კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 დაბრუნდება თუ არა „დიდ შესვენებაში“ ნიკო და რას არ აკეთებენ ნიკა ჩხაიძე და თინი გალდავა გენდერული თანასწორობის გამო

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

„დააბრუნეთ ნიკო სერიალში“ – ეს და მრავალი სხვა, ამ შინაარსის თხოვნა მოჰყვა „იმედზე“ ახალი სერიალის, „დიდი შესვენების“ პირველი სეზონის მოულოდნელ დასასრულს. ბოლო ნაწილში მთავარ პერსონაჟს ნიკოს, რომელიც მაყურებლის დიდი სიყვარულით სარგებლობდა, კლავენ, რამაც მაყურებლის „აღშფოთება“ გამოიწვია. ამ როლს სერიალში მსახიობი ნიკა ჩხაიძე ასრულებს.
ნიკა ჩხაიძე: სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა მაყურებლის ასეთი რეაქცია. ვიცოდი, რომ სერიალს ბევრი ადამიანი უყურებდა, მაგრამ ამხელა სითბო მაინც მოულოდნელი იყო. უამრავი მწერს, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც თინეიჯერები აქტიურობენ. ყველა ითხოვს, რომ სერიალი გაგრძელდეს და ნიკო ცოცხალი იყოს, რის გამოც დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და უკვე ვნერვიულობ, ხალხს იმედი არ გავუცრუო.


– დაბრუნდება ნიკო სერიალში?

