№8 ვის ჰქონდა ხილვა მედეა ადამიაზე, რომ მისი საბედოა და როგორ გამოატანა მას ღვთისმშობელმა მედეასთან მიწა და სანთელი დედა ანასტასიას საფლავიდან
მედეა ადამია ცოტა ხნის წინ შვეიცარიიდან დაბრუნდა, სადაც ოთხი თვე, მამასთან ერთად გაატარა. მამამისი იქ მკურნალობას გადიოდა. დეას შვეიცარიაში ყოფნისას საქართველოს ერთ-ერთი მონასტრიდან შეეხმიანა თაყვანისმცემელი, რომელმაც უთხრა: ორი კვირის განმავლობაში ჰქონდა ხილვები, რომ მედეა მისი ცოლი იყო; ღვთისმშობელი გამოეცხადა და დედა ანასტასიას საფლავიდან მიწა და სანთელი გადასცა მისთვის, რაც მერე ცხადშიც იპოვა კელიაში და მედეას გადასცა. ამის შემდეგ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები, ინტერვიუდან შეიტყობთ.
მედეა ადამია: ყველას გრძნობების თავისებური, ინდივიდუალური გამოხატულება აქვს. ბოლოს ძალიან უცნაური პიროვნება გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. რადგან ჩემს გულს ვერ იგებენ, არც კი გამიხედავს მათკენ, ბოლო დროს დავაკვირდი, ჩემმა თაყვანისმცემლებმა სტრატეგია შეცვალეს. იციან, რომ მორწმუნე ვარ, მაგრამ ის არ იციან, ფანატიკურად, დაჰიპნოზებული ფსიქიკის ადამიანთა ჯგუფს რომ არ მივეკუთვნები. ბოლოს ძალიან უცნაური ადამიანი გამოჩნდა, რომელიც დამიკავშირდა მონასტრიდან და მითხრა: თურმე ზედიზედ, ორი კვირა ვეცხადებოდი და ხილვაში უკარნახეს, რომ მე მისი მეორე ნახევარი ვარ, მისი ბედი. სამი შვილი გვეყოლება, პირველი იქნებოდა ვაჟი, რომლის სახელიც მოფიქრებული აქვს. მითხრა, რომ დედა ღვთისმშობელი გამოეცხადა, რომელმაც უთხრა, რომ მე ვარ მისი ბედი. მერე დედაო მივიდა მასთან, დედა ღვთისმშობელმა მისცა მას ხილვაში დედა ანასტასიას საფლავიდან მიწა და სანთელი. როდესაც ამ გამოცხადებიდან გამოვიდა, კელიაში იპოვა ეს მიწა ქაღალდში გახვეული. ზედ კალმით ეწერა: „მჯდომარე ანასტასიას საფლავიდან მიწა და სანთელი”. ლამაზი კალიგრაფიით მაინც დაეწერა, მაგის დამწერს.
– შეხვდი მას?
– სანამ შვეიცარიიდან ჩამოვიდოდი ოთხი დღით ადრე, ის მონასტრიდან ჩამოვიდა ჩემ გამო. შევხვდი ორჯერ და მივხვდი, მთლად ნორმალური არ არის. რომ ვნახე, ძალიან მხიარული, დადებითი ადამიანია. პირველ დღეს უარყოფითი არაფერი გამჩენია, მეორე დღეს გადმომცა ეს სანთელი და მიწა. ძალიან მეცინება, მაპატიე, უფალო, იქნებ მართლა ბედია და ტყუილად ვიცინი, ვღლიცინებ ამდენს. მაგრამ, იმდენად არასერიოზული პიროვნებაა, მისგან უფრო დაუჯერებელია ეს. სერიოზულიც რომ იყოს, მაინც არ დავიჯერებდი. იმიტომ რომ, თუ გამოცხადება იყო, პირველი მე გამომეცხადებოდა – პირველი მინიშნება მე მომეცემოდა.
– შენი აზრით, მართლა ოჯახის შექმნის მიზნით გეუბნებოდა ამ ყველაფერს, თუ სხვა ინტერესები ჰქონდა?
– ისე მომრავლდნენ ფსიქიკურად აშლილები, რომ ჩემნაირ ლამაზ, ჭკვიან, კარგი წარსულის, აწმყოსა და მომავლის გოგონებზე ნადირობენ. ფიქრობენ,
ცხოვრება აწყობილი აქვს საათის ისარივით: ფინანსები, კარიერა, ყველაფერი რაც შეიძლება, სასურველ საცოლეს ჰქონდეს. პლუს, იფიქრეს, რადგან დათრგუნულია, დასტრესილია მამასთან დაკავშირებით, უფრო ადვილად მოტყუვდება, დაიჯერებსო. ამას ის დაამატეს, რომ „ფეისბუქით” სულელი გოგონას შთაბეჭდილებას ვტოვებ, არადა ძალიან ჭკვიანურ რაღაცებს ვწერ. რაც მე იქ აზრიან რაღაცებს ვწერ, მსგავსს არ ყვებიან ქვეყნის მოწინავე პირები. მინდა, ყველა გავაფრთხილო, უმკაცრესად დაისჯებიან. ისინი დარჩებიან სულიერი დაღით და ენით დაკოდილები ჩემგან, ვინც წმიდანების, ღმერთის სახელით დაიწყებს საუბარს. სანამ შვეიცარიიდან ჩამოვიდოდი, მთელი ორი კვირა გვქონდა საუბრები და ძალიან სასიამოვნო პიროვნება ჩანდა. არც ვიცოდი, ვინ იყო. რომ ჩამოვედი და პირისპირ შევხვდი, მივხვდი, რომ ეს ის არ იყო, ვინც მეგონა და ვისადაც თავს ასაღებდა.
