კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 როდის დატოვებს პაატა თედიაშვილი ქალს საწოლში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ვინ ემუქრებოდა მას ცემით, ხეზე დაკიდებითა და ჩამოტყავებით

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ცოტა ხნის წინ პაატა თედიაშვილმა ვაცხნილობა შეიცვალა და მომავალში უკვე ახალი იმიჯითა და ახალი სიმღერით წარდგება მაყურებლის წინაშე. როგორც თავად ამბობს: რეპერტუარის შეცვლამ იმიჯში ცვლილებების შეტანაც მოითხოვა.
პაატა თედიაშვილი:
დაწყებული მაქვს ახალი სიმღერის არანჟირება. მოსამზადებელი ეტაპი კი, ნევროტულობასთან არის დაკავშირებული. შემოქმედებით წვას რომ ეძახიან, ის პერიოდია. ამიტომ, საკმაოდ ემოციური მომენტია და თავისთავად, ნევროტულობაც ახასიათებს – ფიქრობ ოჯახზე, იმაზე, როგორ მიიღებს საზოგადოება. ეს ხომ ერთგვარი ბიზნესია, მატერიალური დანახარჯი, რომელიც სტუდიაში მიდის. გინდა, რომ ის ამოიღო, მოგებაზე არ არის ლაპარაკი. საბოლოოდ, სასიამოვნო ნევროტულობას დავარქმევდი მე ამას.
– ასეთ დროს ადვილად ღიზიანდები, ადვილად გეშლება ნერვები?
– თუ ჩართული ვარ და ამ დროს ოჯახში საყოფაცხოვრებო საკითხზეა ლაპარაკი, ძალიან განვიცდი, რადგან ვერ ვპასუხობ. ისინიც ნერვიულობენ: რომ გესაუბრებით, პასუხს რატომ არ გვცემო. არადა ამ დროს მე იქით ვარ.
– საერთოდ ჩართული ხარ საყოფაცხოვრებო საკითხებში?
– ძალიან ცუდად. შეიძლება, ლურსმანი იყოს მისაჭედებელი, მაგრამ  ვერ მივაჭედო ან დამავიწყდეს. სამაგიეროდ, შემიძლია, ყოველდღე სტუდიაში ვიარო და ვაკეთო საქმე – ეს უფრო მსიამოვნებს. სამზარეულო კი ჩემთვის თერაპიაა. განსაკუთრებით ხორცეულის დამუშავება მიყვარს და როცა ოჯახში ხორცია, ბედნიერი ვარ. ისეთივე განცდები მაქვს, როგორც სიმღერის წერისას. არასდროს ვამზადებ რეცეპტით. ხელით, თვალითა და ყნოსვით ვგრძნობ. ახალ წელს ყველაფერს ვაკეთებ: საცივს, ხაჭაპურს, რადგან დედას ისე აღარ შეუძლია და ჩემი დაც დაკავებულია ხოლმე. ოჯახის წევრების დაბადების დღეებზე, ყოველთვის ვამზადებ. ეს ერთგვარი პატივისცემაა ქალბატონების მიმართ. თუ მსგავსი ღონისძიებაა ჩვენს ოჯახში, არასდროს ვარქმევთ დაბადების დღეს, რათა უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეს ის, ვისაც ვიწვევთ. ვეუბნებით: მობრძანდით. ზედმეტი მოვალეობების გამო შეიძლება, თავი შეიკავონ, არ მოვიდნენ. მეც აღმოვჩენილვარ ასეთ სიტუაციაში.
– ხშირად კაცს ცოლი რომ მოჰყავს, ივიწყებს თავის კულინარიულ ნიჭს.
– როცა მილორავაზე ვცხოვრობდი, ჩემი დიასახლისი ამბობდა: არ აჩვენო მეუღლეს რომ ამზადებ, თორემ ის აღარასდროს გააკეთებს, ფეხს ფეხზე გადაიდებსო. თუმცა, შეიძლება, ისიც გურმანი იყოს, უყვარდეს სამზარეულოში ექსპერიმენტები. ისედაც ბევრი მოვალეობა აქვს ქალბატონს ოჯახში: ბავშვის გაჩენა, მოვლა, საკუთარი პროფესია. მეგობრული დამოკიდებულებით ხან სამზარეულოში ვიქნებით, ხან „ვანას” ჩავხეხავთ და ხან კი, ბავშვს გამოვუცვლით პამპერსს. მთელი სამყარო უკვე სხვა რელსებზე გადავიდა.
– ბევრი ვერ გადავიდა სხვა რელსებზე, შენ შეძელი ეს.
