კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 რატომ ვერ მოახერხა თამო ვაშალომიძის საქმრომ შვილის დაბადებაზე დასწრება და რატომაა ის დღემდე შოკირებული

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

10 თებერვალს თამო ვაშალომიძე პატარა სოფიას დედა გახდა, რომელმაც თავისი დაბადებით დედიკოსა და მამიკოს დიდი სიხარული მოუტანა. როგორც თამო ამბობს, სოფია წყნარი და მშვიდი ბავშვია. მე „თბილისელების” სახელით თამოს კიდევ ერთხელ ვულოცავ შვილის დაბადებას: ჯანმრთელობას, წარმატებულ და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ.
თამო ვაშალომიძე:
ჯერჯერობით ბოლომდე არ მაქვს გაცნობიერებული, რა მოხდა. შევიგრძნობ მის სურნელს, ვუყურებ მის რეაქციებს, თვალებს, სულ ჩემკენ რომ აქვს მომართული. ერთ დღეში ძნელია, ეს ყველაფერი ბოლომდე შეიგრძნო (ინტერვიუ ჩაწერილია 14 თებერვალს-ავტორი). გუშინ გამოგვწერეს სამშობიაროდან, დღეს გარეთ მომიწია გასვლა და იმდენჯერ დავრეკე: როგორ არის, საწოვარა ხომ არ გადმოუვარდა, ხომ არ შია, პამპერსი უნახეთ, დამანახვეთ. არ მინდა, პანიკიორი დედა ვიყო, მაგრამ სხვანაირად არ გამომდის.
– როგორი გოგონაა სოფია?
– ძალიან წყნარი, მშვიდი. უმიზეზოდ არ ტირის. თუ ტირის, ან შია, ან გაზები აწუხებს. ძალიან, ძალიან საყვარელია და ტკბილია.
– ფიზიოლოგიურად იმშობიარე?
– კი. ბოლო ექოსკოპიაზე რომ ვიყავი, მითხრეს, 15-მდე უნდა ელოდოო. 10 თებერვალს ჩემს ექიმთან ვიყავი კონსულტაციაზე, მითხრა: საშვილოსნოს ყელი უკვე გახსნილია და ხვალ, ალბათ, უკვე დაგეწყება მშობიარობაო. წამოვედი. სალონში წავედი, თმა გავიკეთე. ვიფიქრე, ავტორუჯსაც გავიკეთებ, რომ ლამაზად ვიყო-მეთქი და დამეწყო ტკივილები. არ მეგონა, თუ მშობიარობა მეწყებოდა. საშინელ საცობში მოვხვდი მანქანით, იქ სასწრაფოც ვერ გაივლიდა. საჭესთან ვიჯექი და საშინელი ტკივილები დამეწყო. დაქალი მეჯდა გვერდით. ვუთხარი: არ დაგეწყოს ახლა პანიკა, მე ვცდილობ, არ დავპანიკდე-მეთქი. თავიდან მეგონა, მოვლითი ტკივილები მქონდა და მერე, როცა გაუჩერებლად ამტკივდა, ცოტა შემეშინდა. ასე, უცებ თუ დამეწყებოდა მშობიარობა, არ მეგონა. „პროწივზე” ვიარე, რომ სახლამდე მივსულიყავი. ალბათ, იმდენი ჯარიმა მომივა... ღვედი მოვიხსენი, უკვე აღარ შემეძლო... სახლში მივედი, გავაჩერე მანქანა, დავურეკე სასწრაფოს: მშობიარობა მეწყება-მეთქი. როგორც კი სასწრფოს მანქანაში ჩავჯექი, მაშინვე დავღვარე წყლები. „ჩაჩავაში” მიმიყვანეს 2 საათზე და 3-ის 20 წუთზე გაჩნდა ჩვენი გოგონა.
– გაუტკივარების გაკეთებასაც არ აპირებდი და ალბათ, ვერც მოასწარი.
– არა, არაფერი გამიკეთებია. არც მინდოდა და ვერც მოვასწრებდი. ბოლო წუთებია საშინელება, მაგრამ უნიკალური ექიმი მყავდა – ნუკრი, ასევე, ექთნები, ბებიაქალი და ყველაფერს ვუჯერებდი მათ. არც ნაკერები მაქვს და არც არაფერი. თან, მეგონა, ბავშვი იყო 3,500 კილოგრამი და 4,100 დაიბადა. დიდი გოგო იყო უკვე. სიგრძეში – 51 სანტიმეტრი. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ გოგო კი არის, მაგრამ ვარდისფერი ტანსაცმელები არ მიყიდია. უფრო თეთრები ვუყიდე – ბოდეები, წინდები, „ენ” რაოდენობით. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჩემი ნაყიდი არაფერი ჩაეტია, რაც აჩუქეს, ჭრელა-ჭრულები და დიდი ზომის ისინი მოერგო. დღეს გავვარდი და ვუყიდე რაღაცები ჩემი გემოვნებით. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დამთავრდა და ყველას ამას ვუსურვებ. 3 საათში უკვე ავდექი და დავდიოდი.
– ვინმე დაესწრო მშობიარობას?
