კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 ეკალღიჭი სექსუალური ფუნქციის აღსადგენად

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


ეკალღიჭი შეიცავს 1,6 პროცენტამდე შაქარს, 3,4 პროცენტამდე პროტეინს, 20 პროცენტამდე C ვიტამინს; 0,52% მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს. მის ქიმიურ შემადგენლობაშია საპონინი, ფიტოსტეროიდები, გლიკოზიდები, სიტოსტერინი, სახამებელი, ორგანული მჟავები, ფისოვანი ნივთიერებები. საკვები ნივთიერებების შემცველობით ის ბოსტნეულთა შორის ერთ–ერთ პირველ ადგილზეა და ამით პარკოსნებს უახლოვდება.
ეკალღიჭი კარგი საშუალებაა ფსორიაზის, ართრიტების, ართროზების, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, მეტეორიზმის, სიფილისის სამკურნალოდ. კარგად წმენდს სისხლს.
ეკალღიჭი კარგია დეპრესიის, დაღლილობის დროს, იყენებენ სხვადასხვა ნერვული აშლილობისას. ასევე, აქვს სექსუალური ფუნქციის აღდგენის უნარი. ის ასტიმულირებს სქესობრივი ჰორმონების წარმოებას, ამცირებს ქალებში პოსტმენსტრუალურ პრობლემებს. აწესრიგებს ორგანიზმის ჰორმონულ ბალანსს და ამაღლებს ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს.
სახსრების რევმატიზმისა და პოდაგრის დროს: 2 ჩაის კოვზ ფესვებს დაასხით 1/4 ლიტრი ცივი წყალი და გააჩერეთ 10–15 საათი. შემდეგ გადაწურეთ და თქვენთვის სასურველ ტემპერატურამდე გაათბეთ. უნდა მიიღოთ 1 ჭიქა დღეში სამჯერ.
ფსორიაზთან საბრძოლველად უფრო ეფექტურია, თუ ეკალღიჭის ფესვებს სხვა მცენარეებთან ერთად გამოიყენებთ. მაგალითად, აიღეთ 25 გრამი ეკალღიჭის ფესვები, 10 გრამი მარწყვის ფოთოლი, 10 გრამი მაყვლის ფოთოლი და 10 გრამი ხეჭრელის ფესვები. შეურიეთ ერთმანეთს. ორ ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1/4 ლიტრი თბილი წყალი და გააჩერეთ 12 საათი. შემდეგ გადაწურეთ. რეკომენდებულია დღეში 2-3 ჭიქის მიღება.
ეკალღიჭის გამოყენებისას უნდა დავიცვათ ზომიერება, რადგან ის იწვევს საჭმლის მომნელებელი ლორწოვანი ორგანოების გაღიზიანებას. ის, ასევე, არაა რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

სვია უამრავი დაავადების დამარცხებაში დაგეხმარებათ

სვია მრავალწლიანი, ხვიარა ბალახოვანი მცენარეა. სამკურნალოდ გამოიყენება მდედრობითი გირჩები. მათ აგროვებენ ხელით, გლეჯენ 2 სანტიმეტრის
სიგრძის ყუნწით, სიმწიფის პერიოდში, როდესაც გირჩები მოოქროსფრო-მწვანეა. შემოსულ გირჩებს სწრაფად ახმობენ ჩრდილში, მზისგან დაცულ ადგილას.
შეიცავს მწარე ნივთიერება ლიპულინს, ეთერზეთს, რომლის შემადგენლობაში შედის მირცენოდი, ჰუმულენი, ფარნეზენი. გარდა აღნიშნულისა, გირჩებში ნაპოვნია ალკალოიდი ჰუმულინი, ჰორმონები, ქლოროგენის, ვალერიანის მჟავები, ფლავონური გლიკოზიდები, საღებავი, ფისოვანი ნივთიერებები, ვიტამინები და სხვა.
გირჩებში არსებული ლიპულინი დამამშვიდებელ გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ფლავონოიდები, ჰორმონები და ვიტამინები განაპირობებს მის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. კარგად მოქმედებს წყლულოვან დაავადებებზე, ამაგრებს კაპილარებს. აქვს აგრეთვე, ჰიპოსენსიბილური და ტკივილგამაყუჩებელი თვისება.
