კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 ბორის ბედიას ანეკდოტები


მასწავლებელი კითხულობს:
– რეზო, რაზე ოცნებობ?
– ვოცნებობ, გავიზარდო და ცოლი მოვიყვანო. ცოლს ბრილიანტები უნდა ვუყიდო, ბოლო მოდელის „ფერარი“ და ვატარებ ყველაზე ძვირიან რესტორნებში.  
– შენ, ზუკა, რომ გაიზრდები, ვინ გინდა, გახდე?
 – მასწავლებელო. ადრე მინდოდა, პოლიციელი გამხვდარიყავი, მაგრამ ახლა მინდა, რეზოს ცოლი გავხდე.
***
მიცვალებულია გურიაში. პანაშვიდის მერე, მსჯელობა დაიწყეს მეზობლებმა: როდის განბანონ მიცვალებული, როდის ჩააცვან და რა ჩააყოლონ.
ერთმა დაიჟინა და აღარ გაჩერდა:
  – ადრეა ჯერ, დილას ჩავაცვათ. დამიჯერეთ, კაცო, დილით ჯობია ჩაცმა.
ამოუვიდა მეზობელს კისერში და იყვირა:
– რაია, ძამა, ადრე? ამეიჩეჩავს დილამდე თუ რავაა საქმე?
***
კაცი წიგნის მაღაზიაში შევიდა და გამყიდველს საყვედურობს:
– იცით, მე გუშინ თქვენთან წიგნი შევიძინე სახელწოდებით – „როგორ გავხდე მილიონერი“ და სახლში აღმოვაჩინე, რომ ნახევარი წიგნის ფურცლები ამოხეულია.
– რა მერე? ნახევარი მილიონი გეცოტავებათ?
***
მეკარე კასილასს ჰკითხეს:
– ყველაზე მეტად, ვისი დარტყმულის გეშინია?
– ქართველების!
–  რატომ?
– თვითონაც არ იციან, რომელ კუთხეში ურტყამენ.
***
გეოგრაფიის მასწავლებელი მივიდა კლინიკაში. ექიმი ეკითხება:
– რა გაწუხებთ?
– ფეხი.
– სად?
– ქუსლიდან ჩრდილოეთ–აღმოსავლეთით.
***
რაჭველი გასვენებაში დაპატიჟეს და ორმოცზე მივიდა.
***
– რატომ გაქვს დასიებული თვალები?
– ქუჩაში, ერთ ტიპს მხარი გავკარი.
– მერე, მაგის გამო იტირე?
– არა, რომ შემომიტრიალდა და მკითხა, ჩემი ძმა, რამე პრობლემა გაქვსო, ავდექი და მოვუყევი ყველაფერი... ხოდა, დავსხედით და ერთად ვიტირეთ.
***
– თუ იცი, რა არის ყველაზე საშინელება?
– არა და, რა?
– კუჭის აშლა და სკლეროზი – გარბიხარ, მაგრამ სად, არ იცი.
***
ბავშვი სახლში შევარდა.
– მამა, მეზობლის „ლამბორჯინს“ შემთხვევით ქვა გავარტყი და მინა ჩაემსხვრა.
– რა მამა? რის მამა? გაიწი, ბავშვო, არ გიცნობ!
***
სვანი ნიღბითა და იარაღით შევარდა მაღაზიაში და დააყაჩაღა. გასვლისას, გამყიდველს მოუბრუნდა და უთხრა:
– ამოიღე „ნისიების“ რვეული, მოძებნე თაზო ნიბლიანი! ხოდა, ეგ მე ვარ. ნისიებიდანაც  ამომშალე!
***
სამეგრელოში, ცხენზე შებმული „ტაჩკით” მიდის კაცი. უცბად გამოვარდა მანქანა, დაეხაჯა, ცხენი იქით გადავარდა და კაცი კიდევ, თავის „ტაჩკით” აქეთ. გააჩერა მანქანა მძღოლმა, გადმოხტა და პირველად ცხენთან მიირბინა. დახედა, მიხვდა, ვერ გადარჩებოდა. დააძრო იარაღი, ესროლა და მოკლა ცხენი. ახლა, კაცთან მიირბინა, დაადგა თავზე და ეკითხება:
– როგორ ხარ?
კაცმა იფიქრა, მეც არ გამომასალმოს სიცოცხლესო და დაიწყო:
– რავი, კაცო, სანამ დამეჯახებოდი, რადიკულიტი მაწუხებდა, უნებლიე შარდვა მქონდა, წნევა, თვალებშიც მიჭირდა გამოხედვა და ახლა, კიდე, ჩიტივითა ვარ.скачать dle 11.3