კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 გულშევარდნილები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ფლობის მსურველები


„ნატოს“ მორიგი სამიტის მოახლოებასთან ერთად, იზრდება აშშ-ის იმ კვლევითი ცენტრების ოდენობაც, რომლებიც ლამისაა ერთმანეთს ეჯიბრებიან იმის მტკიცებაში, რომ საქართველო, როგორც არავინ,  იმსახურებს „ნატოს“, ამიტომაც ყოველგვარი ფორმალური პროცედურების გარეშე უნდა გაგვაწევრიანონ და თვით „ნატოს“ დებულებაც უნდა შეცვალონ, რათა არც ტერიტორიული მთლიანობა დაწვან და არც ჩვენი სეპარატისტული რეგიონები.
ასე მაგალითად, Heritage Foundation-ის რეკომენდაციას (იმის დასაბუთებას, თუ რატომ გვეკუთვნის „ნატოელობა“ ურიგოდ და უპროცედუროდ) Brookings Institution-ის კვლევა მოჰყვა, მას კი Carnegie Center-ისა.
თუმცა ამ კვლევითი ცენტრების რეკომენდაციების მთავარი თემა საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანების აუცილებლობაა, მუზა მაინც ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებია.
განსაკუთრებით, ის, რომ თურქეთი ლამისაა აშკარად დაუპირისპირდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, არადა სწორედ თურქეთია „ნატოს“ მთავარი საყრდენი ახლო აღმოსავლეთში.
მართალია, ჩვენ ზომითა და წონით თურქეთს ვერ შევედრებით, სამაგიეროდ, ადგილმდებარეობა გვაქვს შესაშური, ამდენად, ბუნებრივია, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ჩვენი ფლობის სურვილი  უფრო და უფრო უმძაფრდებათ.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენ არაფერსაც არ ვაკეთებთ (იმას გარდა, რომ არც ვაშავებთ, ანუ არ ვაქტიურობთ), მოვლენები კი, საქმეს ისეთი პირი უჩანს, მაინც საჩვენოდ ლაგდება, ვითომ ნაცარქექიას გაღვიძების დრო მოვიდა?! –

скачать dle 11.3