კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 რატომ ექცევა მტრად გათხოვილ ქალს ოჯახის წევრი და რა უნდა დათმოს მან

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე

ქალური შური რომ არსებობს, ეს სადავოც აღარ არის. ქალებს შეუძლიათ, ერთმანეთის წინააღმდეგ საშინელი ინტრიგები ხლართონ, თანაც ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, თითქოს მასზე ძვირფასი არავინ ჰყავდეთ. ქალური ბოღმის სათავე რთული საპოვნელია. ძნელია, გაარკვიო, რა ამოძრავებს ერთ ქალს მეორის წინააღმდეგ – რადგან მიზეზი ბევრნაირი შეიძლება, იყოს – ახალი კაბა და ფეხსაცმელიც კი. ზოგჯერ უკეთესია, სააშკარაოზე არ გამოიტანო შენი ბედნიერება...

მარიამი (39 წლის): რამდენი წელი უნდა გაკავშირებდეს ადამიანთან, რომ კარგად გაიცნო, განსაკუთრებით, როცა საქმე ოჯახის წევრს ეხება. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ჩემი უახლოესი ნათესავი, ის ქალი, რომლის იმედიც სულ მქონდა, ზურგს უკან ორმოს თუ გამითხრიდა. თანაც, ერთბაშად კი არა, ნელ-ნელა და მიზანმიმართულად. პრობლემაა ისიც, რომ, როცა მტერი ასე ახლოს გყავს, შენ გვერდითაა მოკალათებული და ნელ-ნელა გშხამავს, ფაქტობრივად, განიარაღებული ხარ. ჯერ ერთი, დროს კარგავ იმაში, რომ არ იცი, საიდან გაჩნდა პრობლემა და ვინ დგას ამღვრეული წყლის სათავეში. მართლა არ ვიცი, რა დავუშავე, რით გამოვიწვიე ასეთი შური და ღვარძლი მასში. ლაპარაკია ჩემი ქმრის დაზე – მულზე, რომელსაც თავიდან ჩემზე ძვირფასი არავინ ჰყავდა.
– რატომ დაგიპირისპირდათ მული?
– ვერ ვიტყვი, რომ დამიპირისპირდა. ეს გაცილებით რთული და „ჩახლართული“ ამბავია. აშკარად რომ გამხდარიყო ჩემი მტერი, უფრო გავარკვევდი ჩვენი ურთიერთობის დეტალებს და მზადაც ვიქნებოდი მოსალოდნელი საფრთხისთვის. ზურგში მახვილმა გამანადგურა და ლამის ოჯახიც დამინგრია. რა პრობლემა უნდა მქონოდა მულთან ისეთი, რომ მტრად მქცეოდა – ვერც წარმოვიდგენდი. რა უნდა ჰქონდეს რძალსა და მულს გასაყოფი? ნორმალურ სიტუაციაში – არაფერი.
არანორმალურ სიტუაციაში – მამაკაცი. ყოფილა შემთხვევები, როცა რძალი და მული ერთი მამაკაცის გამო მეტოქეებად ქცეულან.
– მივხვდი, რაც იგულისხმეთ, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის. მე არავინ მყავს ქმრის გარდა და არც მყოლია. ჩემს მულზე ვერაფერს ვიტყვი. ბევრი ვიფიქრე და ეჭვი გემიჩნდა – რატომ შეიძლებოდა, შევძულებოდი. მიზანმიმართულად დაიწყო ჩემი რეპუტაციის ნგრევა.
– ანუ...
– ძალიან უნდოდა, უზნეო გამოვეყვანე, ჩემი ქმრის თვალში შევერცხვინე, დავემცირებინე. ამით ცხოვრებას დამინგრევდა და კმაყოფილებას იგრძნობდა.
– რატომ?
– ძალიან დიდხანს ვერ ვხვდებოდი, ვინ იყო ჩემი მტერი და ავის მოსურნე. არ მესმოდა საფრთხეც, რომელიც აქედან მოდიოდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ვიღაც „ტიპმა“, სრულიად უცნობმა, მესიჯების წერა დამიწყო. მწერდა: შემთხვევით გნახე და ვეღარ გივიწყებ. შენზე თითქმის ყველაფერი ვიცი... მერე რა, რომ ქმარი გყავს, ჩემს გრძნობას ბარიერს ვერ შეუქმნის, უნდა გნახო და გითხრა, როგორ მიყვარხარო... მოკლედ, ჯერ მეცინებოდა, მერე აღარ მომეწონა. იმიტომ რომ, ქმარი დაეჭვდა, მე არაფერი მითხრა, მაგრამ ტელეფონის გაქექვა დაიწყო. სადმე თუ დაინახავდა ჩემს ტელეფონს, ეგრევე იღებდა და კითხულობდა მესიჯებს. მე ვიფიქრე, რომ შემთხვევით იეჭვა რაღაც, თურმე მისი დაიკო „ურევდა ტვინს“. ის იყო წყლის ამღვრევიც და ბოროტების სათავეც.
– რა დაუშავეთ. მანამდე შეგინიშნავთ, რომ სძულდით?