– ხომ ხედავთ, რა მოვახდინე. „მერწყული” ვარ და შემოქმედებითად ძალიან არაპროგნოზირებადი. რომ ვამბობ „მერწყული“ ვარ-მეთქი, ეშინიათ. ასე წერია: „მერწყული“ შეიძლება, შეყვარებულის საწოლიდან ადგეს და წავიდეს ისე, რომ არც აუხსნას, რატომ წავიდაო. ერთმა ნიუანსმაც შეიძლება, გააფუჭოს საღამო.
– გქონია ასეთ მომენტი, ამდგარხარ საწოლიდან და წამოსულხარ?
– მქონია. ჩვენ ხომ ზრდასრული ადამიანები ვართ. ურთიერთობას რომ ვიწყებთ, არ ვიცით: რა გვიხარია, რა მოგვწონს, რა გვწყინს. როცა იგრძნობ, რომ რაღაც შეგნებულად კეთდება, გული გწყდება და ახსნას უკვე აღარ აქვს აზრი.  დამატებითი განმარტება განვლილი ეტაპის ცუდ მომენტებს გაგვახსენებს. „მერწყულებს“ კარგი ინტუიცია გვაქვს და ზუსტად ვგრძნობთ, როდის უნდა წავიდეთ. როცა მივდივარ, მერე ამას არასდროს ვნანობ, ისინი ნანობენ ხოლმე.
– დაბრუნებაც გამორიცხულია?
– ის, რომ სარეცელი გაიზიარო მასთან ერთად, გამორიცხულია. მაგრამ, თუ დასაკარგად არ გემეტება ან პროფესია გაკავშირებს, შეიძლება, ურთიერთობა შეინარჩუნო.
– რა შეიძლება, გახდეს ამ ყველაფრის მიზეზი, ანუ საყვარელი ქალი რომ ასე დატოვო და არ გაიყო მასთან სარეცელი?
– მაგალითად, უპატივცემულობა შენი ოჯახის წევრების მიმართ. შენ როგორიც ხარ მის მიმართ, ისიც ისეთივე უნდა იყოს შენთან დამოკიდებულებაში. არსებობს რაღაც ეტაპები, სადაც აკადემიზმი თავისას მოითხოვს. ასევე, უნდა იყოს დაცული ჰიგიენის ნორმები და არ მიყვარს წუწურაქი ადამიანები. ასეთი გამონათქვამია – ცოლს ერთი ჯიბე კაცის უჩუმრად უნდა ჰქონდესო. რატომაა ასე? ხომ ერთი ოჯახია, ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს. დღეს ყველაფერი გამჭვირვალეა, საპატრულოსაც კი მინის შუშები აქვს. ოჯახის წევრებიც ასეთი გამჭვირვალეები უნდა იყვნენ ერთმანეთის მიმართ, თორემ, იმას კი არ ვამბობ, საძინებელში შუშაბანდი უნდა იყოს და მეზობელი გიცქერდეს. არსებობს „გლეხური მეშჩანიზმი“, რომელიც დამღუპველია როგორც კაცისთვის, ასევე ქალისთვის.  პროვინციიდან ვარ და ეს მომენტები კარგად ვიცი. ჩვენი ანსამბლი გვაქვს, რაც ოჯახის ბიზნესია. ყოველთვიურად მშობელმა უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური. რომ მოდის ქალბატონი „ნორკის შუბით,” ოქროებასხმული და 5 ლარზე გეწუწუნება, უხერხულად ვგრძნობ თავს და მინდა, ვუთხრა: იმისთვის, რომ მესწავლა, მეცეკვა, ჩემმა მშობელმა ყველაფერი შემოიძარცვა-მეთქი. სწორედ ეს არის „გლეხური მეშჩანიზმი“ – იმდენად ამპარტავანია, რომ გაჩვენებს: არ მიჭირს, მაგრამ შენი შრომა არაფრად მიღირსო.
– როგორ იქცევი ასეთ დროს?
– დედას ეხება მატერიალური საკითხები. ის აგვარებს ყველაფერს. როგორც ჩვენ გაგვზარდა, იგივეს ითხოვს დედა იმ ბავშვებისგანაც. მათ ძალიან ბევრ რამეს ასწავლის.
– დედაზე საოცარი სითბოთი ლაპარაკობ, შენთვის ქალის იდეალია?
