კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 რატომ ჰქონდა ერეკლე დეისაძეს დავა გია ყანჩელის ვაჟთან და როგორ გრძელდება მისი და თიკო სადუნიშვილის ურთიერთობა

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

ერეკლე დეისაძის ახალ ვიდეორგოლს, სიმღერაზე „ხალხური,“ დადებიდან მცირე ხანში, სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი გაზიარება და სკანდალი მოჰყვა. ერეკლეს თავის ახალ კომპოზიციაში გამოყენებული აქვს ნატო მეტონიძის მიერ შესრულებული გია ყანჩელის სიმღერა – „შენ ერთადერთი“. ერეკლეს საავტორო უფლებების ასოციაციიდან დაუკავშირდნენ და „იუთუბიდან“ სიმღერის აღება მოსთხოვეს. თუ როგორ განვითარდა მოვლენები, ერეკლე თავად გვიამბობს:

ერეკლე დეისაძე:
საავტორო უფლებების ასოცაციიდან დამიკავშირდნენ და „იუთუბიდან“ სიმღერის აღებას მთხოვდნენ. უკმაყოფილებას გამოთქვამდა ყანჩელის ვაჟი სანდრო. მერე მე და სანდრომ ვისაუბრეთ ტელეფონით. ავუხსენი, თუ რატომ, რისთვის. მომისმინა და პრეტენზიები შემდეგ არცერთ მხარეს აღარ ჰქონდა. მოვგვარდით, აღარ გახდა საჭირო ამ ორგანიზაციის ჩართულობა. ყანჩელი ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ფიგურაა, როგორც კომპოზიტორი. მიმაჩნია, რომ ეს ჟესტი ყანჩელისთვის, მისი მუსიკისთვის უფრო პლუსია, ვიდრე მინუსი. ეს კულტურული გამოწვევაა, რომელიც მე გავაკეთე და კარგი შედეგი გამოიღო. ამით არ კნინდება ყანჩელი, პირიქით, უფრო მრავალფეროვანი ხდება. ეს იყო ჩემი პატივისცემის გამოხატულება მის მიმართ. ნატო მეტონიძეს არ ჰქონია პრეტენზია. მოისმინა და როგორც ვიცი, მოეწონა.  მისი ხმა კიდევ ერთხელ გაცოცხლდა ამ ჩემს სიმღერაში.
– ფიქრობდი, რომ გაჰიტდებოდა? რატომ არ შეუთანხმდი ყანჩელსა და მეტონიძეს?
– მე ჰიტებს ვქმნი და ჭერში ვაწყობ. დარწმუნებული ვიყავი, რომ გაჰიტდებოდა. არასდროს ვცდები წინასწარ დასკვნებში. ამ შემთხვევაშიც, მოლოდინს გადააჭარბა ნახვებმა. ახლაც მოთხოვნადი სიმღერების სამეულშია. იმიტომ არ შევუთანხმდი მეტონიძესა და ყანჩელს, რომ შევთანხმებოდი, ეს ამბები არ მოჰყვებოდა.
– პოპულარობისთვის ქმნი სკანდალებს?
– მაგით დავიწყე და მოვედი. თავიდანვე პოპულარობისთვის ვაკეთებდი – საქართველოში ვიღაცას თუ სილა არ გაარტყი და გააწანი, ისე ძალიან რთულია, ვინმე რამით დააინტერესო. თავიდან, თავის დასამკვიდრებლად, ეს ხრიკი ძალიან კარგი იყო და შედეგსაც მივაღწიე. ძალიან ბევრიც არ მიფიქრია. ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, სადაც ადამიანების ცნობა ვისწავლე – ქუჩაში. 90-იანი წლების ქუთაისი სხვა კულტურა იყო, სხვა ურთიერთობა ადამიანებს შორის. შესაბამისად, რაღაც მხრივ, მეც გამოვლილი მაქვს. მერე გავაცნობიერე, რომ ძალადობის გარეშეც შეიძლება, იყო ბედნიერი და დაგროვილი სწავლა კულტურასა და ხელოვნებაში გადმოვიტანე. ამან განაპირობა ის, რომ ძალიან მარტივი არ არის, ოცი წლის ასაკში გაიღვიძო და ყველა შენკენ იშვერდეს თითს. ყველა შენ წინააღმდეგაა, მათ შორის, ოჯახშიც. მე ყოველთვის მყავდა მაგალითი – იესო ქრისტე, რომელიც მარტო იყო; ჯორდანო ბრუნო, რომელიც ასევე მარტო, მაგრამ მართალი იყო. როცა რაღაც ნაბიჯს დგამ, ბუნებრივია, მზად ხარ რეაქციისთვის.
