კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 შიგადაშიგ პრინციპულები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ისე მოხდა, რომ გასულ კვირას ამერიკელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს რუს სამხედროებზე (რა თქმა უნდა, სირიაში და მათზე, რომლებიც სირიის სამთავრობო ძალებს საკუთარი ინიციატივით ეხმარებიან).
იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციამ ოფიციალურად უკვე გამოიყვანა თავისი შენაერთები სირიიდან, ოფიციალური ვერსიით, ამერიკული ავიაციის შეტევას შეეწირნენ რუსი დაქირავებული სამხედროები (რუსული კომპანია „ვაგნერისა“).
დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია (ან კი ვინ დააზუსტებს?!), ვინაიდან ოფიციალური მოსკოვი დუმილის უფლებას იყენებს. ასევე, უცნობია ამ დუმილის მიზეზიც: ბოღმას გულში ინახავენ და აშშ-ს ჯავრს ჩვენი წონის მოკავშირეებზე იყრიან თუ, ახლა ასეა მათთვის ხელსაყრელი (მით უფრო, რომ რფ დიდად არც საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეს დაგიდევთ, თუ ვინმეს წინააღმდეგ გამოსაყენებლად არ სჭირდება).
რფ-ის საგარეო უწყებამ ერთი ის განაცხადა, რომ „კლასიკური დეზინფორმაციაა“  (ყვავმა ყვავს უთხრა, შავი ხარო) ასობით დაღუპულ რუს სამხედროზე ლაპარაკი (თავდაპირველი ცნობით, თითქოს ასეულობით რუსი დაიღუპა ზემონახსენები შეტევისას). ხოლო, რაკი ომი ომია და არა სასიყვარულო პაექრობა –  ომში სწორედ ერთმანეთის დასახოცად მიდიან (მით უფრო, დაქირავებულები) და ვერც ოკუპანტის ჭირისუფლობას მოგვთხოვს, მაინცდამაინც, სინდისი, ფაქტია, რომ 40 დაღუპული არც ისე ცოტაა.
გეოპოლიტიკური კონტექსტით, ფაქტი უსიამოვნოა, იმიტომ რომ, როგორც წესი, აშშ-ელი და რფ-ელი სამხედროები ერიდებიან უშუალოდ ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტას (ჩვეულებისამებრ, მოკავშირეების სამხედროებსა და  სპეცსამსახურლებს უხოცავენ ხოლმე ერთმანეთს), მაგრამ მოსკოვის დუმილი გვაფიქრებინებს, რომ, მაინცდამაინც, არ გლოვობს (თუ რატომ, ამას მოვლენების განვითარება გვიჩვენებს).
ოღონდ, თუ გავიხსენებთ, რომ რფ-ის სამხედრო დოქტრინის მიხედვით, მათ მიინიჭეს უფლება, დაიცვან საკუთარი მოქალაქეები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში (და სწორედ ამ მოტივით დაგვესხნენ თავს 2008 წლის აგვისტოში), დუმილი, ცოტა არ იყოს, უცნაურია, თუ, რა თქმა უნდა, საკუთარი მოქალაქეების უფლებებს მხოლოდ ცხინვალში არ იცავენ; იმ მარტივი მიზეზით, რომ დარწმუნებულები არიან, ჩვენ ნამდვილად მოგვერევიან?! –
скачать dle 11.3