– ეს არის ადამიანი, რომელსაც არასდროს მივუტოვებივართ, ერთი ღამე არ გაუთენებია ჩვენ გარეშე. ის დაცვის სამსახურიცაა, შრომა-გასწორების კოლონიაც და ყველაფერი. ხშირად გააღებდა ხოლმე კარადას და რომ დაინახავდა, ჩვენი ტანისამოსი არ იყო მოწესრიგებული, გადმოაწყობდა და გვეტყოდა: დაალაგეთო. მაშინ ეს გვწყინდა, მაგრამ ახლა ვხვდებით, რომ კარგი იყო. ვალდებულებას ვგრძნობდით. რომ შევჭამდით, ჩვენი თეფში უნდა გაგვერეცხა. მიგვაჩვია მარტოობას და ის, რომ მარტომ უნდა ვიცხოვროთ რაღაც გარკვეულ სივრცეში, აღარაა პრობლემა. ძალიან მკაცრი იყო, მომთხოვნი. სულ გვთხოვდა, რომ არ მოგვეტყუებინა. ხშირად გვაწერინებდა ახსნა-განმარტებას, ხელწერილებს ვდებდით: ამას კიდევ თუ გავაკეთებ, ჩამაბარეთ ინტერნატშიო. ისე მეშინოდა ინტერნატის...
– როცა მამაკაცებს დედა იდეალად ჰყავთ დასახული, შემდეგ მომავალ მეუღლეშიც მის თვისებებს ეძებენ.
– დედა გვარით იაშვილია, თავადები იყვნენ და ძალიან მორალისტია. მისი ტრადიციებთან შეჭიდულობა განსაზღვრავს იმას, რომ სულ ზნეობას და მორალს გვიკითხავს. ჩემი რეპერტუარის გამო, შვილი ვარ და სახლიდან ვერ გამომაგდებს, მაგრამ სულ მეუბნება: კარგი, აღარ გინდა, გეყოფა. ბავშვობიდან თავისუფალი ადამიანი ვიყავი. ჩემი გაფრენები, სამყარო მქონდა. მიყვარდა, სოფელში რომ მივდიოდი. იქ ისეთი თავაშვებული ვიყავი, ვეღარ მიჭერდნენ – სოფლის ამღები და ამკლები ვიყავი. შემდეგ, მუშაობა რომ დავიწყე, კითხულობდნენ: ეს ადამიანად ჩამოყალიბდაო? დედა სხვა ეპოქის, სხვა გვარიშვილია და რაღაცებს ვერ ეგუება. მისთვის ქალის პატიოსნება მთავარია.
– ქალიშვილი რომ არ იყოს, ვინც შეგიყვარდება?
– არა, ასეც რომ იყოს, ეს არ უნდა ითქვას, რადგან ძალიან განიცდის. მე იმდენად ვუყვარვარ, საშინელება რომ ჩავიდინო, სერიული მკვლელიც რომ გავხდე, მაინც გვერდში დამიდგება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვიცი, რომ დაიტანჯება და ამ ტანჯვის გამო შეიძლება, აკრძალოს ჭამა, წყლის დალევა. ასეთია. თუ შემიყვარდება, ალბათ, მიიღებს, მაგრამ გაუჭირდება, მისთვის დიდი ტვირთი იქნება... ყურადღებას აქცევს – სუფრასთან როგორ დაჯდება. თუ კიბეზე მას გაასწრებს, ეს უკვე დანაშაულია. პირველად ის უნდა დაჯდეს სუფრასთან, პირველი კერძი მას უნდა მიართვა. თავისი ჭიქა, ლამბაქი აქვს – ყველაფერი საკუთარი. მე ეს მომენტი მომწონს. მქონდა მომენტები, როცა რამდენიმე გოგონა გავაცანი. დედა უცბად უღებს ალღოს და მერე მისი პროგნოზები გამართლებულა. მას მოსწონს ტრადიციული გოგონები, თითქოს იდეალურს ეძებს.
– შენც იდეალურს ეძებ?
– არა. შემოქმედებითი უნდა იყოს. არ შემიძლია და არასდროს შემიყვარდება, სამზარეულოში რომ იყოს მუდმივად და მუხლებზე დაჩოქილი ხეხავდეს იატაკს. ძლიერი უნდა იყოს და იმის უნარი ჰქონდეს, თუ რაღაც მოხდა, შეძლოს მდგომარეობის გამოსწორება. როცა ადამიანს თავისი საქმე აქვს და ცოლად რომ მოიყვან, საწოლთან დააბამ, ესე იგი, ერთგვარი ტირანი და დამნაშავე ხარ. წინასწარ, რაღაცის გამო დავიძაბო – ისეთი ქალი უნდა მყავდეს, ფარდა არ გადაწიოს, რომ მეზობლის მამაკაცს არ დაენახვოსო, ასეთი სათამაშო არ მინდა. ასეთი გასაბერი ქალებიც არსებობს. შეგიძლია სექსშოპში იყიდო, გაბერო და მერე ჰაერი გამოუშვა. თუ ქალი არ აზროვნებს, არ იქნება ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არ განავითარებს თავის ოჯახს, მაშინ ერთადერთი ეს არის და მამაკაცებს შეუძლიათ, იყიდონ, არც თუ ისე ძვირია. ტაშ-ფანდურა იყოს, უქროდეს. რაღაცებს კი ერთად გავივლით, ვისწავლით.