გირჩებისგან დამზადებული ექსტრაქტები ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკასა და დერმატოლოგიურ პრაქტიკაში. მრეწველობა მათ ბაზაზე უშვებს რიგ სამკურნალო მალამოებსა და ხსნარებს ქერტლის საწინააღმდეგოდ, თმის ძირების გასამაგრებლად, დერმატიტებისა და ფერისმჭამელების სამკურნალოდ. თმის ცვენისა და ნაადრევი გამელოტების დროს, 1 სადილის კოვზ სვიის ნაყოფს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში. იმავდროულად, დღეში 1-2-ჯერ შეიზილეთ ნაყენი თავის კანში.
გირჩების წყლიანი ნაყენი გამოიყენება მადის მომგვრელ საშუალებად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოსაწესრიგებლად, კატარის, გასტროენტერიტების სამკურნალოდ. მას იყენებენ, აგრეთვე, როგორც შარდმდენ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებას შარდის ბუშტისა და თირკმელების ანთების, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადების დროს (1 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში). მის ნაყენს ხშირად იყენებენ ნერვული აღგზნების, უძილობის დროს. ამ შემთხვევაში ნაყენი შემდეგნაირად მზადდება: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ გირჩას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 20-30 წუთი. დალიეთ თბილი, საღამოს, ძილის წინ. ასევე, გაღიზიანების, სტრესისა და უძილობის დროს დაგეხმარებათ სვიის გირჩის ჩაი. 1 სადილის კოვზ სვიის ნაყოფს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 15-20 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 70-100 მილილიტრი დღეში 2-ჯერ. მეორედ აუცილებლად უნდა დალიოთ ძილის წინ. ამას გარდა, შეიძლება, ბალიშის ქვეშ დადოთ ცოტაოდენი სვია ან გაიკეთოთ სვიის ბალიში.
ნაყენებისა და ნახარშების საფენები გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება დაჟეჟილობის, ნიკრისის ქარების რევმატიული ტკივილების, წყლულების, ეგზემის, კანის ანთების დროს.
ნახარშის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული გირჩი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი და გააცხელეთ წყლის აბაზანაზე 15 წუთით. გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე, გადაწურეთ, შეავსეთ საწყის მოცულობამდე (200 მილილიტრამდე). მიიღეთ 1/4 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ. გარეგანი საფენებისთვის ამ ნაყენით დაასველეთ დოლბანდი. დაიფინეთ მტკივან ადგილებზე.
ხალხურ მედიცინაში რეკომენდებულია სვიის გირჩებით სავსე ბალიშის ხმარება ძილის გასაუმჯობესებლად. მათივე რეკომენდაციით, ნაყენის მომზადება ცივი სახითაც შეიძლება. ამისთვის 1-2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ გირჩს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, გააჩერეთ 12-42 საათი, გადაწურეთ და მიიღეთ ყლუპებით საღამოს, ძილის წინ.
გამხმარი სვია საუკეთესო ანტისეპტიკური საშუალებაცაა. სტომატიტის ან ყელის ტკივილის დროს სვიის ნაყენის გამოვლება კარგ შედეგს იძლევა. ის კარგი ტკივილგამაყუჩებელია და მალამოსავით დაედება მტკივან ადგილებს. სვიის ექსტრაქტი საუკეთესო საშუალებაა კრუნჩხვის საწინააღმდეგოდ...
ზოგჯერ სვიის გირჩებს ტოტიან-ფოთლიანად კრეფენ და კედელზე ჰკიდებენ. ოთახი სვიის სურნელით იჟღინთება, რაც ნერვულ სისტემას ამშვიდებს. სვიას იყენებენ დაჟეჟილობისა და რევმატიული ტკივილების დროსაც.