– შენი და თიკო სადუნიშვილის ურთიერთობაც სკანდალისა და პოპულარობისთვის იყო?
– მე და თიკო ძალიან ახლო მეგობრები ვართ. იმდენად ახლო, რომ რაც ოჯახის წევრის მიმართ მაქვს, იგივე დამოკიდებულებაში ვარ მასთან. ეს იყო პერფორმანსი – როგორ ადებილებს მასმედია ადამიანს. ჩვენ ჩვენი პირადი გვაქვს, მაგრამ ხალხმა ასე ჩათვალა, იმიტომ რომ, ადვილი მოსატყუებელია.
– ცხოვრებაშიც ისევე ბილწსიტყვაობ, როგორც შემოქმედებაში?
– სკოლის პერიოდიდან მქონდა პროტესტის გრძნობა. ერთხელ დედაჩემს  მასწავლებელმა უთხრა, მეშინია ხელი არ დამარტყასო. თუმცა, არ ვაპირებდი. მე ვარ გარემოს ადეკვატური. როგორი გარემოცაა, იმის შესაბამისი რეაქციები მაქვს. გარემო ძალიან ცუდია და ეგეთი ცუდიც ვერ ვარ. ამიტომ, ვცდილობ, ბოლომდე მათნაირი არ ვიყო. ცხოვრებაში ბევრად სხვა ვარ. როგორც ბერი ისე ვცხოვრობ. ჩემი სივრცე მაქვს, ტაძარი და ამ სივრცეში ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს. ზოგიერთი ცდილობს, ამ სივრცეში შემოჭრას, მაგრამ იმდენად მყარად ვდგავარ, ყოველი მათი მცდელობა უშედეგოა. ჩემი სივრცე თავისუფალია, მრავალფეროვანი. ცხოვრებაში ბევრად ზრდილობიანი ვარ, ვიდრე შემოქმედებაში. იმიტომ რომ, რეალურ ცხოვრებაში სითავხედის უფლება შეიძლება, არ მივცე თავს, მაგრამ ამ სითავხედეს ბოლომდე ვდებ შემოქმედებაში. ზოგადად, ხელოვნებაში რაღაც ზღვრის დაწესება არასწორი მგონია. მაგრამ, რეალურ ცხოვრებაში საზღვრების  გავლება იქამდე მაინც გიწევს, სანამ სხვა ადამიანი იწყება. ამიტომ, ეს ზიზღი, პროტესტი, რაც შეიძლება, რეალურ ცხოვრებაში გამოვიდეს, გადადის შემოქმედებაში, ოღონდ ამას კულტურული ფორმა ეძლევა და არავის აზიანებს.
– მარიხუანა გჭირდება შემოქმედებისთვის?
– ეს უფრო დამატებითი კომპონენტებია. ახლა რომ დავიწყო, თუ პლანს არ მოვწევ, არაფერი გამოვაო, ტყუილია. პირადად ჩემთვის, როგორც კოფეინი, შოკოლადი მაგ კატეგორიაში გადის, რელაქსაციის საშუალებაა, რითიც საკუთარ შიდა ომებსა და შიდა ამბებს ვაბალანსებ, რომელიც გარეთ შეიძლება, არ ჩანდეს. როცა ამ თემაზე მიდის მსჯელობა, მე ყოველთვის მოვუწოდებ, რომ ყველამ თავისი არჩევანი თვითონ გააკეთოს. არ არის ისე, რომ კარგი მუსიკოსი, შემოქმედი უნდა ეწეოდეს, უნდა სვამდეს. ყველა თვითონ განსაზღვრავს თავის რაციონს. ამ შემთხვევაში, ეს ორი კომპონენტი ერთმანეთთან იმდენად დაკავშირებული არ არის. ჩემი მხრიდან მოწოდება რომ მარიხუანა კარგია, არაეთიკური მგონია. მე პრეტენზია იმათ მიმართ მაქვს, ვინც მარიხუანის გამო, ადამიანებს ციხეში სვამს.
– ერეკლე ერთ-ერთ გამოკითხვაში გოგონებისთვის მოსაწონი, ქართველი მამაკაცების სიაში მოხვდი. რა არის შენი ხიბლი, რატომ მოსწონხარ გოგონებს?