– არ ვიცი, შეიძლება, ცოცხალიც აღმოჩნდეს. გამორიცხული არაფერია, მაგრამ ჯერ სერიალის შემქმნელებმაც არ იციან, რა იქნება. ნიკო ჩვეულებრივი ბიჭია იმ პრობლემებით, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს აქვს ცხოვრებაში. პატარებს განსაკუთრებით იმიტომ უყვართ, რომ დისშვილთან აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. მე პირადად, თითქმის ყველაფერში ვეთანხმები მას. არის რაღაც, რითაც ერთმანეთისგან განვსხვავდებით, მაგრამ ბევრ რამეში ვგავარ. შრომისმოყვარე, ოჯახის წევრებთან თბილი დამოკიდებულება აქვს. მხოლოდ დისშვილის ნაცვლად, მე ძმისშილები მყავს (იცინის).
– გულშემატკივრებს შორის რომ უამრავი გოგოა, თინის როგორი რეაქცია აქვს ამაზე?
– (იცინის). თინი არ ეჭვიანობს, საბაბიც არ აქვს საამისო. ყველა დიდ სითბოს გამოხატავს ჩემ მიმართ და ეს მასაც ძალიან უხარია. მეც ასე ვიყავი, როცა თინი გადიოდა იგივე ეტაპს.
– როგორ მიდის თქვენი ოჯახური ცხოვრება?
– ორი წელია, ერთად ვართ. 24 იანვარს გვქონდა ქორწინების ორი წლისთავი. 13-ში თინის დაბადების დღე აქვს და ამიტომ ქორწინების იუბილეც 13-ში გადმოვიტანეთ (იცინის). ბათუმში წავედით, თბილისის ყოველდღიურობას მოვწყდით და იქ კარგად დავისვენეთ. აქამდე არასდროს ვყოფილვარ ბათუმში ზამთარში და ძალიან მაგარი გამოვიდა.
– რა შეცვალა თქვენს ურთიერთობაში ქორწინების ორმა წელმა?
– ბევრი რამ შეიცვალა. რომ ქორწინდები, თავიდან უფრო აჟიტირებული ხარ. ყველაფერი მოგწონს და ჭკუაზე არ ხარ, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრობ. რაღაც პერიოდის შემდეგ, პატარა პრობლემებიც იჩენს თავს. ადამიანს ყველასთან მოგდის კონფლიქტი, დედა იქნება, მამა თუ სხვა. ამიტომ, არაა გასაკვირი, რომ, როცა ორი სხვადასხვა ადამიანი ერთად იწყებს ცხოვრებას, იქ აუცილებლად იქნება აზრთა სხვადასხვაობა. მთავარია, ეს ყველაფერი დიდ პრობლემად არ აქციო და ისე არ შეხედო, თითქოს რაღაც საშინელების წინაშე აღმოჩნდი. საბედნიეროდ, ისეთი შემთხვევა არ გვქონია, რომლის გამოსწორებაც არ შეიძლება, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე წვრილმანი რაღაცები. თუმცა, მერე ეს პერიოდიც გადის და ის მომენტი დგება, როცა უკვე მართლა გამოხედვით ხვდები ყველაფერს. მთავარია, რომ ეს ყველაფერი დროებითია, ძალიან მალე ლაგდება და ისევ იმ მაგარ და ჰარმონიულ პერიოდს უბრუნდება, რასაც შეყვარებულობა და ახალი ცოლქმრობა ჰქვია. ახლა უკვე ზეპირად ვიცი, რა არ მოეწონება თინის და ანალოგიურად, იცის მანაც. ეს ყველაფერი, უპირველესად, ურთიერთპატივისცემას მოაქვს, რა თქმა უნდა, სიყვარულთან ერთად.
– დღეს განხილვადი თემაა გენდერული თანასწორობა და თქვენს ოჯახში როგორ დგას ეს საკითხი?
– ჩემთან და საერთოდ, მგონია, რომ არცერთ ნორმალურ ოჯახში არ დგას პრობლემა, რომ ქალი იჩაგრება. ამიტომ, არასდროს გამჩენია სურვილი, ჩავრთულიყავი კამპანიებში – „მოდი, არ დავჩაგროთ ქალები“. არ მესმის, ამას რად უნდა ხაზის გასმა?! ერთმანეთს ვცემთ პატივს და მე ვფიქრობ, ეს არის გენდერულიც და ყველანაირი თანასწორობის საფუძველი. თუ ადამიანს რამის გაკეთება არ უნდა და შენ თავზე დაადგები, კაცი ვარ და რომ გეუბნები, უნდა გააკეთოო, ეს ცოტა უცნაური მგონია. თუ ქალი სულ სამზარეულოში არ ტრიალებს, არც ეს ნიშნავს, რომ კაცი მოწოდების სიმაღლეზე არ დგას. თუ რამეს გავაკეთებ, ისევ და ისევ იმიტომ, რომ უპირველესად, მე მსიამოვნებს, თუ თინის რამით გავახარებ და არა იმის გამო, რომ გენდერული თანასწორობა დაირღვევა, თუ ამას არ გავაკეთებ და ამის გამო ცოლი მეჩხუბება (იცინის).
– ახალ სახლში გადახვედით?
– სულ რამდენიმე თვეა, აქ გადმოვედით. მანამდე მშობლებთან და ძმასთან ერთად ვცხოვრობდით ერთ სახლში. დიდ ოჯახს, ძალიან დიდ ხიბლთან ერთად, მინუსებიც აქვს. ვფიქრობთ, წყვილი მაინც ცალკე უნდა იყოს. ელემენტარულად, უცებ რამეზე ლაპარაკი რომ მოგინდება, თავს არ შეიკავებ. ეს კარგია, რადგან თუ ემოციები არ გამოუშვი, მერე შეიძლება, უაზრო რაღაცაზე ამოხეთქო დაგროვილი ბრაზი და გაუგებრობა მოჰყვეს იმას, რომ თავის დროზე ვერ თქვი შენი სათქმელი. ოჯახის წევრების ნახვაც მერე, უფრო დიდი დღესასწაული ხდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როცა ცალკე ცხოვრობ, მერე უფრო კარგად აცნობიერებ, რომ ოჯახი გაქვს.
– ვისი გემოვნებით მოაწყვეთ ახალი სახლი?
– ეს სახლი დიდი ხანია ასეთი იყო. რამდენიმე თვეში, თვითონ ჩვენებიც გადმოდიან  აქ და მოგვიწევს ცოტა ხანს ერთად ცხოვრება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც ცალკე ვაპირებთ ყოფნას. საბედნიეროდ, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ თინის და ჩემს მშობლებს. ძირითადად, ყველაფერი მამამ გააკეთა. რაზეც კი ავიჩემეთ, ჩვენ გაგვეკეთებინა, წესიერად არაფერი გამოვიდა. ამიტომ უპირობოდ დავუთმეთ ეს საქმე მამას (იცინის).
– ერთად ცხოვრება ცალკე თემაა და რძალდედამთილობა – კიდევ სხვა. ამ ამბებში როგორ ხართ?
– ჩვენდა საბედნიეროდ, ჩემს მშობლებს არ აქვთ რაღაც წესები, რძალი ასე და ისე უნდა მოიქცესო (იცინის). რაღაც არის, რასაც პატივი უნდა სცე და თინის დამსახურებით, ამ მხრივ, პრობლემები ნამდვილად არ გვაქვს (იცინის).
– საზოგადოების თვალში, ცოტა მკაცრი ოჯახი გაქვთ, წესრიგითა და აკადემიურობით გამორჩეული...
– დედა – ეკა ჭკუასელი, უკვე რამდენიმე წელია, მთავარი ქორეოგრაფია და ისიც ზუსტად ისეთია, როგორიც ბაბუა. ვარჯიშის დროს, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იყო დამნაშავე, ყოველთვის მე მხვდებოდა. მე კი სულ ვაპროტესტებდი, რატომ-მეთქი? რეპეტიციაზე პირველად რომ მივედი და ბაბუა ჯემალი ვნახე, მივხვდი, სულ სხვა კაცი იყო – ძალიან მკაცრი და საქმიანი. თუმცა, როგორც კი დარბაზის კარს გამოიხურავს, სულ სხვა ადამიანია. ასეთები არიან ჩემი მშობლებიც. მამა – ივანე ჩხაიძე მომღერალია და როცა საქმეზეა ლაპარაკი, ყოველთვის მაქსიმალურს ითხოვს. მაგრამ, ოჯახურ ურთიერთობებში ძალიან თბილები არიან.
– შენი ურთიერთობა როგორია თინის მამასთან. რადგან მამაოა, ეს, ალბათ, თავისებურ  შეზღუდვებს გულისხმობს.
– ყოველ კვირაში გვაქვს ოჯახური დღესასწაული, რომელსაც ხუთშაბათობა ჰქვია. ამ დღეს, ყველა მამაოსთან ვიკრიბებით და არაჩვეულებრივ დროს ვატარებთ. მამაო საოცრად უკრავს გიტარაზე და მისი მოსმენა ყველას ძალიან გვიყვარს. ძალიან კარგი ადამიანია. მასთან ნებისმიერ თემაზე შეგიძლია საუბარი. უშუალო ურთიერთობაში, ნამდვილად ვერ იგრძნობ, რომ სასულიერო პირია. იმ დაძაბულობას ვგულისხმობ, რომელიც, ერთი შეხედვით, შეიძლება, სასულიერო პირთან გქონდეს. თორემ, მისი ადამიანობა, რა თქმა უნდა, დიდ პატივისცემას იმსახურებს. ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს მამაო ჩემს წარმოდგენაში.
скачать dle 11.3