კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორ განგვიმარტავთ სახარებისეულ შეგონებას, როცა მარჯვენა ლოყაში გაგარტყამენ, მარცხენა მიუშვირეო. მტერს არ უნდა გავცეთ პასუხი?
პასუხი: ქრისტიანული ხედვით, ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ერთი ადამიანი მეორეს მიმართ აგრესიასა და სიძულვილს ავლენს, მეორემ მიტევება და სიყვარული უნდა დაუპირისპიროს. სიყვარული არის ერთადერთი იარაღი ადამიანებს შორის თანხმობის ჩამოსაგდებად. კაცობრიობის არსებობის მანძილზე, ხშირად დამტკიცებულია, რომ აგრესიას აგრესიით ვერ დაამარცხებ. ასე პრობლემა კი არ მოგვარდება, პირიქით, გაღრმავდება. სიძულვილზე სიყვარულის შეგებების ნიმუში თვით მაცხოვარმა მოგვცა ჯვარცმის დღეს, როდესაც მას შეურაცხყოფდნენ, ხოლო ის ლოცავდა და მიუტევებდა მათ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ ვუპასუხოთ იმ აგრესიას, როცა სამშობლოს ომი აქვს, როდესაც აგრესიით მოყვასი ზარალდება და ზნეობა უზნეობად იქცეა. ასეთ დროს შეიძლება, აგრესიას ძალაც კი დავუპირისპიროთ.
კითხვა: კონკრეტულად რომელი წმიდანის წინაშე უნდა ვილოცოთ, რომ ჩვენს სულებში სიმშვიდემ დაისადგუროს და ჩვენს ოჯახებშიც ბედნიერება სუფევდეს?
პასუხი:
ეკლესიაში არ არსებობს მაგია. როდესაც ჩვენ გვსურს რამე მივიღოთ უფლისგან და წმიდანებისგან, არა მხოლოდ უნდა ვილოცოთ მათზე, არამედ უნდა ვიცხოვროთ კიდეც უფლის მცნებების მიხედვით. უფალი გვმოძღვრავს, ვიყოთ კეთილნი, მშვიდნი, თავმდაბალნი, მაგრამ ხშირად ყურად არ ვიღებთ ამას და უფალს კი შევთხოვთ შემწეობას. ისეც ხდება, რომ უფალი მხოლოდ განსაცდელის ჟამს გვახსენდება. რაც შეეხება ჩვენს სურვილებს, მათ აღსასრულებლად შეგვიძლია მივმართოთ თვით უფალ იესოს, ღვთისმშობელ მარიამს, ნებისმიერ წმიდანს, მაგრამ მანამდე უნდა ვიცნობდეთ სახარებას, სადაც ჩვენი სარწმუნოების მრწამსია გადმოცემული, წმიდანთა ცხოვრებას, რის შემდეგაც  ისინი უფრო ახლობლები გახდებიან ჩვენთვის და მათ მივმართავთ გულითადი ლოცვით.
კითხვა: როგორც გავიგე, ეკლესიურ ადამიანს ბოროტი ძალა უფრო ებრძვის. ეს რას ნიშნავს, მორწმუნე უფრო დაუცველია, ვიდრე ურწმუნო?
პასუხი:
ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბოროტ ძალას არ უნდა ადამიანი ჭეშმარიტების გზაზე იდგეს და უფალი იცავდეს მას. ბოროტს იმდენად შურს ამ სიკეთის, რომ ყველანაირად ცდილობს, ადამიანი ამ სიკეთეს განაშოროს, ამიტომაც აცდუნებს. როცა ადამიანი ცოდვებით არის დამძიმებული, ბოროტი ძალა მშვიდად არის. თუმცა, თუ გადაწყვეტთ უფალთან სიახლოვეს, ბოროტი ძალა ვერაფერს დაგაკლებთ. ის ვერ მოგერევათ, თუკი ეკლესიურად გაძლიერდებით.
კითხვა: სექტა ყველა შემთხვევაში მიუღებელია ქრისტიანისთვის?
პასუხი:
სექტა – ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც რომელიმე ცრუ სწავლების საფუძველზე გამოეყო დედაეკლესიას და ცალკე დააარსა რელიგიური საზოგადოება. ამ საზოგადოებას მისი წევრები ეკლესიას ეძახიან, მაგრამ ყოველგვარი წესისა და კანონის დარღვევით ხდება ეს, რადგან ის ცრუ სწავლების საფუძველზეა დაარსებული და არ წარმოადგენს ქრისტეს ეკლესიას. ამგვარად, სექტა ვერ იქნება მისაღები ჭეშმარიტი მორწმუნისთვის.скачать dle 11.3