–   დიდი გამოხმაურება გამოიწვია ბოლო სიმღერამ – „მუსიკალური გველი“...
– კილტის თემამ სალანძღავი რეცენზიები მოიტანა. ერთი ქალბატონი წერდა: უნდა დაკიდო ხეზე, ჩამოატყაო და სისხლის ბოლო წვეთამდე უნდა ეკიდოსო. შევედი მის „ფეისბუქგვერდზე”, ჰყავს სამი ვაჟი, შვილიშვილების გარემოცვაშია. ერთი ფოტო უდევს – პირში აქვს ჭიქა ღვინით სავსე, „შპაგატში” ზის და ასე იღებს ჭიქას. რამდენჯერ ექნება შარვალი გარღვეული და თეთრი ძაფით გაკერილი, ხომ წარმოგიდგენია. მიმიტანია ხოლმე კლავიატურასთან ხელი, მინდა, რაღაც დავწერო და მერე ვფიქრობ: დედის ტოლია და აღარ ვწერ. ან, ჩემი თანატოლი გოგოა, წერს რაღაც საშინელებას. შეხვალ მის გვერდზე და ისეთი ტიპის ადამიანია, ის არ უნდა წერდეს ამას. ერთადერთი, უნდა იზრუნოს საკუთარ ჰიგიენაზე. სახლში კარის სახელური რომ ჭუჭყით აქვს გაზინტლული, ის მაინც გაწმინდოს.
– პედანტი ხარ?
– ვარ. რამდენადაც გახსნილი და აშვებული ვარ, უცბად მერთვება თვითგადარჩენის ინსტიქტი: აქ უნდა დამთავრდეს და ნორმაში გაგრძლედეს ცხოვრება. როგორ შეიძლება, სამზარეულო ან სააბაზონო არ იყოს წესრიგში. ადამიანის ცხოვრება პირადი ჰიგიენით იწყება და ამით შეიცნობს ყველაფერს, იწყებს ურთიერთობას.
– სიმღერას დავუბრუნდეთ. ამბობენ, რომ ზოგი და მათ შორის „ქართული მარშის“ წევრები, ცემითაც დაგემუქრნენ.
– იყო ცემის მუქარა, თუმცა, ვინ იყვნენ ისინი, არ ვიცი. განსაკუთრებით, კილტზე გაამახვილეს ყურადღება. რითაა შოტლანდიელი ჩვენზე ნაკლები, რომელსაც კილტი აცვია და მთელი ცხოვრება იბრძოდა. ქართველებს მუდმვად გვაქვს უპირატესობის შეგრძნება მთელი მსოფლიოს წინაშე. ქართველი ქალია ყველაზე კარგი და იმავდროულად, მივჩერებივართ ჰოლივუდის მსახიობებს, ამერიკულ, რუსულ ესტრადას. ვერ ვხვდები ამას. ქართველ კაცს ურჩევნია, ცოლად მოკლეფეხება ქალი ჰყავდეს, ულვაშებით, მაგრამ ქართველი ქალი ერქვას  და თან, დონეცკებში ეტრფოდეს შხვართალა და ქერა ქალებს. საკუთარი მეუღლე თუ მიხედავს თავს, ეს ცუდ ტონად აღიქმება. წარმომიდგენია, ანჯელინას ქართველი კაცი რომ დაიჭერს, რას უზამს ყოფაში, ანჯელინა კი არა ჯონჯოლიც აღარ დარჩება... სიმღერის პრემიერაზე ახალგაზრდებს საგზაო ნიშნებიანი მაისურები ეცვათ. ჩვენ ამ საგზაო ნიშნებით გვზრდიან, მუდმივად აკრძალვები გვაქვს, ცხოვრება გვაჯარიმებს, მაგრამ მაინც მივდივართ. ამაზე არავის გაუმახვილებია ყურადღება და გული გწყდება. თუმცა, „სიყვარულის არმია“ უცებ გასკდა, „მუსიკალური გველი“ კი, ნელ-ნელა აკეთებს თავის საქმეს.
скачать dle 11.3