კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების ტექინსპექტირება არ გადადებულა – რა პროცედურების გავლა მოუწევთ მძღოლებს

თათია ფარესაშვილი თამარ ჩხენკელი



ის, რომ ბუნებრივ აირზე მომუშავე გაუმართავი ავტომობილები, როგორც გარემოს, ასევე ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ჩვენ არაერთხელ გვინახავს დედაქალაქის ქუჩებში აფეთქებული და ცეცხლმოკიდებული ავტომობილები, ასეთ ფატალურ შედეგამდე, სწორედ ავტომობილების გაუმართაობას მივყავართ. ექსპერტების აზრით, საქართველოში საშუალოდ 200 ათასამდე ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილია, რომელთა უმეტესობა, ექსპერტების მონაცემებითვე, გაუმართავია, შესაბამისად, მათი გადაადგილება დიდ რისკთან არის დაკავშირებული.
მძღოლების უმეტესობა გაურკვეველ მდგომარეობაშია. მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების გადადებამ მათში გამოიწვია მოლოდინი, რომ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირებაც გადაიდო, რაც როგორც ამბობენ, სიმართლეს არ შეესაბამება. დღევანდელი მონაცემებით,  საჯარიმო სანქციები განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილით და შეადგენს 100 ლარს და მინუს 15 ქულას. აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ თბილისში აკრედიტებულია 2 კომპანია, რომლებიც ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებენ. ამ კომპანიებს შორისაა შპს „აირბალონი,” რომელიც 1999 წლიდან მუშაობს ბაზარზე, სწორედ ეს კომპანია ახორციელებს ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებას საერთაშორისო სსტ.ისო/იეკ 17020:2012/2013-ის სტანდარტით. მძღოლების ინტერესის დასაკმაყოფილებლად შპს „აირბალონის” დამფუძნებლისა და დირექტორის, ნონა ქართველიშვილისგან შევეცადეთ, გაგვერკვია, გადაიწია თუ არა ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების ტექნიკური
ინსპექტირების ვადამ.
ნონა ქართველიშვილი:
ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირება არ გადადებულა. მძღოლებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირება გადაიდო, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ხმები გამოიწვია, ზოგადად, ტექნიკური დათვალიერების გადადებამ. დღევანდელი მონაცემებით 2001-წლიანი და მის ქვემოთ მყოფი ავტომობილებისთვის ინსპექტირების გავლა სავალდებულია, ხოლო 2002-დან ზემოთ მყოფთათვის, ვადა - 2018 წლის 1 ივლისამდეა. არსებული ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გადაამოწმონ  ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე.
– რა მიიჩნევა დღეს დარღვევად და როგორია კრიტერიუმები, რასაც ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს?
– ძირითად საფრთხეს წარმოადგენს ავტომობილებში ვადაგასული აირბალონები,  დამტენი მოწყობილობა საბარგულში, რაც  ქმნის სალონში ბუნებრივი აირის გაჟონვის საფრთხეს, ბალონების სამაგრები არ შეესაბამება რეგლამენტით განსაზღვრულ სტანდარტებს. თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, სავალდებულოა, დამტენის გარეთ გატანა, მილსადენის გოფრირებულ შლანგში ჩასმა. სამაგრი სალტეების სიგანე უნდა იყოს მინიმუმ 4 სანტიმეტრი, ხოლო სისქე - 1,5 მილიმეტრი. ავტომობილში ასევე სავალდებულოა ცეცხლმაქრი.
– რა თანხებთანაა დაკავშირებული ტექნიკური ინსპექტირება?
– ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირება შეადგენს 130 ლარს ერთი ბალონის შემთხვევაში, ყოველ დამატებით ბალონზე, საფასურს 20 ლარი ემატება. ინსპექტირება მოიცავს: აირბალონის მოხსნა-დაყენებას, შემოწმებას 300 ატმოსფერო ჰიდრავლიკური წნევით, გამორეცხვას, სისტემის შემოწმებას 200 ატმოსფერო ჰაერის წნევით და საბუთის გაცემას. ჩვენი კოპმანია ათეული წლებია, მუშაობს ბაზარზე და დიდი გამოცდილება გვაქვს. კომპანიამ აკრედიტაცია გაიარა 2016 წლის 16 ივნისს და სრულად აღჭურვილია იმისთვის, დაუბრკოლებლად მიიღოს და გაატაროს ერთდროულად, მინიმუმ 20-25 მანქანა. ჩვენთან მოგემსახურებიან სერტიფიცირებული თანამშრომლები. ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტით სსტ.ისო/იეკ 17020:2012/2013 და  ჩვენ მიერ გაცემული საბუთი გადახედვას არ ექვემდებარება. შპს „აირბალონი” მთლიანად უზრუნველყოფს შესაბამისი სერტიფიკატისა და ფირნიშის გაცემას, საბუთის მოქმედების ვადა 3 წელია, ხოლო თუ ავტომობილზე დამონტაჟებულია იტალიური წარმოების ფაბერის ფირმის ბალონი, რომელიც დამზადებულია ლეგირებული ფოლადისაგან, მაშინ გაიცემა 5-წლიანი საბუთი.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, დარეკოთ ტელეფონებზე: 5 99  50 45 86, 5 55 37 37 99. მის: მექანიზაციის ¹1, მეტრო „დიდუბის“ თავზე, ყოფილი ტარზის ტერიტორია.

скачать dle 11.3