კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 როგორ მჟღავნდება საბოლოოდ ადამიანის ცხოვრების ნამდვილი წესი და ვინ დაიმსახურებს საშინელ სამსჯავროს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

„წირვაზე რომ მოდიხართ, როგორ უნდა მიხვდეთ, რა წაიღეთ. როცა ადამიანი წყაროზე მიდის, რამხელა ჭურჭელსაც მიიტანს, იმდენ წყალს წაიღებს. რა გულითაც მოდიხართ, იმდენ მადლს წაიღებთ აქედან. დავანებოთ ყველაფერს თავი, ჩაიხედეთ თქვენს გულში, სულში და გაიგეთ, რა გჭირთ. დიდი ასავსებლები მოიტანეთ, რომ ბევრი მადლი წიაღოთ ეკლესიიდან, რათა სხვასაც გაუნაწილოთ და თქვენც დიდხანს გქონდეთ. შეუნდეთ ერთმანეთს ცოდვები და დიდმარხვა შეინახეთ სიყვარულით,“ – ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– მინდა, შევახსენო მათ, ვისაც ჰგონია, რომ აღსარების თქმა, ეკლესიაში მოსვლაა მთავარი, მუდმივად ერთი და იგივე რომ ხდება მათ ცხოვრებაში. იუდაზე ეკლესია არ ლოცულობს. ეს არის ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრება წარწყმიდა. მოინანია, 30 ვერცხლი მიიტანა, აღიარა: მოგეცით მართლის სისხლი, იქვე დააბნია, მაგრამ მას მერე, ქრისტესთან დაბრუნების სურვილი არ ჰქონდა. თქვენ მოდიხართ, ამბობთ რომ ეს დააშავეთ, ეს სცოდეთ, მაგრამ მიდიხართ და თქვენს ცხოვრებაში არაფერი იცვლება. ეს ძალიან საინტერესო მდგომარეობაა და ჩვენ მუდმივად ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ვტირით, ვნერვიულობთ, განვიცდით, მაგრამ მაინც არაფერი იცვლება. ზაქეს კი არ უტირია, ხეზე არბის ტანმორჩილი კაცი და არავისი რცხვენია. როგორც ეს დღეს ხდება, ბევრი ჩუმად მარხულობს, ხანდახან ეკლესიაში მოდის, მაგრამ არ უნდა, მის გარშემო მყოფმა ადამიანებმა გაიგონ, რომ მარხვას ინახავს, ეკლესიაში დადის. ან, რას ნიშნავს არ გცალია და ვერ მიდიხარ ეკლესიაში. ხშირად ადამიანები საკუთარ თავს სახარებისეულ ფარისეველსაც ადარებენ. ჩვენგან არავინ ჰგავს მას, რადგან ის ჩვენთან შედარებით, უკეთესი იყო: დადგენილზე მეტს ასრულებდა, უბრალოდ, საკუთარ თავზე ცოტა მეტი შეხედულება ჰქონდა. ეგონა, რომ მეზვერეზე უკეთესი იყო, რომელიც გულში მჯიღს იცემდა. მაგრამ, ისიც გამოვიდა გამართლებული, თუმცა არა ისე, როგორც მეზვერე. ჩვენ ფარისევლებზე უარესები ვართ, რადგან დადგენილს ორმაგად კი არა, ერთმაგადაც არ ვასრულებთ. მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ხელში ავიღებთ ბაირაღებს, ხატებს და მართლმადიდებლების მარშით გვინდა, ვიღაც დავამარცხოთ. ვაჩვენოთ, როგორი ერთობაა ჩვენში, როგორი მაგარი მართლმადიდებლები ვართ. ამ დროს კი ეცინება ეშმაკს, მან ზუსტად იცის, როგორებიც ვართ.
– საბოლოოდ, ადამიანის ნამდვილი სახე მაინც მჟღავდება ხოლმე.