– ხშირია მსგავსი შემთხვევა?
– ერთს მამა ვიტალი ესახებოდა, მანამდე. ვფიქრობ, ამ ადამიანებს, უბრალოდ, მოვწონვარ და მერე ავედრებენ წმიდანებს, რომლებისაც სჯერათ, ამ გოგოს შევუყვარდეო. მერე კი, თავიანთი ფანტაზიებით ეწყებათ ეს სიზმრები. ხომ არის, ადამიანი იმდენს ოცნებობს, რომ მერე ეს ფანტაზია რეალობაში აქვს არეული.
– ყოველთვის ამბობდი, ქართველი უნდა იყოს ჩამი მეორე ნახევარიო. იგივე აზრზე ხარ?
– შეხედულებები არ მეცვლება. პირიქით, ახლა სხვანაირად შევცვალე, სპეცეფექტები დავამატე – აუცილებლად მეგრელი უნდა იყოს. მიუხედავად იმისა,
რომ ყველა ქართველია, ყველა კუთხეს თავისებური მენტალიტეტი, თავისი „მე” აქვს. მე ჩემი „მე” გამაჩნია, რომელიც მეგრულია. მე კოლხი, სოხუმელი ვარ. ასევე, ჩემი მომავალი მეუღლეც აუცილებლად წარმოშობით სოხუმელი უნდა იყოს, რამეთუ ჩემი იდეალი მამაჩემია და მე ვეძებ მამაჩემის ტიპაჟს. ის არის კოლხი, მეგრელი სუფთა სისხლით და ასევე, წარმოშობით სოხუმელი – განათლებული, მაღალი, ახოვანი, ერუდირებული: ჩათვალე, დათა თუთაშხია კვადრატში, მერაბ კოსტავა, დავით აღმაშენებელი – აი, ამათი თვისებებით. წიგნის პერსონაჟები ყველა ერთად რომ ამოიყვანო და მათი საუკეთესო თვისებების ნაკრები გააკეთო, ის არის, თუ უფრო მეტი არა. როგორიც მამაჩემია, ასეთი ვაჟკაცი, რაინდი წარმომიდგენია ჩემს მეორე ნახევრად. უნდა იყოს ძალიან მძიმე, კოლხური ტრადიციებით აღზრდილი. ბევრს უთქვამს ჩემთვის, როგორიც შენ გინდა, ისეთი დიმიტრი იყო გელოვანიო და მე მჯერა, ისე არ მოვევლინებოდი ამქვეყანაზე, ჩემი მეორე ნახევარი არ გაჩენილიყო. ის აუცილებლად გაჩენილია და მალე შემხვდება, ზუსტად ვიცი და იქნება დიმიტრი გელოვანზე უფრო მეტად სახელოვანი, დიმიტრი გელოვანი.
– შენ როგორ გრძნობ?
– როგორ ვგრძნობ და როგორც კი დავუშვებ, რომ გამოჩნდება, ვიცი, რომ გამოჩნდება. მე ამას ჯერ არ ვუშვებ, იმიტომ რომ, სხვა ინტერესები მაქვს ახლა. აბსოლუტურად მთელი ყურადღება მამაზე მაქვს გადატანილი. უკვე ნელ-ნელა დავიწყე ფიქრი, რომ დროა, უკვე გადავერთო პირად ცხოვრებაზე, მოხდა ისე, რომ ფიქრის დაშვებაც ვერ მოვასწარი და მამა გახდა ცუდად. ახლა უკვე, ღვთის წყალობით, გამოკეთდება და მამის გამოკეთებისთანავე, დროა უკვე, მამასთან წარვადგინო ჩემი მეორე ნახევარი. მამის გულიც რომ გავახარო, დედისაც და ისინიც გავაბედნიერო ჩემი ბედნიერებით. მამას შევპირდი, რომ აუცილებლად გავაჩენ ვახტანგ ადამიას. მამას სახელს დავარქმევ და ჩემს გვარზე მეყოლება, რათა მასავით რაინდი გამოვიდეს. მამა ახლა კლინიკაშია და მინდა, მადლობა გადავუხადო ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმებს: ზაზა ხარაიშვილს, ნინო ბურდულს, თიკო სვინტრაძესა და ირინა ტაბიძეს. მათ იბრძოლეს და მამას სიცოცხლე შეუნარჩუნეს. ღმერთმა არაერთი სასწაული მოახდინა ჩემს ცხოვრებაში და ასევე, ქართველმა ექიმებმაც. მათი პროფესიონალიზმის წყალობაა, რომ ასე წამებში გადაარჩინეს მამა.