– არა, იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი, ვერავინ მოასწრო. სადედამთილო საგურამოში იყო. ჩემმა დაქალმა დაურეკა და მცხეთას არ იყვნენ გამოცდენილი, რომ ვიმშობიარე.
– მამა არ იყო საქართველოში?
– არა, გუშინ ჩამოფრინდა. რადგან დაუგეგმავად მოხდა ყველაფერი. ვინც მნახა, ყველა მეუბნებოდა: შენ ორი კვირა კიდევ ვერ გააჩენო. 14 თებერვალს უნდა ჩამოფრენილიყო და გუშინ ჩამოფრინდა. რომ ვიმშობიარე, ფოტო გადავუგზავნე და ვეუბნები: შენი გოგო მამაილაა: თვალებით, წარბებით სულ შენ გგავს-მეთქი. ასეთი დიდი ლოყები, მე მქონდა ბავშვობაში. კი, მითხრა, რატომ არ გამაგებინეო, მაგრამ მაშინ საერთოდ ვერაფერზე ვფიქრობდი, მშობიარობის გარდა, არაფერი მაინტერესებდა.
– როგორი იყო პირველი ემოცია, როდესაც დაინახე?
– წარმოდგენილი არასდროს მყოლია. თუმცა, ვიცოდი, რომ ლამაზი ბავშვი იქნებოდა. არც მე და არც მამიკო არ ვართ ულამაზოები. ვიცოდი, ასევე, რომ თეთრი ბავშვი იქნებოდა და მართლაც ასეა. რომ დავინახე, პირველი რეაქცია მის სიდიდეზე მქონდა: ამხელა სად იჯექი-მეთქი. მკერდზე რომ დამაწვინეს, ისე იყურებოდა, ბევრი არც უტირია. პატარა ტუჩებით ეძებდა ძუძუს. რომ მეკითხებიან: რამე შეიცვალაო, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, გარეთ რომ გავდივარ, ერთი სული მაქვს, სახლში მოვიდე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დამხმარეც, დედა, მეგობრები, სადედამთილო, მული, ყველა გვერდში მიდგას, სულ მინდა, რომ მე მივხედო.
– მასთან ურთიერთობისას თავიდან სირთულეები თუ გქონდა?
– ძუძუზე მყავს და ერთი თვე, ალბათ, კიდევ მეყოლება. ნელ-ნელა ვეჩვევი. ოთახში უკვე სამნი ვართ. მაგრამ, მინდა, მე მივაქციო ყურადღება. წეღანაც ვთქვი, არ მინდა, პანიკიორი დედა ვიყო-მეთქი, მაგრამ ასეთი გამოვდივარ. მეშინია, ცუდად არ აღებინოს, თავი სწორად ეჭიროს და ასე შემდეგ. ყველას უნდა, რომ დამეხმაროს, მაგრამ მე მინდა, თავად გავუკეთო ყველაფერი.
– ახალ ბინაში მიიყვანე?
– კი და ჩემს პრინცესას პრინცესას ოთახი დავახვედრე. ცოტა დიდია მისი საწოლი, მაგრამ  არ მინდოდა, პატარა გაეკეთებინათ.
– პრინცესასავით აპირებ მის გაზრდას?
– ვაპირებ გავათამამო. გავუკეთებ ყველაფერს, რაც სჭირდება. მაგრამ, არ მინდა, თავში ჰქონდეს ავარდნილი. მკაცრი დედა იმაზე მეტად არ უნდა იყო, ვიდრე იმსახურებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რაღაცები არ შეუზღუდო, შენიშვნა არ მისცე. საზოგადოების ყველა ფენასთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. რომ ვუყურებ ცნობილი ადამიანების ბავშვებს, მეეზოვე  რომ გაივლის და ცუდად შეჰხედავენ ხოლმე, მე არ მინდა, ასეთი შვილი მყავდეს. ასე არ შეიძლება, ეს მშობლებზეა დამოკიდებული. მინდა, ძლიერი იყოს და დამოუკიდებელი.
– რატომ დაარქვი სოფია?
– სახელზე დიდი ხანი ვფიქრობდი. თან, მამამისმა მომცა თავისუფლება, ასპარეზი: რაც გინდა, ის დაარქვიო. იმდენი ვიფიქრე, ბევრი სახელი ვერ აღვიქვი და ბოლოს სოფია დავარქვი. თან წმიდა სოფიაც არსებობს. ისეთი სახელია, დიდ ასაკშიც როცა იმუშავებს, არ დაუმახინჯებენ. უცხოეთშიც რომ წავა სასწავლებლად, დაძახება არ გაუჭირდებათ. მოკლედ, ამაზეც კი ვიფიქრე.
– მამიკომ არ გაგიკეთათ საჩუქარი?
– სიყვარულის დღეა დღეს და რაღაც, დილიდან არ ჩანს. იქიდან ჩამოუტანა ბევრი საჩუქარი. შოკში იყო, ისეთი მოულოდნელი იყო მისთვის.
– ჯერ არ აპირებ ბავშვის ფოტოების საჯაროდ გამოჩენას?
– ჯერ არა. მინდა, მშვიდად და წყნარად ვიყოთ. გავიზარდოთ, მოვძლიერდეთ. მოვნათლო კიდეც და მერე გამოვაჩენ.

скачать dle 11.3