– ღმერთი სიყვარულია, საშინელებაა ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ცოდვები, რომელიც საბოლოოდ, მაინც გამომჟღავნდება. რომ გვეგონა, ეს მამაო წმიდანი, ეს ეპისკოპოსი წმიდანი, აღმოჩნება, რომ ისინი ასეთები არ არიან. იოანე ოქროპირი ამბობს: გამიკვირდება, ისეთ ხალხს ვიხილავ სამოთხეშიო. ვინც მეგონა, რომ სამოთხეში მოხვდებოდნენ ან უკვე არიან-მეთქი, იქ არ აღმოჩნდებიანო. აქედან გამომდინარე, ეკლესიამ იმიტომ დაადგინა ეს დიდი მკურნალობა, თავისი დიდი შესავლით, რასაც დიდმარხვა ჰქვია, რომ იქნებ, კიდევ გაგვიჩნდეს გამოსწორების სურვილი. იქნებ მიხვდე, რომ ფარისეველზე უარესი ხარ, რომ სიკეთე უნდა გააკეთო. იცით, რომ სიყვარულის ხილული გამოვლინება, უპირველეს ყოვლისა, არის მოწყალება. იაკობ მოციქული, უფლის ხორციელი ძმა ასეთ რამეს ამბობს: მოწყალება აღმატებულია სამსჯავროზე, რამეთუ მოწყალება უფრო მეტია, ვიდრე სამსჯავრო. ანუ ის ხალხი ვინც უმოწყალოა, სიკეთეს არ აკეთებს, არც გაუკეთებია, საშინელი სამსჯავრო იქნება მათთვის. მაგრამ, ვინც მოწყალებას გასცემდა, მოწყალე იყო, ის შეწყალებული იქნება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როგორი სარწმუნოება გაქვს: გინდა პროტესტანტი იყავი, გინდა კათოლიკე ან მუსლიმანი. მთავარია, სიკეთე გააკეთო და სამოთხეში მოხვდები. ბევრს ესმის ასე: ღმერთი ერთია და მთავარია, სიკეთე აკეთო, სხვა რამეს რა მნიშვნელობა აქვს. ასე არ არის. მარჯვენით დგომა, გამარჯვება, მართლმადიდებულური ცხოვრების წესით შეიძლება მხოლოდ. სწორად სიკეთეს აკეთებს ის, ვისაც სწორი აღმსარებლობა აქვს. ზოგი სიკეთეს იმიტომ აკეთებს, რომ შემდეგში პატივი და დიდება მიიღოს. განსაკუთრებით არჩევნების, წინ ხომ ხედავთ, გარკვეული კანდიდატები როგორი კეთილები არიან. თუ ადამიანს სწორი, ჭეშმარიტი აღმსარებლობა არ აქვს, ის ვერ გააკეთებს სიკეთეს. სამგვარი, სამი სახის სიკეთე არსებობს.
– როგორია ისინი და რა განსხვავებაა მათ შორის?
– 1. მონური სიკეთე, როდესაც ადამიანს ქვეცნობიერად ეშინია და გაუგია ჯოჯოხეთი არსებობს, კანკალებს, ცახცახებს, როგორც მონა. გასცემს მოწყალებას, ოღონდ იქ არ მოხვდეს. 2. დაქირავებული მუშა, რომელსაც გაუგია, რაღაც კარგი ადგილი არსებობს – სამოთხე და იქ უნდა, მოხვდეს. ამიტომ აკეთებს სიკეთეს, როგორც დაქირავეუბული მუშა. 3. არც ჯოჯოხეთის ეშინია, არც სამოთხე აინტერესებს და სიკეთეს იმიტომ აკეთებს, რომ ღმერთის შვილია და მას ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი სიკეთის კეთება. მან იცის, რომ ღმერთი სიკეთეა, იცის – ღმერთი სიყვარულია და რადგან იცის, რომ ღმერთის შვილია, მადლით მიცემული აქვს სიკეთის კეთების უნარი. ამიტომაც აკეთებს და არ ამბობს: ვერ დავანახვე, რა ბრმა და უგუნურია, დღეიდან აღარ გავაკეთებ სიკეთეს, რადგან არავინ ხედავს. ისე აკეთეთ სიკეთე, რომ მარცხენამ არ უნდა იცოდეს, რას აკეთებს მარჯვენა ხელიო. შენმა ქმარმა ან ცოლმაც კი არ უნდა შეგაქოს, რომ აკეთებ, არ უნდა მოუყვე: როგორი კეთილი ვარ, ეს გავაკეთე, ის გავაკეთეო. შენი ქმარი, ცოლი მოყვება მეგობრებში, როგორი კეთილი მეორე ნახევარი ჰყავს და დაგიკრავენ ტაშს. ადამიანს უნდა დაეხმაროთ ისე, როგორც შეგიძლიათ. იოანე ოქროპირი ამბობს; თუ დაინახე, რომ ადამიანი ოდნავ გატყუებს, ადექი და სპილენძი მიეციო, ანუ ხურდა ფული. თუ დაინახე, რომ ისე რა გაჭირვებულია, ვერცხლი მიეცი და თუ დაინახე, რომ მართლა გაჭირვებულია, მაშინ ოქრო მიეციო. ამის გაგება ძალიან ადვილია. ეცადეთ, სიტყვით, ღიმილით მაინც რომ დაეხმაროთ ადამიანებს. ის, ვინც სიკეთეს აკეთებენ, ამას არც იმახსოვრებს: როდის გავაკეთეო – იტყვის ხოლმე. როცა ვხედავთ, რომ საშინელ პერიოდშია ქვეყანა, უნდა ამოვიღოთ ხმა, რაღაცით უნდა ვანუგეშოთ სხვა. მაგრამ, ჩვენ მხოლოდ ლანძღვა ვიცით და ამ დროს შენ რას აკეთებ, როგორ იცავ ადამიანს, მას რას უკეთებ? დღეს ძალიან მძიმე, უკიდურეს მდგომარეობაში ვიმყოფებით. ძალიან ბევრ ცხოველს გადაურჩენია ადამიანი და ჩვენ, ერთმანეთს საერთოდ არ ვეხმარებით. ეს ყველაფერი დიდი ხანია, დაიწყო და სახარებაშიც წერია: დადგება საზარელი ჟამი, შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ, მშობლები – შვილების წინააღმდეგ და ვინც ჩემი სახელით ცივ წყალს დაგალევინებთ, ეს არ დაეკარგებაო. წარმოიდგინეთ, ისე გადაგვარდება ხალხი, რომ ერთი ჭიქა ცივი წყლის მიწოდებაც გასაკვირი გახდება. დღეს 90 პროცენტი ეკლესიისკენ არის შემობრუნებული. ეს ბუნებრივი მდგომარეობაა, ასეც უნდა იყოს. რადგან ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია, მისტიკური სხეული ქრისტესი და ქრისტემ გვითხრა: მე განმდევნეს და თქვენც დევინილები იქნებით. თუ ჩვენ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები ვართ, უნდა ვიდევნებოდეთ და თუ არ ვიდევნებით, მაშინ ვაი ჩვენ. ეკლესია ირყვნება მაშინ, როცა აფინანსებენ, ეფერებიან, ადიდებენ, აქებენ და ყოველთვის წინა ხაზზე არიან. ეკლესია უნდა იდევნებოდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ავიხსნათ აბჯარი, სახარება, ჯვარი გვეჭიროს ხელში და ბოროტის გავარვარებული ისრები უნდა მოვიგერიოთ. საშიშები არიან და უნდა გვეშინოდეს იმ ადამიანების, რომლებსაც ჩვენნაირი შესამოსელი აცვიათ და ჩვენიანები არ არიან. ვისაც პატრიარქის კურთხევა არაფრად მიაჩნია, ვისთვისაც ქართველობა, ეროვნულობა, ერთობა, სიყვარული არაფერს ნიშნავს, გარდა მისი პირადი თანამდებობისა და მომავალი პატრიარქობისა. ყოველთვის ციხე შიგნიდან ტყდება. იეღოველები, მასონები ვერაფერს დაგვაკლებენ. მაგრამ, იქამდე ხომ უნდა მიხვიდე. მიხვდე, ვინ არის პეტრე, პავლე და იუდა. ამის გარჩევა დღეს ძალიან ძნელია. ამიტომ მეტი სიბრძნე, განათლება, სიყვარული გვმართებს, რომ მივხვდეთ, ვის რა სჭირდება. ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, გავათბოთ და ვუთხრათ: შვილო, იღუპები, ეს გჭირს და შენ დახმარება გჭირდებაო.

скачать dle 11.3