კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 ექიმის რჩევები

თათია ფარესაშვილი მაია ნუცუბიძე

კითხვა: 18 წლის გოგო ვარ, მარჯვენა ფეხის ცერა თითზე, იქ, სადაც იხრება, ოღონდ დიდ სახსარში უფრო მარცხენა მხრიდან, გამაგრებული წამონაზარდი მაქვს. სიარულისას მტკივა, განსაკუთრებით, თუ მოჭერილი ფეხსაცმელი მაცვია. ცოტა მიწითლდება კიდეც. რა შეიძლება, ეს იყოს და რომელ ექიმთან მივიდე?
პასუხი: ხშირ შემთხვევაში, ასეთი დეფორმაცია განივი ბრტყელტერფიანობითაა გამოწვეული. უნდა მიმართოთ ტერფის სპეციალისტს, რათა დაზუსტდეს დიაგნოზი. აქედან გამომდინარე კი, დაისახოს მდგომარეობის შემსუბუქების გზები. თუ დადგინდა ტერფის დეფორმაცია, საჭიროა სპეციალური სუპინატორის დამზადება.
კითხვა:
ჩემს მეუღლეს, რომელსაც ეპილეფსია აქვს, დაეწყო მაღალი წნევები 160-120, ზოგჯერ ღამით თავს გრძნობს ცუდად, თითქოს გული უნდა წაუვიდეს (როგორც თვითონ ამბობს). მაინტერესებს, არის თუ არა ეს ყველაფერი დაავადებასთან კავშირში და ამ დროს, რა შეიძლება, გავაკეთოთ? შესაძლებელია გულყრის თავიდან აცილება?
პასუხი: აღნიშნული ორი დაავადება ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია. ეპილეფსიის მკურნალობა ჩვეულებრივ უნდა გაგრძელდეს, ხოლო  არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, ჰიპოტენზიური პრეპარატი უნდა დაინიშნოს.
კითხვა: მაინტერესებს, როდესაც თვალის გარშემო გრძნობ ფეთქვას, რასაც თვალის თამაშს ვეძახით, სავარაუდოდ, კუნთებია, ხომ? ამ დროს რის ექიმს უნდა მივმართოთ: რევმატოლოგს, თვალის ექიმს თუ ნევროპათოლოგს? შეიძლება, რომ ეს ნერვული „წიკი” იყოს, როდესაც თვეებია, გაწუხებს?
პასუხი:
ამ მდგომარეობას ბლეფაროსპაზმი ეწოდება. მიზეზი შეიძლება, იყოს როგორც საკუთრივ თვალის პათოლოგიები, ისე ნერვული სისტემის დაავადებები. ქუთუთოების სპაზმის გამოვლენას ხელს უწყობს: თვალის ზედაპირის ან ქუთუთოს შიდა ნაწილის გაღიზიანება – დაღლილობა, ქარი, ჭარბი სინათლე, მოწევა, სტრესი, უძილობა, ალკოჰოლი და კოფეინიც კი.  
კითხვა: ყურში მაქვს გულის ცემის მსგავსი ხმაური და შხუილი, რისი ბრალია და როგორ ვიმკურნალო?
პასუხი:
ყურებში პულსაციის შესაძლო მიზეზებია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (ჰიპერტონია, ჰიპოტონია, ათეროსკლეროზი, საძილე არტერიის, საუღლე ვენის შევიწროება, არტერიო-ვენური შუნტი და სხვა სისხლძარღვოვანი დეფექტები); შუა და შიგნითა ყურის დაავადება; ტრავმა; სიმსივნური დაავადებები. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ყურში სისხლძარღვოვანი ხმაურისა არის ვენური ხმაური. ის მიუთითებს, რომ ხერხემლის მეორე მალის საუღლე ვენაზე ზეწოლაა ან გულის წუთმოცულობა გაზრდილი (ანემიის, ფიზიკური დატვირთვის, თირეოტოქსიკოზის დროს). საწყის ეტაპზე, მდგომარეობის შეაფასების მიზნით, ოტოლარინგოლოგთან ვიზიტია საჭირო.
კითხვა: მარცხენა მხარეს საზარდულის მიდამოში სიარულის და ზოგჯერ წოლის დროს, მაქვს სიმძიმის შეგრძნება. ვიფიქრე საკვერცხეა-მეთქი, მაგრამ რომ არ მტკივა? რა შეიძლება, იყოს ამის მიზეზი?
პასუხი:
თქვენი სიმტომები შეიძლება, დაკავშირებული იყოს როგორც გინეკოლოგიურ პრობლემასთან, მაგალითად, საკვერცხეების ანთებით პროცესთან, ასევე სისხლძარღვთა დაავადებებთან. მიზეზის დადგენის მიზნით, გესაჭიროებათ  გინეკოლოგიურ სავარძელზე გასინჯვა და ექოსკოპიური კვლევა.  
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

скачать dle 11.3