კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 შეყვარებულის მამა სიყვარულს მიხსნის


არასდროს ვყოფილვარ ვულგარული, გამომწვევი და თამამი გოგო. ყოველთვის უბრალოებას და სისადავეს ვანიჭებდი უპირატესობას. ვფიქრობ, ასეთი უფრო მოვწონდი ბიჭებსაც და ყველა ჩემი თაყვანისმცემელი აღნიშნავდა ამას. მომწონს გადაპრანჭული გოგონები, მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, ასე მგონია, მე არ მიხდება ზედმეტი მაკიაჟი და გამომწვევად ჩაცმა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამ ჩემი მოკრძალებული სისადავით, ვინმეში სხვა გრძნობებს აღვძავდი, მით უმეტეს, შეყვარებულის მამაში. მოკლედ, უკვე ორი წელია, მე და ნიკუშა შეყვარებულები ვართ. ყოველდიურად ვხვდებით ერთმანეთს და ყველამ ყველაფერი იცის. უბრალოდ, იმიტომ ვიკავებთ ოჯახის შექმნაზე თავს, რომ უნივერსიტეტის დამთავრება გვინდა, მერე მაგისტრატურაში ჩაბარება და სწავლაში რომ არ შეგვეშლოს ხელი. ოჯახებშიც იციან ჩვენი სიყვარულის ამბავი. ნიკუშა ხშირად მოდის ჩემთან, მეც ავდივარ მასთან. ერთხელ მობილურზე შეტყობინება მომივიდა ნიკუშას მამისგან. მომიკითხა. მეც მოვიკითხე და მიპასუხა, მომენატრე, როდის ამოხვალ ჩვენთანო. აზრადაც არ გამივლია სხვა რამ, უბრალოდ, ვიფიქრე, ადამიანურად მომიკითხა- მეთქი. რას წარმოვიდგენდი, თუ სხვა აზრები და განზრახვები ჰქონდა. ეს, მერე და მერე აღმოჩნდა, როცა მოწერას მოუხშირა, ბოლოს დამირეკა და მითხრა, მარტო შემხვდიო. არადა, სახლში რომ ავდიოდი, ცოტა ხანს ჯდებოდა ჩვენთან, მერე დგებოდა და გადიოდა. საერთოდ, არ მიგრძნია მისგან სხვა დამოკიდებულება. ვიფიქრე, ხომ არ მეჩვენება-მეთქი, მაგრამ ნიკუშამ მომიყვა, სხვა ქალების გამო, დედამისთან პრობლემები რომ ჰქონდა და მისი მექალთანეობის გამო, ხშირად რომ ეხვეოდა სკანდალებში. მოკლედ, ნიკუშას ვუთხარი, არ მომწონს მამაშენის მოწერები-მეთქი და ვანახვე. გადაირია. ამის გამო, მამა-შვილს ერთმანეთი დაუხოცია. უჩხუბიათ და ნიკუშა სახლიდან წამოვიდა. მეც არ მელაპარაკებოდა კარგა ხანს. მეუბნებოდა, მაცადე, აზრზე მოსვლაო. თურმე, მამამისს უთქვამს, რა იყო მერე თუ მომწონს, აბა, უნდა მეზიზღებოდესო და ამაზე გადაკეტია ჭკუა, ძლივს გამოუგლეჯავთ მამამისი ხელიდან. ეს ამბები ნიკუშას დამ მომიყვა. მისგან ვიგებ, თორემ ნიკუშა ისე ჩაიკეტა საკუთარ თავში, აღარაფერს მიყვება. თითქოს ჩვენს შორის ურთიერთობაც დაიძაბა და ნელ-ნელა გაცივდა კიდეც. მამამისი  თვრამეტი წლის იყო, როცა დაქორწინდა და მესმის, ამ ასაკში შექმნილი ოჯახი სიყვარულზე კი არა, ვნებაზეა დაფუძნებული. მერე სხვა ქალებს უწყებს არშიყს და „შებმას“, მაგრამ ხომ უნდა იცოდე კაცმა, ვის რა აკადრო? წარმოიდგინეთ, ამ ამბის მერეც მომწერა სასიყვარულო მესიჯები. მამად მეკუთვნის და მეარშიყება, თან მისი შვილის მომავალ ცოლს. არ ვიცი, რით შეიძლება, მისი ეს საქციელი გამართლდეს. ზოგჯერ ვფიქრობ, საერთოდ, უარი ხომ არ ვთქვა ჩემს სიყვარულზე და ასე მოვაგვარო ეს პრობლემა. მაგრამ, ძალიან მიყვარს და რა წყალში ჩავვარდე, აღარ ვიცი. ნიკუშამ ერთხელ მითხრა, იმდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის, შენს გამო, საკუთარ ოჯახის წევრებსაც კი დავთმობო. ეს, არ მინდა. რატომ უნდა იყოს პრობლემა იქ, სადაც წესით, ყველაფერი თავის ადგილზეა? ან მომავალში მამამისი როგორ შემომხედავს თვალებში, ნუთუ არ შერცხვება? მე, ზუსტად ვიცი, მასთან არანაირი ურთიერთობა არ მექნება, არც მამაშვილური და არც მამამთილურ-რძლური. შეიძლება, ჩემი ნათქვამი ცოტა მკაცრად ჟღერს, მაგრამ, რა ვქნა, ვერ ვაპატიებ.
ლიკუნა, 22 წლის.скачать dle 11.3