კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 რატომ ემუქრებოდნენ ირაკლი ოქრუაშვილის მხარდამჭერები ნინო ნადირაძე-კუზანოვას და რატომაა მისთვის გუგა კუზანოვის ცოლობა რთული

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

ყოველთვის და ყველგან გამოირჩევა გარეგნობით, სტილით, პროფესიონალიზმითა და ხასიათით. არ უყვარს „პოზების“ მორგება და ისეთია, როგორიც არის. თუმცა, არც თუ ისე იშვიათად, გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, ვისაც მისი პირდაპირობა და გულახდილობა აღიზიანებთ.
ნინო ნადირაძე:
რაც არ უნდა დავწერო ჩემი „ფეისბუქის“ გვერდზე, ან რა ფოტოც არ უნდა დავდო, აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, კრიტიკის ქარ-ცეცხლში რომ გამატარებენ. მათი საყვარელი ფრაზაა – „ნეტა, ამას რა ენაღვლება“. ჩვენი უბედურება ისაა, რომ ყოველთვის სხვისი ცხოვრება გვეჩვენება უკეთესი და მარტივი. იმის ნაცვლად, საკუთარი თავის განვითარებას დაუთმონ დრო, სხვისი ცხოვრებით არიან მოცულნი. ამ პროცესში საკუთარი ცხოვრება ისე ჩაუვლით გვერდით, ვერც იგებენ. მერე უკვირთ, რატომ არ აქვთ ყველაფერი ისე, როგორც სხვას. ყველას ის ცხოვრება აქვს, რაც თავად შექმნა. გენიოსები ძალიან იშვიათად იბადებიან და იმათაც კი, ძალიან ბევრი შრომა უწევთ თავიანთი გენიალურობის გამოსავლენად. მოდი, სანამ სხვას გაკიცხავენ და სხვისი ცხოვრება მოეჩვენებათ მურაბად, ჯერ საკუთარით დაკავდნენ. კარგი იქნება, თვითკრიტიკის ელემენტარული მარცვალი მაინც გააჩნდეთ, როცა სხვას მიწასთან ასწორებენ.
– თქვენი კრიტიკის მიზეზი რა არის ხოლმე?
– სავარაუდოდ, იმიტომ მაკრიტიკებენ, რომ არ დავდივარ თმაგაწეწილი, არ ვკივი, არ ვწივი და არ მაქვს განადგურებული სახე. თუმცა, დღის ბოლოს რომ შემომხედოთ, მეც შეგეცოდებით. მაგრამ ის, რომ ვცდილობ, კამერის წინ უკეთ გამოვიყურებოდე, ვიდრე დღის განმავლობაში ვარ, გასაკვირი არ მგონია. რატომ სჭირდება ვიღაცას ჩემი დაღლილი და გაწამებული სახე? რატომ უნდა მოვახვიო სხვას ჩემი ცხოვრების სირთულეები?! საცოდავ პოზაში ყოფნა ჩემი ჰობი არ არის.
– არ გაქვთ მატერიალური პრობლემები, მშვენიერი გარეგნობა გაქვთ, რეალიზებული და წარმატებული ხართ. რატომ უნდა გაუჭირდეს ვინმეს თქვენს ადგილას ყოფნა?
– ძალიან რთულია, ყოველთვის გამადიდებელი შუშის ქვეშ ცხოვრება. ზოგი ზედმეტად სამზარეულოშიც არ შეგახედებს და ჩემს ცხოვრებაში ყველას ცხვირი აქვს ჩაყოფილი, იმის მიუხედავად, მიცნობენ თუ არა. მარტივი არაა, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა და გადაცდომებისგან თავდაცვა. გამუდმებით ფორსმაჟორულ სიტუაციაში მიწევს ყოფნა. ზედმეტი არ წამოგცდეს, ზედმეტად არ გაიხედო, არ გაიღიმო ან არ იტირო. ექიმობა ხომ საოცარად დიდი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, არც აქ მაქვს შეცდომის დაშვების უფლება. ამას ემატება ადმინისტრაციული თანამდებობა დიდ კლინიკაში, აქაც ყოველწამს ფორსმაჟორის რეჟიმში ვმუშაობ. თან, ცოტა ხნის წინ დიდი პრობლემები იყო, ცდილობდნენ, ჩემი სახელი გაესვარათ, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა და უკეთესობისკენ მიდის. მოკლედ, ძალიან რთულია იყო ნინო ნადირაძე. ყველა ცდილობს, ჩემს მზეზე ლაქები აღმოაჩინოს, მე კი ვცდილობ, ეს ლაქები, რაც შეიძლება, მცირე ზომის იყოს. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ლაქა მექნება, მაგრამ ეს ჩემთვისაა საზიანო და არა საზოგადოებისთვის. ის, რომ სხვისთვის შეცდომის დაშვება ნორმალურია, მე კი ეს უფლება მინიმუმამდე მაქვს დაყვანილი, ძალიან რთულია. ასევე, ძალიან რთულია გუგა კუზანოვის მეუღლეობა.
