კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 იპოზიორებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ჟურნალისთვის შიშვლად და ვინ ემუქრებოდა მას მოსკოვში მოკვლით

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

მომღერალ ხვიჩა კვარაცხელიას მუსიკალური კარიერა მოსკოვში საკმაოდ წარმატებულად გრძელდება. მას სამომავლოდაც საინტერესო გეგმები აქვს. ამჟამად ხვიჩა საქართველოშია და ახალ სიმღერაზე მუშაობს. მოსკოვში ყველაფერი გაწერილი, დაგეგმილი აქვს და საკმაოდ წარმატებულადაც.
ხვიჩა კვარაცხელია: ჩემს კარიერაში პატარ-პატარა სიახლეა. ასტანას შემდეგ შემოთავაზება მქონდა „ფაბრიკა ზვიოზდიდან“ და ასევე, ყაზახეთიდანაც. „ფაბრიკაში“ მინდოდა მონაწილეობა, მაგრამ ადრე თუ „პირველ არხზე” გადიოდა, ახლა „მუსტევეზეა“, რომელსაც ყველა არ უყურებს და რეიტინგიც ნაკლები აქვს. ამიტომ, უარი ვთქვი. ახლა „ვოისს“ ველოდები.


– რას ფიქრობ, რას მოგიტანს „ვოისში“ მონაწილეობა?

– ყველამ იცის, რომ მსგავსი კონკურსები მოსკოვში კორუმპირებულია და ფულზე მეტად, ნაცნობობა ჭრის. ქეთა კი მყავს, მაგრამ ის სხვა წრეა, შოუს კი სხვა ხალხი კურირებს. პირველ ქასთინგზე გაგვიყვანენ და რინგიდან გამოგიშვებენ: ხომ მოგეცით შანსიო. „ვოისი” მოსკოვში ნომერ პირველი შოუა და მასში მონაწილეობა უფრო მეტი პესრსპექტივაა. რომ ვამბობ, საქართველოდან ვარ და იქაურ კონკურსებში ვმონაწილეობდი-მეთქი, ეს სულ სხვაა, ვიდრე რომ იტყვი, რუსულ „ვოისში“ გამოვდიოდიო, მასა უკვე გცნობს. განსაკუთრებით, თუ დასამახსოვრებელი ტიპაჟი ხარ.
– შენ ხარ დასამახსოვრებელი, ქარიზმატული ტიპი.
– მეც ხშირად მსმენია ეს. უბრალოდ, საკუთარ თავზე როგორ ვილაპარაკო. ადრე მქონდა სცენის შიში – ერთი სული რომ გაქვს, სიმღერა დაამთავრო და სცენიდან გახვიდე. ახლა აღარ მაქვს, გამომიმუშავდა სცენის სიყვარული. პირველად სტუდენტურ დღეებში ვმონაწილეობდი, გავიმარჯვე და ისეთი შეშინებული ვიყავი, როგორ მოვიგე, არ ვიცი. ჩემს შემთხვევაში ხომ სულ ასეა: როცა რაღაც შემეშლება, რაც უპატიებელია, იქ ვიგებ. ან კაციშვილმა არ იცის, რას ვაკეთებ და მაშინაც ვიგებ. როცა მგონია, რომ რაღაცას არასწორად, ცუდად ვაკეთებ, მაშინ მიმართლებს და ვიგებ. სადაც თავდაჯერებული ვარ, იქიდან უარით მისტუმრებენ. არ ვიცი, ალბათ, საკუთარ თავში რაღაც უნდა გადავაფასო.
– როგორი ხარ ცხოვრებაში?
– ზოდიაქოს ნიშნით „სასწორი” ვარ – ანუ  სულ ფიქრებში, ისე, თავი რომ აგტკივდება ხოლმე. ბოლო რამდენიმე წელია, გადავწყვიტე: თავში პირველად რა აზრიც გამივლის, ის გავაკეთო. სხვათა შორის, ასეთი გადაწყვეტილება უფრო ამართლებს. „სასწორის“ თვისებები ცოტა მიშლიდა ხელს, მაგრამ ბევრი რამეც არ ემთხვევა. ადრე ნამდვილი „სასწორი“ ვიყავი – მერყევი. ვიღაცა რაღაცას რომ მეტყოდა: უი, ჰო ასეა-მეთქი. ძალიან ადვილად გადავდიოდი სხვის აზრზე. მთელი ბავშვობა  გავლენის ქვეშაც ადვილად ვექცეოდი. სტუდენტობის ასაკიდან საკუთარი შინაგანი „მე“ გამოვიმუშავე, სხვა პიროვნებად ჩამოვყალიბდი.
