№7 ზურა გორგაძის ანეკდოტები
მიხო და მარო ზოოპარკში არიან. მივიდნენ ლომების გალიასთან და ლომები არ ჩანან. მარო დაინტერესდა და მომვლელს ჰკითხა:
– სად არიან ლომები?
– ახლა ამათ სექსუალური საათი აქვთ და გასულები არიან.
– რამდენი ხანი დააგვიანდებათ? – არ მოეშვა მარო.
– ალბათ, ასე, 3-4 საათი.
მარომ გადახედა მიხოს. მიხომ თავი ჩაღუნა.
სხვა გალიებს მიადგნენ. იქაც, იგივე უთხრეს. მიხომ, სირცხვილით აღარ იცის, სად წაიღოს თავი. ბოლოს, მიადგნენ ირმების გალიას. მარომ, ეგრევე იკითხა:
– უი, ქა, ამათ სექსუალური საათი არა აქვთ?
– კი, 2-3 წუთი აქვთ, მარტო.
– ენდე! – ამაყად გადახედა მიხომ მაროს.
– ენდე და... ვერა აქვთ ორმეტრიანი რქები დადგმული თავზე?
***
– ჩემი ცოლი, სავაჭრო ცენტრში „მარშუტკის“ მძღოლივითაა.
– ეგ როგორ?
– როგორ და, თუ არ დაუყვირე, კი არ გაჩერდება!
***
სვანი, ჩაფიქრებული, ხან ტელევიზორს უყურებს, ხან ჭერში დაკიდებულ ნათურას. ცოლმა ჰკითხა:
– რაზე ფიქრობ?
– რაზე და, რომ არა ელექტროენერგია, ტელევიზორის ყურება სიბნელეში მოგვიწევდა.
***
სიდედრი:
– მთელი ღამე ვერ დავიძინე, კოღოები მკბენდნენ. დილით, მთელი ბალიში სულ სისხლიანი იყო.
სიძემ ჩაილაპარაკა:
– ალბათ, გული აერიათ.
***
კახელები დაიკარგნენ ჯუნგლებში. მაშველებმა, ისინი თუთიყუშების წყალობით იპოვეს, რომლებიც იგინებოდნენ.
***
– ექიმო, ვალერიანის წვეთებით დაფეხმძიმება შეიძლება?
– თუ ვალერიანი 50 წლამდეა, რა პრობლემაა?
***
კახელი ქუჩაში „ნაშას“ აბამს:
– რამდენი გინდა?
– 150 ლარი.
– რა ამბავია 150 ლარი, მაგისტრატურა დაამთავრე?
***
გაკვეთილზე მოსწავლეს ჩაეძინა. მასწავლებელი აღვიძებს და ეკითხება:
– რა გჭირს?
– წუხელ არ მიძინია, „ბარსას“ თამაში იყო და იმას ვუყურებდი მთელი ღამე.
– მერე, რა სარგებლობა მოაქვს „ბარსას“?
– „რეალს“ ჩინჩლავს!
***
კაცს შარდი შეკავება დაემართა და საავადმყოფოში გააქანეს. გურული ექთანი კათეტერს უკეთებს და თან, ეკითხება:
– რა გქვია, ბიძია?
– დიმიტრი.
– შვილები გყავთ?
– კი, სამი – ტარიელი, ავთანდილი და დარეჯანი, – ომახიანად უპასუხა დიმიტრიმ.
– უი, ამ გაჭირვებულით გააკეთე აი, „ვეფხისტყაოსნის“ გმირები?