– აი, აქ ჩასაფრებული ხალხი აუცილებად გკითხავთ, რატომ არის მისი მეუღლეობა რთულიო?
– დამიჯერებთ, რომ ერთი თვეა, დავსდევ, ბოტოქსი გამიკეთე-მეთქი და არ მიკეთებს? ჩემთვის არ სცალია. თუმცა, სულ ფორმაში უნდა ვიყო. მას არ მოსწონს, როცა ცუდად გამოვიყურები. არ შემიძლია, მის დასანახად ყურები ჩამოვყარო,  ვიყო უხასიათოდ. თვითონაც ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს და კიდევ ჩემი დამატება არ სჭირდება. ამიტომ, შვიდ საათზე სახლში რომ მივდივარ, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, გეფიცებით, ამ ჩემს გაკვანძულ ტანსაცმელში წამოვწვები ხოლმე და ველოდები. მერე გუგა მაღვიძებს, უკვე 12 სათია და საწოლში როდისღა გადაწვებიო. ეს ყველაფერი ძალიან რთულია, თუმცა, არ ვწუწუნებ, არ მომწონს-მეთქი. რომ არ მდომოდა ასეთი ცხოვრება, არ მექნებოდა. მე ჩემს ტვირთს ძალიან შეგნებულად ვატარებ. არ მაინტერესებს, თუ ვინმე მიმალანძღავს, მაგრამ ზოგჯერ, უბრალოდ, მიკვირს, როცა ჩემზე წერენ: რატომ აკეთებ ორ ქვაბ საჭმელს, როცა ხალხს შიაო?! თან, ამას გიწერს ქალი, რომლის ფოტოზე ჩანს, როგორ ჭრის სამ ტორტს ერთად. დავიჯერო, საქართველოში არსებობს ოჯახი, სადაც წელიწადში ორჯერ, ორი ქვაბი საჭმელი არ გაკეთებულა? მაგრამ ჩემი ორი ქვაბი საჭმელი უკვე გამაღიზიანებელია. თუ ასე გიჭირს, იმის უფლება გაქვს, შენი დრო „ფეისბუქზე“ და მით უმეტეს, სხვის გვერდზე ძრომიალში, სხვისთვის კომენტარების წერასა და კითხვაში დაკარგო? დღე და ღამე გასწორებული უნდა გქონდეს და რაც უფრო გაჭირვებაში ხარ, მით უფრო მუხლჩაუხრელად შრომობდე, ისევ და ისევ შენი კეთილდღეობისთვის. ინტერნეტში საძრომიალოდ კი არა, თმის დასავარცხნად არ უნდა გეცალოს. მე რომ ვუპასუხე: თქვენ რომ სამ ტორტს ჭრით ერთდოულად, ეგ როგორ არის-მეთქი. მითხრა: ჩემთან ხალხი კი არ შემოდის და ნახულობსო. ანუ, ჩუმად ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაგრამ თუ ამას ხმამაღლა გააკეთებ, ეს უკვე დასჯადია. რა ვქნა, ჩემთვის იმდენად მიუღებელია დაფარული ცხოვრება და იმდენად ღია ვარ, მაოცებენ ისინი, ვისაც ურჩევნიათ, მოვიტყუო, ვიწუწუნო და რაღაც პოზები მოვირგო.