– რა გაგიკეთებია ისეთი, განსაკუთრებით სკოლის პერიოდში, როცა ვინმეს გავლენის ქვეშ ექცეოდი?
– უფრო ბავშვური რაღაცები. სულ არ მინდოდა, ჩემი მასწავლებელი უხერხულ სიტუაციაში ჩამეყენებინა, რამდენიმე მათგანი ძალიან მიყვარდა. მაგრამ, მთელი კლასი რომ ბუნტდებოდა, მეც მიწევდა ამის გაკეთება. რაც შეეხება სიგარეტის მოწევას, ბავშვობაში კი დავიწყე, მაგრამ პირველივე კვირაში მივხვდი, რომ ეს ჩემი არ იყო. ვიღაც სიამოვნებას იღებს, მე კი ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა, იმდენად ცუდად მხდიდა. არც სიგარეტს ვეწევი, არც ნარკოტიკებით დავინტერესებულვარ. ჩილიმზე, ბოდიში და, გული მერევა. „პლანი“ მომიწევია, მაგრამ იშვიათად. რეალურ ცხოვრებაში იმდენი რამ ხდება... ალბათ, ვიღაცას სჭირდება ის მეხუთე კარი, რომელსაც ადამიანი ფანტაზიებში გაჰყავს. მე ჯერ ეს არ დამჭირვებია.
– რამდენი კარი გაქვს გახსნილი?
– ხალხი სასაცილოდ ამიგდებს, მაგრამ ასეა: სიზმრებს ვნახულობ და  რაღაც პერიოდის შემდეგ, მიცხადდება. ბავშვობაში სიზმრებს ვიწერდი. მერე, რომ ვადარებდი და  ზუსტად ხდებოდა, დავიჯერე. სულ მესიზმრება მელოდიები, სიმღერები, ტექსტები, დუეტები და მერე, რომ არ მახსოვს, ვბრაზდები. ახლა ვწერ ერთ-ერთ სიმღერას დუეტში, რომელიც დამესიზმრა. ბავშვობაში სიზმრებს ვმართავდი – ერთი სული მქონდა, დამეძინა და რასაც ცხადში ვერ ვაკეთებდი, ის სიზმარში გამეკეთებინა. ვაკეთებდი კიდეც. მაგრამ, მერე ეს ეტაპიც დამთავრდა.
– რა ხდება პირად ცხოვრებაში? კიდევ აქტიურობენ ოლიგარქების მეუღლეები?
– მოკლედ, სექტემბერში ისეთი ურთიერთობა მქონდა, რომ არ ჩამოვშორებოდი ამ ყველაფერს, ალბათ, სისხლი დაიღვრებოდა. ჩემი ერთი გამოსვლის შემდეგ, გამეცნო გოგონა და ძალიან კარგად აეწყო ჩვენი ცხოვრება. ერთი თვე ერთად ვიყავით და ძალიან ბედნიერი, მასთან გადასვლას ვაპირებდი, შემდეგ კი – ერთად უნდა ჩამოვსულიყავით საქართველოში. იდილიის პიკს რომ მივაღწიეთ, ერთ ღამეს „ინსტაგრამში” მომდის ინგლისურად წერილი: თქვენ შეყვარებულები ხართ თუ რა ხდებაო. თურქი წარმოშობის კაცი იყო, რომელსაც „ინსტაგრამზე” ამ გოგოსთან ერთად გადაღებული ძალიან ბევრი ფოტო ედო, ოღონდ, რაღაც პერიოდის წინ. როგორც აღმოჩნდა, ის იყო ვიღაც მილიონერი, სამშენებლო კომპანიების მფლობელი და 2 წლის განმავლობაში  ერთად იყვნენ. შემდეგ დაშორდნენ, მაგრამ ამ კაცს ისე უყვარს, რომ ყველაფერზეა წამსვლელი. სულ აკონტროლებს, უთვალთვალებენ და მეც აღმოვჩნდი ფოტოკამერებში, სადაც ერთად ვიყავით. თავიდან გავბრაზდი, მერე ცოტა დავფიქრდი: რა შარში ვყოფ თავს-მეთქი. შემდეგ წამოვიდა დამუქრებები და გამომიგზავნეს ჩემი ოჯახის წევრების შესახებ ყველა ინფორმაცია: სად არიან, რას აკეთებენ. პირდაპირ დამემუქრნენ: თუ თავს არ დაანებებ, ჯერ ოჯახის წევრებით დავიწყებთო და მერე მეც მიმაყოლებდნენ ალბათ. გადავწყვიტე, პირადად შევხვედროდი. მოკლედ, ავუხსენი ყველაფერი და მანაც ამიხსნა. შემდეგ ბოდიშიც კი მომიხადა: გავცხარდი, თან 36 წლის ვარ, შენ 23-ის და მრცხვენია, ამაზე რომ გელაპარაკები. ეს გოგო ისე მიყვარს, ყველაფერზე ვარ წამსვლელი. არ მინდა, რამე სისულელე გამაკეთებინო, თავი დაანებე, თუ არ გიყვარსო. ერთი თვის ურთიერთობაში სიყვარულზე ლაპარაკი არც იყო, თუმცა ძლიერ მომწონდა. მივხვდი, იმ ადამიანს იმდენად უყვარს, ყველაფერზე წამსვლელია და დავუთმე. იმ გოგოსაც დაველაპრაკე, ძალიან ადეკვატურად მიიღო, რადგან იცოდა, მე ვინ ვიყავი და ის – ვინ. საფრთხის წინაშეც არავინ დააყენა. ამის მერე, ზუსტად სამჯერ მქონდა შემთხვევა, კონცერტის შემდეგ მოსულან მანდილოსნები, დავუპატიჟებივარ, მაგრამ მე ვდებ მიკროფონს და მივდივარ. არ მინდა მსგავს სიტუაციაში გავეხვიო. ჯერ ისევ შოკი მაქვს. ისე მოგკიდებს ვიღაც ხელს და გაგაქრობს, ვერავინ ვერაფერს გაიგებს. ამიტომ, ვერიდები მსგავს სიტუაციებს, წინასწარ ვამზადებ ნიადაგს. ახლა შემიძლია, ვთქვა, მესამე თვეა, თავისუფალი  არ ვარ, აქ ყველაფერი გაზომილია. შეყვარებული ვარ, ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ ვაპირებთ ერთად გადასვლას.
– მან გადაგიღო ის ფოტო, სადაც შიშველი ხარ, „ინსტაგრამზე” რომ დადე და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
–  დედაჩემს ვაჩვენე ეს ფოტო და გაუკვირდა: ამაზე ლაპარაკობს ხალხიო?! „ინსტაგრამზე” დავდე, დიდი მოწონება დაიმსახურა, ბევრია დადებითი კომენტარი. მეორე დღეს მირეკავს დეიდაჩემი: ეს რა დადე, რომ ყველა ინტერნეტ-გამოცემა შენზე ლაპარაკობსო. თან, მიგზავნის ლინკებს: ხვიჩა კვარაცხელია გაშიშვლდა, მისი ეროტიკული ფოტოები... გაშიშვლებაც არის  და გაშიშვლებაც. ეს არის შავი სილუეტი, სადაც არაფერი ჩანს. უბრალოდ, კარგი ნომერი გვქონდა აღებული და ისეთი ლამაზი ხედი იყო, ფოტო გადავიღე.
– ფოტოგრაფსაც კარგი კადრი ჰქონდა დაჭერილი. ბევრი დუბლის გადაღება დასჭირდა?
– კი, მშვენივრად გადაიღო. რამდენიმე დუბლი იყო და მერე ავარჩიეთ.
– შიშველი იპოზირებდი ჟურნალებისთვის?
– ჩემი ფოტო ძალიან ესთეტიკურია და მსგავსი თუ იქნება, არ ვიტყვი უარს, რატომაც არა. ამაში რა არის სამარცხვინო, თან, შოუ-ბიზნესში ყველას აქვს ასეთი ფოტოები.
скачать dle 11.3