა 1940 წლის მაისში, როდესაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად მწვავე ანტიკომუნისტი, 66 წლის უინსტონ ლეონარდ-სპენსერ ჩერჩილი დანიშნეს. საინტერესო ფაქტია ის, რომ ჩერჩილის ამ პოსტზე დანიშვნა მას მერე მოხდა, რაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნეილ ჩემბერლენი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და ჩერჩილი ამ პოსტზე დაინიშნა არა არჩევნების მოგების შემდეგ ან როგორც არჩევნებზე გამარჯვებული პარტიის ლიდერი. ისტორიაში ეს მომენტი ბუნდოვნადაა გადმოცემული და წერია: ჩერჩილის პრემიერად დანიშვნა მოხდა განსაკუთრებულ გარემოებათა გამოო.... განმარტებული კი არაა, რომ ამ „განსაკუთრებულ გარემოებათა“ უკან თავად სტალინი იდგა. მას ჩერჩილის ბრიტანეთის პრემიერად გახდომის დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ეს უტეხი ანტიკომუნისტი, კომუნისტურ საქმეში გამოეყენებინა გლობალური მსოფლიო პოლიტიკის ასპარეზზე.
ჩერჩილის პრემიერად დანიშვნა ტიპურ ბრიტანულ სტილში, მათი მყარი ტრადიციების შესაბამისად განხორციელდა. 1940 წლის 7 მაისს პარლამენტის თემთა პალატაში გაიმართა მოსმენა – ბრიტანეთის ნორვეგიისთვის ბრძოლაში დამარცხებასთან დაკავშირებით (იგულისხმება ფაშისტურ გერმანიასთან მარცხი). მიუხედავად იმისა, რომ მოქმედმა პრემიერმა ჩემბერლენმა ფორმალური ნდობა მიიღო, მან მაინც გადადგომის განცხადება გააკეთა. ჩემბერლენს მთელ ბრიტანეთსა და მის საზღვრებს გარეთ მისივე კაბინეტიანად (მთავრობა) უმწვავესად აკრიტიკებდნენ. რას არ უწოდებდნენ მას და ამან ჩემბერლენზე უდიდესი დამთრგუნველი ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინა (საგულისხმოა, რომ ეს გლობალური ანტიჩემბერლენური კამპანია პრესასა და საერთაშორისო პოლიტიკურ წრეებში სტალინის მიერ იყო ორგანიზებული). პრემიერის გადადგომის შემდეგ, ჩემბერლენის ყველაზე რეალურ მემკვიდრეებად ითვლებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდი ჰალიფაქსი და უინსტონ ჩერჩილი. 9 მაისს შედგა შეხვედრა ჩემბერლენს, ჰალიფაქსსა და ჩერჩილს შორის, რომელსაც ესწრებოდა მთავრობის საპარლამენტო ორგანიზატორი დევიდ მარგესონი. ამ შეხვედრაზე, თავდაპირველად, უკვე გადამდგარ ჩემბერლენს იმედი ჰქონდა, რომ თავის მემკვიდრედ ჰალიფაქსს დატოვებდა. გაიმართა მოლაპარაკება, რომლის დროსაც ჩერჩილმა ოპონენტებს მსოფლიოს მოწინავე ჟურნალ-გაზეთების დასტა დაუდო წინ. მათში ჩემბერლენთან ერთად ჰალიფაქსიც მიწასთან იყო გასწორებული იმის გამო, რომ ლორდი ღიად მოუწოდებდა კოლეგებს, ადოლფ ჰიტლერთან კავშირი შეეკრათ. ჩერჩილს ჟურნალ-გაზეთების დასტიდან გაზეთ „პრავდის“ ბოლო ნომერი ამოუღია, რომლის პირველ გვერდზე სტალინის უზარმაზარი პორტრეტი იყო დაბეჭდილი. უჩვენებია ოპონენტებისთვის და უთქვამს:
– ბატონებო, თქვენი უგუნური პოლიტიკით აი, ამ ადამიანს (სტალინს) მოვიმდურებთ. მასთან მისასვლელ ყველა გზას მოვიჭრით და ჰიტლერთან არამეგობრული, არამედ დამამცირებელი, კაპიტულანტური ხელშეკრულების დადება მოგვიწევს.  სწორედ, სტალინია ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და თქვენ რომ  ეს „მიუნხენის შეთქმულების“ დროს შეგეგნოთ და მას დამეგობრებოდით, ჰიტლერის ვნებები ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ დაცხრებოდაო.