– არასასიამოვნო კომენტარების თემას რომ გავყვეთ – ირაკლი ოქრუაშვილის „შეფასება“ მახსენდება: „კუზანოვის ცოლის ინტელექტიო,“ – წერდა ირონიულ კონტექსტში თქვენთან დაკავშირებით.
– მე მისი მესმის. მერე გამახსენდა, რატომ არის ჩემზე აღრენილი. არჩევნების წინ დემოკრატიაზე საუბრობდა. გამეცინა და ხუმრობანარევი სტატუსი დავდე მის დემოკრატიულობაზე. მახსოვს, მაშინ ძალიან ბევრი მუქარის წერილი მომწერეს მისმა მხარდამჭერებმა – რას კადრულობთ, ქალბატონო ნინოო. ეტყობა, ეს დაიმახსოვრა ოქრუაშვილმა. თუ მას პოლიტიკაში უნდა ყოფნა, ძალიან ლოიალური უნდა იყოს ამომრჩევლებისადმი. მას, როგორც პოლიტიკოსს, თმენის ვალდებულება აქვს და თუ არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას, უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს ქვეყანა ჩემნაირი მოქალაქეებისგან შედგება. თუ ასე ყველას ყველაფერი დაუმახსოვრა და იმ ადამიანების სია ჩამოწერა, ვისაც გამარჯვების შემთხვევაში, გილიოტინაზე  გაიყვანს, მას ძალიან გაუჭირდება ხმების დაგროვება.
– არ ბრაზდებით მსგავს შემთხვევებზე?
– ეს უკვე მისი პრობლემაა. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი მეუღლე არასდროს დაინტერესდება ოქრუაშვილის ცოლით, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა დაწეროს მან ჩემს ქმარზე და მით უმეტეს, სხვის ცოლზე არაფერს იტყვის. ეს მისი აღზრდისა და შეგნების პრობლემაა. ხომ იცით, ლანძღვა მლანძღველისაა.
– გადავიდეთ სხვა, სასიამოვნო თემებზე: ოჯახი და შვილები. უფროსი უკვე დიდი გოგოა.
– 21 წლისაა. მის ასაკში მე უკვე ერთი წლის გათხოვილი ვიყავი. ეს იმდენად მტკივნეული თემაა ჩემთვის, სულ ვცდილობ, ამაზე საუბარი თავიდან ავირიდო და ვეუბნები: შვილო, თუ შეგიძლია, როგორმე იქით გადაწიო ეს ამბავი, მოდი, გადაწიე-მეთქი (იცინის). თვითონ მიყვება ყველაფერს, მაგრამ მე იმდენად მტკენს გულს ის ფაქტი, რომ ჩემი აღარ იქნება, არ მინდა, ამ ამბების მოსმენა.
– მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია, ერთად ხართ, მეუღლესთან რომანტიკული ორთიერთობის შენარჩუნებას დღემდე ახერხებთ?
– მე მაინც საბჭოთა ბავშვი ვარ, როცა პირადი ცხოვრება და სექსი არ არსებობდა, ამიტომ რომანტიკულ ამბებზე ხმამაღლა საუბარი არ მეხერხება. მშობლებმაც ისე მკაცრად გამზარდეს, რომ რომანტიკული ემოციებისა და სითბოს გახატვა არ გამომდის. ჩვეულებრივად ჩაახშეს რომანტიზმი ჩემში (იცინის). მე და გუგას რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს იმით გამოიხატება, რომ რამდენიმე თვეში 25 წელი ხდება, რაც ერთად ვართ.
– მაშინ, როცა ყველა ამტკიცებს ქალისა და კაცის ღალატი ერთნაირად მიუღებელიაო, თქვენ ამბობთ, რომ კასტრაციას ვერ გაუკეთებთ ქმარს.
– როგორ დავდო თავი სხვაზე?! მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია, ერთად ვართ, ამას ვერ ვიზამ. არც დურბინდით ვდევ და არც ტელეფონს გავუჩხრეკ. თუ კი ის რაღაც, უღირს დასამალად იმისთვის, რომ მე არ დამკარგოს, ესე იგი, ის რაღაც არც არის ღირებული. თან, მე ყველაფერს კარდიოლოგიური თვალით – სიკვდილის ჭრილში ვუყურებ: რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს.
скачать dle 11.3