№8 ერკვევით ადამიანებში
თუ ადამიანებში ერკვევით, მათთან ურთიერთობა გაცილებით იოლდება. ეს კი წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ზოგიერთი სხვას გადაშლილი წიგნივით ხედავს.
თქვენ ახერხებთ ამას? გულახდილი იყავით პასუხებში.
1. ერთ წუთში თქვენი სამი ძლიერი მხარე უნდა დაასახელოთ.
ა) ვერ შევძლებ. ჯერ უნდა დავფიქრდე;
ბ) რა პრობლემაა, მშვენივრად ვიცი ჩემი ძლიერება;
გ) სამი ბევრია – არ ვიცი, უცებ ვიტყვი, თუ არა.
2. ადვილად გამოგდით მეგობრებისთვის საჩუქრის შერჩევა?
ა) რა თქმა უნდა, არაა პრობლემა;
ბ) გამოკითხვას ვატარებ წინასწარ;
გ) მიჭირს და მარტივ ნივთებს ვყიდულობ.
3. თქვენი მეგობრის პარტნიორი ხელს უშლის თქვენს ურთიერთობას:
ა) ვეცდები, დავუმეგობრდე;
ბ) ალბათ, ეჭვიანობს;
გ) არ მივაქცევ ყურადღებას.
4. გჯერათ მინიშნებებისა და გამონათქვამების?
ა) რა თქმა უნდა. ერთმნიშვნელოვნად;
ბ) მეღიმება ასეთ რაღაცაზე;
გ) ზოგჯერ რაღაც მართლდება კიდეც.
5. ზოგჯერ საუბრისას, ადამიანები თმას ეთამაშებიან, რატომ – როგორ ფიქრობთ?
ა) ალბათ, ღელავენ;
ბ) ცდილობენ, მოსაუბრის ყურადღება გაფანტონ და თავის ნათქვამში დააჯერონ;
გ) ასე, ისინი იქცევიან, ვისაც საკუთარი თავის არ სჯერა.
6. ამ გამონათქვამებიდან, რომელს ეთანხმებით?
ა) ადამიანი ზოგჯერ ცუდად იქცევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ცუდია;
ბ) ადამიანი წმიდანი არ არის და ბევრს ვერ მოვთხოვთ;
გ) ადამიანები იშვიათად ავლენენ თავიანთ ჭეშმარიტ სახეს.
7. როცა ცდილობენ, „არ გაიგონ” თქვენი ნათქვამი – ეს რას ნიშნავს?
ა) ამით განიშნებს, რომ არ აინტერესებ;
ბ) შეიძლება, დაბნეულია;
გ) დროს „წელავს,” რომ თავისას მიაღწიოს.
7-11 ქულა: იცით, რომ ადამიანი ყოველთვის გულახდილი არ არის. ზოგჯერ ისინი თამაშით ცდილობენ შთაბეჭდილების მოხდენას. ამიტომაც, იშვიათად რჩებით მათგან იმედგაცრუებული. ცდილობთ, მათში მეტი პოზიტივი დაინახოთ.
12-16 ქულა: საკმაოდ დაკვირვებული ხართ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ხშირად იკეთებთ ვარდისფერ სათვალეს. შეცდომას, პრაქტიკულად, არ უშვებთ.
17-21 ქულა: ზუსტად იცით, რომ იდეალური ადამიანი არ არსებობს. ამიტომ, ბევრს არც მოელით მისგან. თუ, ზოგჯერ ცოტა გულისხმიერებასაც გამოიჩენთ, სხვებთან წარმატება გარანტირებული გაქვთ.