კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 ჭეშმარიტი რწმენა

მოთმინების შესახებ
„ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავი თვისი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს“ (მათე. 16,24), – ამბობს უფალი.
ამ სიტყვების მიხედვით, ძმებო, ისეთი მოვალეობანი გვეკისრება, რომელთა გარეშეც შეუძლებელია, ჭეშმარიტ ქრისტიანებად ვიწოდებოდეთ. ამის კვალობაზე კი, რასაკვირველია, შეუძლებელია, ვცხონდეთ. რას ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფა? – იმის ცდას, რომ ნაკლებად ვცოდოთ, უკუვაგდოთ ჩვენგან ყოველივე არაწმიდება და ცოდვა. ვისწრაფვოთ სიწმიდისკენ.
ეს უნდა აღსრულდეს წმიდა ქრისტიანული სიყვარულით. ატარო ჯვარი – ეს ნიშნავს, მოთმინებით, დრტვინვის გარეშე, გაატარო მთელი ცხოვრება, რაც არ უნდა შეგემთხვეს: იქნება ეს საყვარელი ახლობლის, თუ სიმდიდრისა და ქონების დაკარგვა, ავადმყოფობა, ადამიანთაგან შევიწროება და მტრობა – ერთი სიტყვით, ყველანაირი უბედურება.
რა თქმა უნდა, ძნელია ამ მცნებათა აღსრულება, მაგრამ ეს თვით უფლისაგან – იესო ქრისტესგანაა მოცემული. მისი ჯვრის შემყურეთ უნდა გვახსოვდეს, თუ რა დაითმინა მან ჩვენთვის. ამის შემდეგ კი საბაბიც არ გვექნება იმისა, ჩვენი ცხოვრების ჯვრის ტარებაზე უარი ვთქვათ. ყოველი უბედურება, რაც კი შეგემთხვევა ამქვეყნად, განწმენდს ჩვენს სულს. ამაოდ კი არ ამბობდა წმიდა დავით მეფსალმუნე: „გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი“ (ფს. 25,2).
მრავალი წმიდა ადამიანი ევედრებოდა უფალს, რათა ამქვეყნად გამოეცადა ისინი. ისინი ითხოვდნენ ავადმყოფობას, მწუხარებას, როგორც საკუთარი ცოდვების განწმენდილ მსხვერპლს.
იყო ერთი ბერი, სახელად მიროგენი, რომელიც მკაცრი ცხოვრების შედეგად, წყალმანკით დასნეულდა. მას ხშირად სტუმრობდნენ ხოლმე ბერები, რათა ენუგეშებინათ. „უმჯობესია, იმისთვის ილოცოთ, მამებო, – ეუბნებოდა მათ ავადმყოფი, – რომ ჩემი შინაგანი კაცი არ დასნეულდეს წყალმანკით. მე ვლოცულობ, რომ ღმერთმა გამიხანგრძლივოს ჩემი ავადმყოფობა“.
უბედური შემთხვევების დროს უნდა გვახსოვდეს წმიდა პავლე მოციქულის სიტყვები: „როგორც ქრისტეს ტანჯვანი არიან მრავლად ჩვენში, ასევე მრავლდება ჩვენი ნუგეშისცემა ქრისტეს მიერ“ (2 კორ. 1,5). უნდა გვახსოვდეს, რომ ხანმოკლე ტანჯვა სამარადისო დიდებას აპირობებს.
„მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული“ (ლუკა. 21,19).
სიამაყის ცოდვის შესახებ
სიამაყე საკუთარი თავის განდიდებისა და თაყვანისცემის ვნებაა, როცა ადამიანი საკუთარ „მეს“ ყველაზე მაღლა აყენებს. ამაყი თავის შესაძლებლობებსა და უპირატესობას დიდად აფასებს.
სიამაყე მძიმე ცოდვაა – ყოველგვარი უკეთურების ძირი.  ამიტომაც არის, რომ ღვთის სიტყვა განსაკუთრებით მკაცრად განსჯის მას. „ცოდვის საწყისი სიამაყეა, – ამბობდა ერთი ძველი კეთილშობილი ბრძენი, – და მისი მფლობელი ბილწებითაა შეპყრობილი“.
ამის გამო ამაყ ადამიანს უფალი მკაცრად სჯის. ღვთის სიტყვა გვასწავლის, რომ ქედმაღალი უწმიდურია უფლის წინაშე. ღმერთი არა ამაყებს, არამედ თავმდაბალ ადამიანებს სწყალობს. თვით უფალი ამბობს: „რაც კაცთა შორის ამაღლებულია, ღვთის წინაშე სისაძაგლეა“ (ლუკა. 16,15). ამიტომაც, როგორც უფლის სიტყვა გვმოძღვრავს, ნუ იკვეხნის ბრძენი თავისი სიბრძნით, ძლიერი – ძლიერებით, მდიდარი – სიმდიდრით. ნუ იამაყებს ნურავინ, ძმებო, ნურც ტანსაცმლით, ნურც ხმითა და მჭევრმეტყველებით, ნურც ლოცვითა თუ სხვა კეთილი რამ საქმით. როგორც ნაყოფი ფუჭდება ადვილად სინესტეში, ასევე იღუპება კეთილი საქმე, აღსრულებული სიამაყითა და პატივმოყვარეობით. როგორც ნაკელის კმევა არ შეიძლება საცეცხლურით, ასევე არ იღებს უფალი პატივმოყვარისა და ამაყის ლოცვებს.
მაშინ, ძმებო, განვაგდოთ ჩვენგან სიამაყის ცოდვა და ვისწავლოთ თავმდაბლობა. ამინ!скачать dle 11.3