– არა. მსგავსი არაფერი შემინიშნავს და წარმოუდგენელი იყო მისგან ასეთი მტრობა. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. მართლა დად მიმაჩნდა და მიყვარდა. მეგონა, მასაც ასეთი გრძნობა ჰქონდა ჩემ მიმართ. ვცდებოდი მის შეფასებაში. ერთი, ჩემთვის სრულიად უმნიშვნელო შემთხვევის გამო გადამეკიდა. არადა, შეეძლო, პირდაპირ დამლაპარაკებოდა, აეხსნა ყველაფერი და მეც კბილებით დავიცავდი მის ინტერესებს.
– რამე კონკრეტული იყო?
– დიახ. მე თვითონ და საკმაოდ გვიან მივხვდი, რა შეიძლება, ყოფილიყო მიზეზი, მისი ასეთი გაავებისა. თუმცა, შეიძლება, ვცდები და უმთავრესი ქალური შურია – ბოღმა იმის გამო, რომ მე ბედნიერი ოჯახი შევქმენი, იმან კი ვერა. ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს. რატომ ვერ ახერხებს, ბედნიერი იყოს? – არ ვიცი. ნორმალურ ვითარებაში, ეს არც უნდა ყოფილიყო ჩემი პრობლემა, მაგრამ არ მოისვენა. მოკლედ, ერთ დღეს, თანამშრომელ გოგოებთან ერთად კაფეში შევედი და იქ ჩემი მული დამხვდა, ვიღაც სიმპათიურ მამაკაცთან ერთად. მინდოდა, მივსულიყავი და მივსალმებოდი ჩვეულებრივად, ადამიანურად. ცუდი მართლა არაფერი მიფიქრია, მაგრამ სახე მომარიდა, თითქოს საერთოდ არ მიცნობდა. ისეთი გამომეტყველეაბა გაუხდა, თითქოს ყინულისგან გამოთალეს. ცოტა მოშორებით დავსხედით. ვიყურებოდი მისკენ. ვაღიარებ, თავისი საქციელით დამაეჭვა. ის მამაკაცი ისე შესციცინებდა, ჩვეულებრივი ნაცნობი აშკარად არ იყო. მაგრამ, გულწრფელად გეუბნებით, არანაირად არ ვაპირებდი მის საქმეში ჩარევას. არც ჩემს ქმარს – მის ძმას ვეტყოდი რამეს, რა სისულელეა, მაგრამ თავად „ჩართო“ ბოროტების მანქანა. ააგორა ბინძური „კამპანია“ და გადაწყვიტა, შანტაჟით გავეჩუმებინე. არც არაფრის თქმას ვაპირებდი. ჩემს ქმარსაც სწერდა ჩუმად, რომ მე მისი ერთგული არ ვიყავი. პარალელურად, მესიჯი მესიჯზე მომდიოდა „ვიღაც ჩემით მოხიბლული“ ბიჭისგან. ისეთი სკანდალი მოხდა ჩემს ოჯახში, ქმარს ვერაფრით ვარწმუნებდი, რომ არანაირი კავშირი არ მქონდა იმ უჩინარ „თაყვანისმცემელთან“. ჩემი მული იქით  მიგიჟებდა ქმარს, აქეთ კი მე „მიჩიჩხინებდა“: ასეთ ქმარს არ იმსახურებ, მიაგდე და წადი, უკეთესს იპოვიო. მოკლედ, ჩემი ოჯახი დანგრევის პირამდე მივიდა. ზღვარზე ვიყავით. იმან გადამარჩინა, რომ სრულიად შემთხვევით, ჩემმა ქმარმა „გაშიფრა“ თავისი და... ღმერთი დამეხმარა, რომ ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა. ძალიან მძიმე პერიოდი გავიარე და ჩემს მულს არასდროს ვაპატიებ იმ ტკივილებს, რაც გადავიტანე. ჩემს ოჯახში ფეხს ვეღარ დაადგამს. ქმარიც მეთანხმება. ძალიან არის გაბრაზებული, თუმცა, მისი დის ოჯახის დანგრევა არც უცდია და მეც მომთხოვა, არაფერი მოვიმოქმედო. ღირსი კი არის, ისე მოვექცე, როგორც მე მომექცა, თანაც სრულიად უსაფუძვლოდ. „ის „ტიპიც“ თვითონ იყო და თვითონ მწერდა სასიყვარულო მესიჯებს. უსინდისო და ბოროტი, ადამიანების რწმენა დამიკარგა. ყველას ეჭვით ვუყურებ. არაადამიანური საქციელი ჩაიდინა თავისი უზნეობის გადასაფარად. ოჯახი რომ მართლა დამნგრეოდა, ვერ გადამირჩებოდა.
скачать dle 11.3