კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 რამდენი ავტომანქანა ჰყავს, ბინა და მიწის ნაკვეთი აქვს კომუნიკაციების კომისიის წევრ გიორგი ფრუიძის ოჯახს და როგორ გადაიხადა საბანკო მომსახურებაში მისმა მეუღლემ ერთ წელიწადში 113 000 ლარი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე 1968 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში მიიღო (1985-1992 წლებში) და სპეციალობით, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსია, 2002-2004 წლებში კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა და ფინანსებსა და საბანკო საქმეში მოიპოვა მაგისტრის ხარისხი. გიორგი ფრუიძის სამუშაო გამოცდილება 1993 წელს დაიწყო „საქგვირაბმშენში“, სადაც 1994 წლამდე მუშაობდა საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინრად; 1994-1996 წლებში კი – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სამშენებლო სამმართველოს ინჟინრად. 1996-2001 წლებში თბილისის მერიაში მუშაობდა, სულ ბოლოს, ქალაქის გარე იერსახეზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსად. 2001 წელს საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად დაინიშნა. 2001-2003 წლებში იყო საქართველოს ქონების მართვის მინისტრის პირველი მოადგილე, 2003-2004 წლებში –  საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 2004–2009 წლებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად დანიშნეს და იმავე თანამდებობაზეა 2015 წლიდან დღემდე.
გიორგი ფრუიძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2001 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც ქონების მართვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე ნათია ლაზაშვილი და 1995 წელს დაბადებული შვილი ლევანი. იმხანად ოჯახის ერთადერთი უძრავი ქონება 20 000 აშშ დოლარად ღირებული ბინა თბილისში, არსენას ქუჩაზე, გიორგი ფრუიძის საკუთრება იყო. რაც შეეხება შემოსავლებს: გიორგი ფრუიძემ, როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ, 1 805 ლარი აიღო, ნათია ლაზაშვილმა, როგორც „კურიერის“ წამყვანმა, 6 000 ლარი.
გიორგი ფრუიძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც კომუნიკაციების კომისიის წევრმა. უცვლელია მისი ოჯახის წევრთა რაოდენობა, თუმცა ცვლილებებია ქონების მხრივ. გიორგი ფრუიძის საკუთრებაა ზემონახსენები ბინა თბილისში, არსენას ქუჩაზე (180 კვ. მ.), ასევე, არასაცხოვრებელი ფართი არსენას ქუჩაზე (14 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი მცხეთაში (540 კვ. მ.), ნათია ლაზაშვილის კი – მიწის ნაკვეთი საგურამოში (1 000 კვ.მ.). ამას გარდა, ნათია ლაზაშვილს ჰყავს ორი ავტომანქანა: 2004 წლის BMW (13 000 აშშ დოლარი) და 2016 წლის TOYOTA C-HR (24 000 აშშ დოლარი). სამაგიეროდ, გიორგი ფრუიძე ანაბარზე ინახავს 16 550 ლარს. დეკლარაციის შევსების მომენტში კი, ნაღდ ფულად, ნათია ლაზაშვილს 10 000 აშშ დოლარი ჰქონდა, გიორგი ფრუიძეს – 20 000 ლარი.
რაც შეეხება შემოსავლებს: ნათია ლაზაშვილმა, როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პროექტებისა და ღონისძიებების სამსახურის უფროსმა, 77 500 ლარი აიღო, გიორგი ფრუიძენ კი, როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, 233 988 ლარი. იმავე წელს ნათია ლაზაშვილს სესხების მომსახურება 113 000 ლარი დაუჯდა.
скачать dle 11.3