კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 ვაშლისა და კეფირის ორგანიზმის გამწმენდი 3-დღიანი დიეტა

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ვაშლი ამდიდრებს ორგანიზმს ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, შეიცავს ორგანულ მჟავებსა და მინერალებს: რკინას, მაგნიუმს, კალიუმს, ფოსფორსა და თუთიას. მასში შემავალი პექტინი ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსიკურ ნივთიერებებს, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას, იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს. კეფირი კი, დაბალკალორიულია, შეიცავს ლაქტობაცილებს, მდიდარია კალციუმით და დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
დიეტა 3-დღიანია და ორგანიზმი შლაკებისაგან იწმინდება. შეგიძლიათ, მიირთვათ მინერალური წყალი და უშაქრო მწვანე ჩაი. 3 დღეში დაიკლებთ 3 კილოგრამს. დიეტის დასაწყებად, აუცილებელია ორგანიზმის მომზადება – ერთი კვირით ადრე შეამცირეთ კალორიული საკვების მიღება და მიირთვით დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული. გაითვალისწინეთ, რომ დიეტა, საკმაოდ მკაცრი და დაბალკალორიულია. ამიტომ, მისი დასრულების შემდეგ, ნელ-ნელა, თანდათანობით უნდა გადახვიდეთ გამდიდრებულ რაციონზე.
პირველი დღე
საუზმე: 1 ცალი მწვანე ვაშლი, 1 ჭიქა კეფირი.
სადილი: 2 ცალი ვაშლი, 1 ჭიქა კეფირი.
სამხარი: მოხარშული შვრის ფაფა ვაშლის პიურესთან და 1 ჭიქა კეფირთან ერთად.
ვახშამი: 1 ცალი ვაშლი და 1 ჭიქა კეფირი
მეორე დღე
საუზმე:  1 ცალი გახეხილი ვაშლი თაფლით და ერთი ჭიქა კეფირი.
სადილი: 2 ცალი ვაშლი.
სამხარი: 150 გრამი ხაჭო გახეხილი ვაშლით და 1 ჭიქა კეფირი.
ვახშამი: ვაშლის პიურე 200 გრამი ნიგვზით, ერთი ჭიქა კეფირი.
მესამე დღე
საუზმე: 1 მწვანე ვაშლი, ერთი ჭიქა კეფირი.
სადილი: 150 გრამი ხაჭო 1 ცალ გახეხილ ვაშლთან ერთად და 1 ჭიქა კეფირი.
სამხარი: 3 გახეხილი ვაშლი თაფლით.
ვახშამი: 2 ცალი მწვანე ვაშლი, ერთი ჭიქა კეფირი.скачать dle 11.3