№7 ყვავილების მაღაზია „ჰორტენსია” – საუკეთესო არჩევანი ყველანაირი გემოვნების მომხმარებლისთვის
ყვავილების მაღაზია „ჰორტენსია” 2011 წელს გამოჩნდა და წლების განმავლობაში ღირსეული ადგილი დაიკავა ქართულ ბაზარზე. ის მომხმარებელს სთავაზობს, როგორც ულამაზესი თაიგულების ფართო არჩევანს ყველანაირი გემოვნების ადამიანებისთვის, ასევე, ქორწილებისა და კორპორატიული საღამოების გაფორმება-გალამაზებას. წლების განმავლობაში „ჰორტენსიას” გუნდი მუდმივად ზრუნავს განვითარებასა და მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნაზე. ამ მიზნით, გთავაზობთ ონლაინ-მომსახურებას, რაც კიდევ უფრო მარტივსა და სასიამოვნოს ხდის ყვავილების შეძენის პროცესს.
ნატალია ჭყონია („ჰორტენსიას” დამფუძნებელი): დაახლოებით, მეათე წელია, რაც ყვავილების სფეროში ვარ. მაღაზია „ჰორტენსია” მეექვსე წელია, არსებობს. ვაფასებ ყველაფერს, რაც ესთეტიკას ეხება და მათ შორის, ყოველთვის მომწონდა ყვავილებთან ურთიერთობა. ნელ-ნელა, ისე ჩავები ამ საქმეში და იმდენად დიდ სიამოვნებას ვიღებ ამ ყველაფრისგან, რომ ვერ წარმომიდგენია მის გარეშე ცხოვრება. ვერც სხვა სფეროში ვხედავ ჩემს თავს.
– ვისთან ერთად მუშაობთ?
– მყავს ფლორისტების ძალიან კარგი გუნდი. ისინი „ჰორტენსიას” შექმნის დღიდან ჩემთან ერთად არიან და კიდევ გვემატებიან ახალი წევრებიც. მე ვყალიბდები გარკვეულ დიზაინზე და ისინი ამ
ყველაფერს ახორციელებენ ჩემი მეთვალყურეობით.
– საიდან შემოგაქვთ ყვავილები?
– თუ ადრე მხოლოდ ჰოლანდიიდან შემოგვქონდა, ახლა ბევრად გაფართოვდა არჩევანი. შემოდის როგორც ჰოლანდიიდან, ასევე თურქეთიდან და ბევრი სხვა ქვეყნიდან. აღსანიშნავია, რომ სენზონზე ძალიან კარგი ყვავილებია საქართველოშიც და ყოველთვის ვცდილობთ, ქართულს მივანიჭოთ უპირატესობა. ამისთვის აქტიურად ვთანამშრომლობთ ქართველ მომწოდებლებთან. მალე ტიტების სეზონი დაიწყება და საქართველოში მოყვანილი ტიტების ფართო არჩევანი იქნება ჩვენს მაღაზიაში.
– გარდა ქორწილებისა, კიდევ რა ტიპის ღონისძიებებს აფორმებთ?
– ძალიან ხშირად გვიწევს სამთავრობო ტიპის ღონისძიებებზე მუშაობა, რა დროსაც აუცილებელია, შესაბამისი პროტოკოლის დაცვა და ბევრი ნიუანსის გათვალისწინება გვიწევს. არაერთ მნიშვნელვან ღონისძიებაზე გვიმუშავია. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში,” ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულების გაფორმების აღსანიშნავი ცერემონიალი, რომელიც ჩვენ გავაფორმეთ. ასევე, შემიძლია, გავიხსენო ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ჩამოსვლა საქართველოში. მე გავაკეთე ქალბატონისთვის აეროპორტში დასახვედრი თაიგული და ჩვენ გავაფორმეთ გალა ვახშამიც. იყო კიდევ ერთი ვახშამი, რომელიც ჯონ მაკკეინის საქართველოში ჩამოსვლის აღსანიშნავად გაიმართა.
– როგორ ეხმარებით მათ, ვინც არ არის ჩამოყალიბებული, როგორი გაფორმება სურს?
– როცა არ იციან, რა უნდათ, რამდენიმე ვარიანტს ვთავაზობთ, დიზაინისა და ფასის მხრივ იმისთვის, რომ არჩევნის საშუალება ჰქონდეთ. ღონისძიების გაფორმების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ სეზონს, ლოკაციას, სტილს და იქიდან გამომდინარე, ვაკეთებთ შეთავაზებას. ხშირად წინასწარ იციან, რა ფერსა და რა სტილში უნდათ გაფორმება. შემდეგ, ჩვენ ამ ყველაფერს ვხვეწთ და ლამაზად ვფუთავთ.
– ალბათ, თითოეული ღონისძიება დიდი პასუხისმგებლობაა თქვენთვის.
– რა თქმა უნდა. როცა ადამიანი ნდობას გიცხადებს და მისი ცხოვრების საუკეთესო მომენტების გალამაზებას სწორედ შენ განდობს, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. მაგრამ, იმდენად კარგად გვაქვს ეს სისტემა აწყობილი და ისე ორგანიზებულად ვმუშაობთ, რომ ჩვენი გამოცდილების ხარჯზე, ყველანაირი ხარვეზი მინიმალურამდეა დაყვანილი. ჩვენთვის ღონისძიების მასშტაბი და სირთულე დაბრკოლებას არ წარმოადგენს.
– მაღალია კონკურენცია ამ სფეროში და რით გამოირჩევა „ჰორტენსია” დანარჩენებისგან?
– ძალიან მოდური გახდა ყვავილების ბიზნესი. შესაბამისად, კონკურენციაც საკმაოდ მაღალია.
კითხვაზე, თუ რით განვსხვავდებით სხვებისგან, ყოველთვის ერთი პასუხი მაქვს: „ჰორტენსია” მხოლოდ ბიზნესი არ არის ჩემთვის და მხოლოდ მოგების კუთხით არ ვუდგები ამ ყველაფერს. მიყვარს და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ეს საქმე, რაც ჩემთვის უმთავრესია. ვფიქრობ, ადვილი შესამჩნევია, როცა
მხოლოდ ბიზნესის თვალით უყურებ საქმეს. ხოლო, როცა ეს პირადი ინტერესია: ყველაფერი უნაკლოდ იყოს და ბოლომდე იხარჯები ამისთვის, შედეგი გაცილებით უკეთესია.
ორიენტირებული ვართ მომხმარებლის კმაყოფილებასა და კომფორტზე, გვაქვს ონლაინ-მაღაზია და ყოველდღიურად ვაგზავნით საჩუქრებს თბილისსა და სხვა რეგიონებში. რაც მთავარია, ამას მაქსიმალური პუნქტუალობით ვაკეთებთ. ჩვენი მომსახურება სწრაფი, კომფორტული და საიმედოა.
მისამართი: თბილისი, ვარდების მოედანი ¹1.
საკონტაქტო ტელ: 0322 18 09 04.
ვებ-გვერდი: www.hortensia.ge
ვებ-გვერდი: ჰორტენსია-ყვავილების მაღაზია/Hortensia Florwer Shop