კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 ბრძნული აზრები


ტვენი:
ცუდია, თუ გასაღებს დაკარგავ. უფრო ცუდია, თუ კარს ვერ მიაგნებ, მაგრამ ძალიან ცუდია, თუ არ იცი, სად მიდიხარ.
სმოკტუნოვსკი: მეშჩანი ადამიანები ეძებენ კომფორტს, პოპულარობას, ფულს; დიდი ადამიანები – საკუთარ თავს.
ჰიუგო: ორმოცი წელი ახალგაზრდობის სიბერეა; ორმოცდაათი – სიბერის ახალგაზრდობა.
ლინკოლნი: ჩვენ ვცხოვრობთ პლანეტაზე, სადაც ომისთვის ფული ყოველთვის მოიძებნება, მაგრამ საყოველთაო მშვიდობისთვის – არასოდეს.
სტრიპი: იმ წამიდან, როდესაც დაიწყებ ნერვიულობას, თუ რას ფიქრობენ შენზე სხვები, შენ უკვე შენ აღარ ხარ.
სნოუდენი: ყველა მთავრობისთვის უმჯობესი იქნებოდა, დაეწვა თავისი ადრინდელი განცხადებები ხელისუფლებაში მოსვლამდე.
როლანი: ზედმეტობიდან და ნაკლებობიდან საშუალოსკენ უნდა მიისწრაფვოდე.
აზადი: სიკვდილზე მხოლოდ იმდენი უნდა იფიქრო, რომ სიცოცხლე არარაობად არ მოგეჩვენოს.
როკფელერი: ფულს სჭირდება ადამიანი არანაკლებად, ვიდრე ადამიანს ფული.
საადი: მართალ კაცს არ უნდა ეშინოდეს ღმერთის, სიმართლე თვითონაა ღმერთი.
ილია მეორე: ერთხელ ვკითხე ყვავილს, ჩიტს და ადამიანს, რა არის სიყვარული-მეთქი?! ყვავილი აყვავდა, ჩიტი აჭიკჭიკდა და ადამიანი ატირდა! გიყვარდეთ, თუ გსურთ, შეხედოთ სამყაროს ბედნიერებით აღსავსე ცრემლიანი თვალებით!
ნაბოკოვი: სახელმწიფო მეთაურის პორტრეტები არ უნდა აღემატებოდეს საფოსტო მარკის ზომას.
პოუპი: მარტოობას დადებითი ის აქვს, რომ თავისუფლებით გავსებს.
პოლ ვალერი: ყოველივე ის, რასაც ვფიქრობ, არაფერია იმასთან შედარებით, რაც ისე ჩაივლის, რომ ჩემი აზრი ვერაფერს შეცვლის მასში.
სპინოზა: საკმარისია, რამეზე დაეჭვდე, რომ შენს თავში ჭკუა აღმოაჩინო.
მოემი: ძნელია თავისუფლების აღქმა, როცა ნაუღლარი ჯერ კიდევ არ მოგშუშებია.
სიუნ ცზი: ბევრი ნული ნულადვე დარჩება, თუ წინამძღოლად რაიმე ციფრი არ დაუყენე.
ბუალო: პატიოსანი კაცი ცდილობს, კვალი დატოვოს თავის ცხოვრებაში, გაიძვერა კი სულ იმის მცდელობაშია, ის წაშალოს.
მოპასანი: ქალს კეთილი სიტყვა ხეზე მიაბამს, ხოლო უკეთური – ჯაჭვსაც გააწყვეტინებს.
ჩესტერფილდი: რა განსხვავებაა ახალგაზრდა, უიღბლო ადამიანსა და ხანშიშესულს შორის. ახალგაზრდა სახლს აწესრიგებს იმისთვის, რომ ქალი მოიყვანოს, ხოლო  ხანშიშესულს ქალი მოჰყავს იმისთვის, რომ სახლში წესრიგი დაამყაროს.

скачать dle 11.3