კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 რატომ ეგონა დალი ჩიტალაძეს 16 წლის ასაკში ქორწინება თავისუფლება და როგორ იმოსება ის

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

ყოველთვის მოღიმარ და პოზიტიურ დალი ჩატალაძეს წელს ქორწინებიდან 15 წელი შეუსრულდა. ამბობს, რომ მისი ცხოვრების ყველაზე სრულყოფილი ეს 15 წელია, რადგან ძლიერი და შემდგარი მამაკაცი ჰყავს გვერდით. როგორი მეუღლე, დედა და ბებიაა ქმრის შვილიშვილისთვის, თავად გვიამბობს.

დალი ჩიტალაძე:
ჩემი ცხოვრების ბოლო 15 წელი  ყველაზე შემდგარი და სრულყოფილია. მე, საერთოდ, მიმაჩნია, რომ ქალისა და კაცის ყველაზე სრულყოფილი ცხოვრება ცოლქმრობაა, რაც  დიდი შრომა და დიდი სამსახურია. აუცილებლად უნდა დაუთმო დრო, თორემ როგორც კი ყურადღებას მოაკლებ, ეგრევე ყველაფერი ფუჭდება. მანამდე, ჩემი შვილის მამას რომ გავცილდი, თვრამეტი წელიწადი მარტო ვცხოვრობდი და ძალიან რთული იყო ეს თვრამეტი წელი ჩემს ცხოვრებაში. ძალიან რთულია იმის არჩევა, ვისთან გინდა, გაატარო დარჩენილი ცხოვრება. იმიტომ რომ, 16 წლის ასაკში დაუფიქრებლად გავთხოვდი, თავისუფლება მეგონა ცოლქმრობა. როდესაც უკვე,  გააზრებულ და დაფიქრებულ ნაბიჯს დგამ ცხოვრებაში, ამას უკვე დრო სჭირდება.
– რით მოგხიბლათ თქვენმა მეუღლემ?
– პიროვნული თვისებებით, სიძლიერით. საერთოდ, მე ძლიერი პიროვნება ვარ, მაგრამ მამაკაცი ჩემს გვერდით ჩემზე ძლიერი უნდა იყოს. სხვანაირად, ვერ ავიტან. მე მყავს ასეთი მეუღლე და ძალიან ბედნიერი ვარ ამით.
– რთულია ურთიერთობის ლამაზად შენარჩუნება?
– ყველანაირი ურთიერთობა რთულია. მეგობრობაც კი, შრომაა. მეგობარი მარტო ლხინში არ გინდა, ჭირშიც და ლხინშიც მის გვერდით უნდა იყო. ცოლქმრობის პირველი და აუცილებელი პირობა მეგობრობაა. თუ გინდა, რომ შენი ცხოვრება რაღაცას ნიშნავდეს და მნიშვნელოვანი იყო  მეუღლისთვის, შვილისთვის,  მეგობრებისთვის, ამას დიდი შრომა სჭირდება. ყოველთვის ვამბობ, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ ბავშვობაში გვეპატიება. სულ ვცდილობ, არ დავკარგო მეგობარი. მხოლოდ ერთი თუ ორი შემთხვევა ყოფილა, რომ, დავკარგე და აღარ მაქვს ურთიერთობა. თორემ, ღმერთმა ნუ ქნას, რომ გაუჭირდეს და დახმარება მთხოვოს,  მის გვერდით ვიქნები. ეს სხვა მომენტია,  რომ ურთიერთობა აღარ გინდა. ხდება, მაგრამ თუ ოდესმე ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება და წითელ ხაზს გადმოკვეთს, იქ ვამთავრებ ყველაფერს.
–  პოზიტიური და მხიარული ხართ. შინაურებიც ყოველთვის ასეთს გიცნობენ?
– ყოველთვის ასეთი ვარ და თუ ხასიათი მეცვლება იმას ვერ იტანენ – რა ხდება, რა გჭირს? მე რომ ამერიკაში  ჩავედი, სხვა პლანეტაზე მოვხვდი. კომპლიმენტს გეუბნებიან: რა ლამაზი კაბა გაცვია, სად იყიდე? – გეკითხება უცხო ადამიანი. კარგად რომ გამოიყურები, განწყობაც კარგი გაქვს. ამერიკაში ყველა მოღიმარი სახით დადის. ორჯერ თუ შეგხვდა ერთი და იგივე ადამიანი ქუჩაში, უკვე გიღიმის. მე საერთოდ ვცდილობ, ცუდზე არ ვიფიქრო და ყველაფერი პოზიტიურად მივიღო. თუ რაღაც შემხვედრია ცხოვრებაში – ნეგატივი, ეს ადამიანის დაკარგვაა. მიმაჩნია, რომ სიკვდილი ყველაზე ძნელი აღსაქმელია ცხოვრებაში. ორი შემთხვევა იყო, ჩემი ძმისა და დის დაკარგვა. ეს იყო ყველაზე ცუდი მომენტები ჩემს ცხოვრებაში. თურმე რაზე უნდა იფიქრო, რაზე უნდა ინერვიულო – არაფერზე, ყველაზე ძნელი ადამიანის დაკარგვაა, რასაც ჰქვია სიკვდილი. ღმერთის ყველაზე დიდი საჩუქარია, რომ გაძლევს საშუალებას, დაბერდე. სიბერესაც ხომ თავისი მინუსები აქვს – ის ენერგია აღარაა, მაგრამ გაქვს ცხოვრების