ჩერჩილი ბრძენი პოლიტიკოსი იყო. შესანიშნავად შეეძლო მოვლენების განჭვრეტა. იმასაც კარგად მიხვდა, რომ მისი მხარდამჭერი კამპანია მსოფლიო პრესაში საბჭოთა ბელადის მიერ იყო ორგანიზებული. დარწმუნებული იყო იმაშიც, რომ სულ მალე სტალინთან ერთად მოუწევდა ჰიტლერთან შებმა, რასაც ჩემბერლენ-ჰალიფაქსის ტანდემი ვერასგზით ვერ შეძლებდა. ჩერჩილს სჯეროდა, რომ თუკი 1935 წელს, ჩემბერლენის ჰიტლერთან მარცხი ევროპის ჩაბარებით დასრულდა, მეორე მარცხი ბრიტანეთის განადგურებით „დაგვირგვინდებოდა“. ჩერჩილმა ეს ყველაფერი თავის ოპონენტებს ისე ლოგიკურად და პრინციპულად დაუსაბუთა, რომ ჰალიფაქსმა უარი განაცხადა პრემიერის პრეტენდენტობაზე. ამგვარად, მეორე დღეს, 1940 წლის 10 მაისს, მეფე გეორგ მეექვსემ ჩერჩილი ოფიციალურად დანიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად. პირველი მისალოცი დეპეშა ჩერჩილმა სწორედ სტალინისგან მიიღო და სანაცვლოც გაუგზავნა, რომელშიც მადლობას უხდიდა მილოცვისა და მხარდაჭერისთვის.
იმ პერიოდში სტალინთან ყველაზე დაახლოებული პირი ვიაჩესლავ მოლოტოვი იყო. მას შეეძლო, ყველაზე უხერხული კითხვებიც კი დაესვა საბჭოთა ბელადისთვის პირისპირ საუბრისას და ხშირად სარგებლობდა კიდეც ამ პრივილეგიით. მოლოტოვი იხსენებდა: „ჩერჩილის გაპრემიერებაში სტალინს დიდი წვლილი მიუძღოდა. სწორედ მისი (სტალინის) ბრძანებით განახორციელა საბჭოთა დაზვერვამ მსოფლიო პრესაში ანტიჩემბერლენური კამპანია. ამ საქმეში მეც ვიყავი ჩართული და საამისოდ, დიპლომატიურ ურთიერთობებს ვიყენებდი. მიზანს რომ მივაღწიეთ და ჩერჩილმა პრემიერის პოსტი დაიკავა, ერთ-ერთი პირადი შეხვედრის დროს სტალინს ვუთხარი:
 – კობა, ჩერჩილი შენი დიდი დახმარების შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა და მითხარი, რა ხეირს მოგვცემს ჩვენ ეს?
სტალინს გაეცინა და კითხვითვე მიპასუხა:
– ჩემბერლენთან ან ჰალიფაქსთან ურთიერთობა რა ხეირს მოგვცემდაო?
– ვერ გეტყვი, – მხრები ავიჩეჩე და დავაყოლე – ჩემი აზრით, თავად ბრიტანული პოლიტიკა ეწინააღმდეგება ჩვენსას. ისინი კი ამ პოლიტიკის მყარი გამტარებლები არიან და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ წაიყვანს  ამ პოლიტიკას?
– შენ მხოლოდ ერთი შეხედვით ხარ მართალი. კი ბატონო, ბრიტანელი მმართველები ანტიკომუნისტები არიან და შანსი რომ ჰქონდეთ, დღესვე მოგვსპობენ. უპირველესად, ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ ეს შანსი. ხოლო, რაც შეეხება პიროვნებებს, ჩემბერლენმა თავისი პოლიტიკური სიბეცე ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ დაამტკიცა მიუნხენში, როცა ეგონა, თუკი ფიურერს ევროპას ჩააბარებდა, ამით ბრიტანეთს იხსნიდა. თუ რა გამოვიდა, ახლა სახეზეა. ჰალიფაქსიც ჩემბერლენის კუდია და არც ის ჩამორჩება ამ „ქოლგიან მშვიდობისმყოფელს“ (ჩემბერლენს). აი, ჩერჩილი კი სულ სხვა დონეა. ის ჯერ კიდევ მაშინ იყო ამის წინააღმდეგი და ჩემბერლენს აკრიტიკებდა, თუმცა არავინ მოუსმინა. ჩერჩილი პატრიოტია, მებრძოლია. ჰიტლერთან საქმეს არ დაიჭერს და ჩვენთან მოუწევს კავშირის შეკვრა. ჩვენ კი ამ მომენტს წარმატებით გამოვიყენებთ დიდ ომში ჰიტლერის წინააღმდეგო...
სტალინის სიტყვები ზუსტად ახდა და ჩერჩილი გახდა ის ერთ-ერთი მყარი ბურჯი, რასაც ისტორიაში დიდი სამეული ეწოდა“.
სტალინმა ჩერჩილი არა მხოლოდ ჰიტლერის წინააღმდეგ გამოიყენა მეორე მსოფლიო ომში ძლიერ მოკავშირედ, არამედ მაშინაც, როცა „თაფლობის თვე“ დასრულდა და ჩერჩილმა „ცივი ომი“ გამოუცხადა საბჭოეთს. სწორედ ამას „ჩაავლო“ სტალინმა. ომის დროს „მოშვებული ჭანჭიკების“ მოჭერას მიჰყო ხელი და ევროპანანახ საბჭოეთს კვლავ გაუღვივა ეჭვი ყოფილი მოკავშირეების მიმართ, რომლებიც ახალი შემოტევით ემუქრებოდნენ მას.
скачать dle 11.3