№8 როგორ მოვუაროთ სწორად ფრჩხილის ნუნებს
ნუნა თხელი კანია ფრჩხილის ზედაპირის ფუძესთან, რომელიც ბაქტერიებისგან იცავს მას. ამიტომ, როდესაც იჭრით, რამდენიმე ხნის შემდეგ, ისევ იზრდება. მის მოსავლელად, აუცილებელია მკვებავი კრემის წასმა. ამიტომ, ყოველთვის უნდა იხმაროთ ნუნების დამარბილებელი ბალზამი და ხშირად გამოიყენოთ ზეთები. მაგალითად, ჟოჟობას, ნუშის, ზეითუნის და ასე შემდეგ.
რაც უფრო ხშირად იჭრით ნუნებს, მით მალე იზრდება. თან, ნუნების ხშირი მოჭრა, აზიანებს ფრჩხილის ფუძეს და ფორმას უკარგავს. ზოგადად, ნუნა, იცავს ფრჩხილის ფუძეს დაზიანებისგან. ზოგჯერ, ერთი წარუმატებლად ამოჭრილი ნუნაც კი საკმარისია, ფრჩხილს დეფექტი გაუჩნდეს და მთელი ცხოვრება ასე დარჩეს. ამიტომ, აუცილებელია, იცოდეთ, როგორ მოიჭრათ ნუნები სწორად და თან, ფრჩხილიც მოვლილი გამოჩნდეს.
*შხაპის მიღების შემდეგ, როცა კანი დარბილებულია, ფაქიზად, ჩაწიეთ ნუნები ხის ჩხირით. ამის გაკეთება აუცილებელია მაშინაც, თუ ნუნები არ გეტყობათ, რადგან, ასე ხელს შეუშლით მის სწრაფ გაზრდას.
*არავითარ შემთხვევაში არ მოიჭრათ ნუნები სპეციალური მაკრატლით ან ეგრეთ წოდებული, „კუსოჩკით“.
*დღეში რამდენჯერმე შეიზილეთ თითებში ზეთი და კარგად დაიმასაჟეთ. ეს, არა მხოლოდ დაარბილებს გაუხეშებულ ნუნას, არამედ კარგია სისხლის მიმოქცევისთვის, რაც ფრჩხილების სწრაფად ზრდას უწყობს ხელს.
*უხეში სქელი ქლიბი ფრჩხილის გვერდებზე ზედმეტი და გაუხეშებული კანის მოსაცილებლად გამოიყენება. თუმცა, გამოიყენეთ ის, მშრალ ხელებზე – დაიმუშავეთ თითები ისე, რომ არ შეეხოთ თავად ფრჩხილს და მალე, ზედმეტი კანი ფრჩხილის ირგვლივ საერთოდ აღარ გექნებათ.
* მას მერე, რაც რეგულარულად ჩაიტარებთ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ რეკომენდაციას, გაიკეთეთ კომბინირებული მანიკიური, ანუ მთლიანი ნუნა კი არა, მხოლოდ პატარა ნაწილაკები უნდა მოიშოროთ. რა თქმა უნდა, თუკი დარჩა, ასეთი მოვლის შემდეგ. ამის მერე კი, წაისვით ფრჩხილზე ლაკი.
ზოგადად, კარგია, თუ ხის ჩხირით ნუნას ყოველდიურად ჩაწევთ და ზეთით დაიმუშავებთ, ამის მერე, დაახლოებით ერთ თვეში, საერთოდ აღარ დაგჭირდებათ ნუნების მოჭრა და ფრჩხილებიც, მუდამ მოვლილი გექნებათ.
ასეთი პროცედურა შეგიძლიათ ჩაიტაროთ როგორც ხელის, ასევე, ფეხის ფრჩხილის ნუნებზეც.