გამოცდილება, რაც არ აქვს 30 წლის გოგოს. ეს ის მომენტია, როცა შენს დათესილს იმკი და ამით იღებ სიამოვნებას. შეგიძლია, შენი გამოცდილება სხვას გაუზიარო, ასწავლო. მე ვიქნებოდი ძალიან კარგი პედაგოგი და ალბათ, მექნებოდა სკოლა. მშურს იმ ადამიანების, ვისაც ყოველდღიური კავშირი აქვთ ახლაგაზრდებთან. აი, მაგალითად, ჩემი მეუღლის დას აქვს საკუთარი სკოლები და მშურს მისი. სულ ვეუბნები, დიდი ბედნიერებაა, როცა შეგიძლია, ვინმეს ასწავლო და განათლება მისცე. ცხოვრებაში მატერიალური არაფერია სანატრელი, გარდა განათლებისა. განათლებას მიიღებ და ინტელექტისა  და ცხოვრების ხარისხი იზრდება, მეტი პრეტენზიები გიჩნდება. ვნანობ, რომ პედაგოგი არ ვარ.
– თქვენც თქვენი ბლოგით ხომ ასწავლით ადამიანებს მოდას, ჯანსაღი ცხოვრების წესს...
– დღესდღეობით, რასაც მე ვაკეთებ, მაქვს ბლოგი „შოპინგ ვიზ დალი”. ეს პირობითი სახელია, თორემ ხალხს ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ. ვასწავლი, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ლამაზად. ჯანსაღი ცხოვრების წესი მარტო შოპინგი არ არის. მარტო კარგად ჩაიცვა  და ჯანმრთელი არ იყო, ასე არ გამოვა.  ადამიანმა კვირაში სამჯერ მაინც უნდა ივარჯიშო. უნდა მოინდომო და გამოძებნი დროს. სიგარეტი არ უნდა მოწიოთ. მე ცუდი გოგო ვიყავი – ვეწეოდი, თან, ძალიან გვიან დავიწყე მოწევა. მაგრამ, ისეთი პერიოდი იყო, ყველა ეწეოდა. მერე, ამერიკაში რომ ჩავედი, 1994 წელს, იქ შემოიღეს კანონი: აღარ უნდა მოგეწია ცხოვრებაში. ჩემი შვილიც არ ეწეოდა და იძულებული გავხდი, მეც არ მომეწია.
– სახლშიც ყოველთვის კარგ ფორმაში ხართ, თუ ხალათით და ჩუსტებით შეიძლება, თქვენი ნახვა?
– სახლშიც უნდა იფიქროთ, რომ კოხტად იყოთ. არ შეიძლება, სახლშიც ქუსლებით იარო. სასახლეებში არ ვცხოვრობთ. სასახლეებში ცხოვრობს ერთი და ორი და ისინიც, დარწმუნებული ვარ, ცდილობენ, კომფორტულად იყვნენ. ფორმაში ყოფნაა რომ გაიღვიძებ, უპირველესად, იფიქრო, სისუფთავეზე, ჰიგიენაზე. სახლში „ნასკი” გეცმევა, ჩუსტი თუ ბოტასი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. გიყურებს შენი შვილი, ქმარი.
– მეორად ტანსაცმელს თუ ყიდულობთ?
– როგორ არა, მეორადებში დავდივარ. ისე დაიმაინტერესა, რომ სპეციალურად გავაკეთე ბლოგისთვის და ყველაზე მეტი ნახვა აქვს ამ ბლოგს.
– როგორი დედა ხართ?
 – ძალიან ლიბერალური დედა ვარ. არ ვიცი, კარგია თუ ცუდი. 37 წლისაა უკვე ჩემი შვილი და სულ იმას ვეუბნები, დღე და ღამე: ვახო, ცოლი მოიყვანე. ერთი ამაზე ვკამათობთ. თან, ვცდილობ, რაღაც არ მოვახვიო თავზე. არავის ცხოვრებაში ჩარევა არ მიყვარს, მით უმეტეს, – შვილის. მე სულ ვამბობ, რომ სრულყოფილება სიმარტოვეში არ არის. სრულყოფილებაა, როცა ხართ წყვილი.
– როგორი ბებია ხართ თქვენი მეუღლის შვილიშვილისთვის?
– სულ მინდოდა, ქალიშვილი მყოლოდა. მართლა, ძალიან მიყვარს ჩემი ანასტასია, იმიტომ რომ, მასში ვხედავ იმ თვისებებს, რაც ჩემს მეუღლეს აქვს. ძალიან პრანჭიაა. ერთი პერიოდი, რემონტს აკეთებდნენ და ჩემთან ცხოვრობდნენ. სერიოზულად ვჩხუბობდით ხოლმე ჩაცმაზე: არა, ამას არ ჩავიცვამო, მეუბნებოდა. ერთხელ, ოთახში ვართ, ჩემმა მეუღლემ შემოაღო კარი და ხედავს სცენას: ანასტასია მეუბნება, დალი, შენ შენი გემოვნება გაქვს და მე ჩემიო. ექვსი წლის იყო. ვიჯექით მე და ჩემი მეუღლე და ვკვდებოდით სიცილით. ძალიან მიყვარს და სულ ვამბობ, მაგიტომ მინდა, ალბათ პედაგოგობა, პატარა ბავშვებთან რომ მქონდეს ურთიერთობა-მეთქი. ჩემი ახლად შეძენილი მეგობრები ჩემზე ძალიან პატარები არიან – საინტერესოა მათთან ურთიერთობა.
скачать dle 11.3