– ალბათ, თვითგამორკვევაში ვეხმარები ადამიანებს. ეს ჩემი მიზანი არ არის, მაგრამ თუ ვინმეს აინტერესებს, ვცდილობ, ჩემი მხრიდან, რაღაც დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, რჩევა მივცე და მთავარი – ჩემი პოეზიით იხიბლებიან. ბევრი გოგო მწერს, გამოხატავს ყურადღებას. ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი და მოტივაციას გაძლევს: ვიღაცებს შენი სჯერათ, კონცერტებზე მოდიან, საჩუქრებს მიგზავნიან – მაისურს, კედებს, სათვალეს, აქსესუარებს...
– შენ როგორი გოგონები მოგწონს?
– უპირველესად, თავისუფალი უნდა იყოს. ნებისმიერი თავისუფლება პირადი სივრციდან იწყება.  პირადი სივრცის პრობლემა ძალიან დიდია ჩვენს ქვეყანაში. რადგან გოგოები ძირითადად მშობლებთან ერთად ცხოვრობენ, ამიტომ ის გოგო, მე რომ რაღაც ღირებულებებზე მელაპარაკება, ცოტა მეცინება. ჩემი თავი მახსნედება იმ პერიოდიდან, ოჯახთან ერთად რომ ვცხოვრობდი. ჩემი ხედვა ძალიან განსხვავდება იმ შეხედულებებისგან, რაც მაშინ მქონდა. ყველა უნდა მოდიოდეს პირადი თავისუფლებიდან. უპირველესად, ეს ჩემთვის საინტერესოა, თუ რამდენად შეუძლია ქალს რაღაც მარტომ დამოუკიდებლად გააკეთოს. მე არ მიმაჩნია, რომ კაცი უფრო ძლიერია, ვიდრე ქალი. ეს ხედვა ჩემთვის მიუღებელია. ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, გვაქვს მაგალითები, როცა მამები ომში იღუპებოდნენ, იმ ტვირთს ქალები  ეჭიდებოდნენ. მგონია, რომ ადამიანს საერთო სივრცის მიღმა, პირადი სივრცე უნდა ჰქონდეს, სადაც მას შეუძლია ვენტილაცია. არის მომენტები, კი შეიძლება, გიჟდებოდე, გიყვარდეს, მაგრამ ხანდახან გჭირდებოდეს, მარტო დაიძინო. ამის გაგება ხშირად უჭირს მეორე ადამიანს. გოგოებიც მე ასეთები მომწონს, რომლებიც ისე ფიქრობენ, როგორც მე.
– ქალიშვილობის ინსტიტუტზე რა აზრის ხარ?
– მე მგონია, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი არ არის ჩვენს ქვეყანაში. მაგას ყურადღებას აღარავინ აქცევს. ქალიშვილობის ინსტიტუტი რას ნიშნავს, არ ვიცი. არის ადამიანი და არის მისი არჩევანი და მისი ნება, რომელიც თანაბარია კაცსა და ქალს შორის. თუ თანასწორობაზე ვსაუბრობთ, იგივე უნდა მოვთხოვოთ კაცსაც. მაშინ შეუძლია, ქალმაც მოსთხოვოს კაცს ვაჟიშვილობა. ქუთაისშიც ასე ვფიქრობდი და ახლაც.
– როგორი ხარ შეყვარებული?
– ძალიან რომანტიკოსი ვარ, ზედმეტადაც კი. უფრო წერა მეხმარება რომანტიკოსობაში. ეს ის თვისებაა, რომელსაც ვერ შეიძენ – ან ხარ ან არა. გოგოს გამო, ადრე სიგიჟეებს ვაკეთებდი. მერე, წერა რომ დავიწყე, იქ გადავიტანე. გოგოებისთვის ყვავილები მიმქონდა, ძალიან მიყვარს, ოღონდ, რომ ხმებოდა და ყრიდნენ, ეს არ მომწონდა, მერე ქოთნის ყვავილების ჩუქებაზე გადავედი. ცალმხრივადაც მყვარებია. თუ შეყვარებული არ დაგშორდა, კარგ ლექსს ვერ დაწერ. უნდა იგრძნო ის ტკივილი და ყველაფერი. მე აბსოლუტურად მადლობელი ვარ ყველა იმ გოგოსი, ვისაც ჩემთვის გული უტკენია.
скачать dle 11.3