შეგაწუხათ რადიკულიტმა? დაგეხმარებათ შემდეგი მალამო: 1 სადილის კოვზ სვიის გირჩებს დაასხით 200 მილილიტრი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ხარშეთ მანამ, სანამ სითხის რაოდენობა არ განახევრდება. შემდეგ 1 სადილის კოვზი ნახარში დაამატეთ 4 სადილის კოვზ ვაზელინს. კარგად აურიეთ და შეიზილეთ დღეში 2-ჯერ მტკივნეულ ადგილებში. მალამო, ასევე, ეფექტურია დაჟეჟილობის, ნაღრძობისა და სილურჯის დროს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გირჩები შხამიანია და მისი ნაყენის დიდი დოზებით მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს პირღებინება, ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი, მტვრევისა და საერთო სისუსტის შეგრძნება.


მრავალძარღვა სიმსივნის, კუჭ-ნაწლავის, ანთებითი პროცესებისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ



ეს მცენარე ფლობს ძლიერ ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელ, ანტიმიკრობულ, ამოსახველებელ, ანტიჰისტამინურ, შარმდენ და სისხლის შემაჩერებელ თვისებებს. მრავალძარღვას ფოთლები შეგიძლიათ, მიირთვათ უმად ან დაუმატოთ სალათებში. მისი ანთების საწინააღმდეგო უნარი მოგიგვარებთ კანთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა – ქავილი, ფურუნკული, მწერის ნაკბენი და მსუბუქი ჭრილობები. ასევე, შეგიძლიათ, მოამზადოთ სიროფი, ნაყენი ან ჩაი. მრავალძარღვა თითქმის პანაცეაა სხეულისთვის: ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემასთან და კანთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, მენსტრუალური სპაზმებისა და ართრიტის დროს. ამ მცენარის ფოთლები, C ვიტამინის მაღალი შემცველობით, ეფექტურად აძლიერებს იმუნიტეტს. ამას გარდა,  A ვიტამინის წყაროა, რომელიც უზრუნველყოფს თვალის ჯანმრთელობას და იცავს „ყვითელ ლაქას“ დეგენერაციისგან, რომელმაც შეიძლება, ადამიანი სიბრმავემდე მიიყვანოს.
ხალხურ მედიცინაში მრავალძარღვა არა მხოლოდ ჭრილობებისა და შინაგანი ორგანოების სამკურნალოდ გამოიყენება, არამედ ეფექტურია ისეთი სერიოზული დაავადებების დროს, როგორიცაა: ავთვისებიანი სიმსივნეები, ფილტვების ტუბერკულოზი და უნაყოფობაც კი. ფოთლები გარეცხეთ, წვრილად დააქუცმაცეთ და იმავე რაოდენობის შაქრის ფხვნილი შეურიეთ. ეს ნარევი 2 კვირა უნდა გააჩეროთ თბილ ადგილზე. ნაყენი მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ ერთი სადილის კოვზი, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
10 გრამი (2 სადილის კოვზი) მშრალი დაქუცმაცებული მრავალძარღვა მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი, დაახურეთ თავზე, ადუღეთ წყლის აბაზანაზე 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე, გადაწურეთ. დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნახარში შეავსეთ საწყისი მოცულობის მიღებამდე ანადუღარი წყლით (200 მილილიტრამდე). მიიღეთ ნახევარი ან 1/3 ჭიქა, 5-10 წუთით ადრე ჭამამდე, 3-4-ჯერ დღეში.
მცენარისგან დამზადებული წვენი და ნახარშები ორგანიზმზე, ზოგადად, გამაჯანსაღებლად მოქმედებს: ამყარებს იმუნიტეტს, ფილტვებს და ებრძვის შინაგან ორგანოებში მიმდინარე დაშლის პროცესებს. უნაყოფობის დროს, ის ეხმარება როგორც ქალებს, ასევე, კაცებს. განსაკუთრებით სასარგებლოა პრობლემური მენსტრუაციის, ოვულაციისა და კლიმაქსის დროს.
ათეროსკლეროზის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ლარინგიტის დროს: გარეცხილი ფოთლები დაჭერით, დასრისეთ, გამოწურეთ წვენი. შეურიეთ თანაბარი რაოდენობის თაფლი და 20 წუთი ადუღეთ. მიიღეთ დღეში 2-3 სადილის კოვზი.
 ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელი – მცენარის ახალი წვენი და ფოთლები ჭრილობიდან სისხლდენას აჩერებს, ბლოკავს ანთების წარმოქმნას, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური თვისებები. მრავალძარღვას წვენი შეუცვლელია წყლულოვანი ანთებებისა და დიდხანს შეუხორცებელი ჭრილობების დროს – ის აჩქარებს ჭრილობიდან მკვდარი ლეიკოციტებისა და ბაქტერიების გამოდევნას და ხელს უწყობს ქსოვილების სწრაფ შეხორცებას.
 ანთების საწინააღმდეგო  –  მრავალძარღვას წვენი გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების დაავადებებისას. მას ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდული თვისებები აქვს, აწესრიგებს ქოლესტერინის ცვლას.
გასტრიტის, კოლიტის, ენტეროკოლიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს: 3 სადილის კოვზ მრავალძარღვას გამხმარ ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 6-8 საათი და მიიღეთ 1/3 ნაყენი 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. უკეთესი შედეგი გექნებათ, თუ 1 სადილის კოვზ მრავალძარღვას ფოთლების ახალგამოწურულ წვენს მიიღებთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. თუ წვენი სქელია, გააზავეთ წყლით (1:1) და 1-3 წუთი ადუღეთ.
ამოსახველებელი – მრავალძარღვას ნახარშები და ვაჟინები (სიროპი) ნახველს ათხიერებს და მისგან ბრონქებს წმენდს. მრავალძარღვას ვაჟინსა და ნაყენს მშრალი ხველის, ყელის ტკივილისა და გართულებული ყლაპვის დროსაც იყენებენ. ის ეფექტურად სპობს ანთებას, დაავადების გამომწვევ ბაქტერიებსა და ვირუსებს.
მრავალძარღვას ფოთლებისგან ამზადებენ ნახარშს, ნაყენს. 30 გრამ მშრალ, დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა წყალი. მიიღეთ 1-2 სადილის კოვზი, როგორც ამოსახველებელი საშუალება ბრონქიტების, ყივანახველის, ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზის დროს.
ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს: 1 სადილის კოვზ მრავალძარღვას გამხმარი ფოთლები ჩაყარეთ ემალის ჭურჭელში, 10 წუთით შედგით ნელ ცეცხლზე. ერთი დღე-ღამე გააჩერეთ თბილ ადგილას (შეგიძლიათ, თბილად შეახვიოთ), გაწურეთ და მიიღეთ 1 სადილის კოვზი ნახარში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
ასთმის, პლევრიტის, ხველების, ყივანახველის დროს: 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ. 1 საათის შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა ნაყენი დღის განმავლობაში, ყლუპ-ყლუპობით.
მრავალძარღვას ნახარშები და ნაყენები, ასევე, გამოიყენება ძილისმომგვრელ საშუალებად. ამშვიდებს ნერვულ სისტემას, მომატებულ აღგზნებადობას, კურნავს ნევროზების მსუბუქ ფორმებსა და სხვა სახის ნერვულ აშლილობას.
მაღალი არტერიული წნევის დროს: 20 გრამ დაქუცმაცებულ გამხმარ ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა არაყი და 14 დღე გააჩერეთ ბნელ ადგილას. შემდეგ გაწურეთ და მჭიდროდ თავდახურული შეინახეთ მაცივარში. რეკომენდებულია 30 წვეთი ნაყენის მიღება დღეში 3-ჯერ.
იმის გამო, რომ მცენარე დიდი რაოდენობით აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს, მის გამოყენებას სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. თუ გარეგანად მისი ფოთლებისა და წვენის გამოყენება აბსოლუტურად ყველას შეუძლია, შინაგანად ამას ყველა ვერ გააკეთებს – მრავალძარღვას შინაგანი მიღება უკუნაჩვენებია:
ა) თრომბის წარმოქმნისა და სისხლის შედედების მომატებული მიდრეკილებისას;
ბ) კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობისა და წყლულის გამწვავებისას;
გ) ინდივიდუალური აუტანლობისა და ალერგიის დროს.скачать dle 11.3