№7 რა მოხდა ამ დღეს
12 თებერვალი
1561 – დაარსდა ქალაქი სანტიაგო – ჩილეს დედაქალაქი.
1955 – მიიღეს ბაიკონურის კოსმოდრომის მშენებლობის გადაწყვეტილება.
13 თებერვალი
1668 – ესპანეთმა სცნო პორტუგალიის დამოუკიდებლობა.
1917 – ინგლისის პარლამენტმა ქალებს უფლება მისცა, ტაქსის მძღოლები გამხდარიყვნენ.
1975 – კვიპროსი გაიყო ორ – ბერძნულ და თურქულ ნაწილებად.
14 თებერვალი
1918 – ყოფილი რუსეთის იმპერიაში შემავალი ქვეყნები გადავიდნენ „ახალ სტილზე“ 31 იანვრის შემდეგ დადგა პირდაპირ 14 თებერვალი.
1956 – გაიხსნა სკკპ მეოცე ყრილობა, სადაც ხრუშჩოვმა დაგმო სტალინის „პიროვნების კულტი“.
15 თებერვალი
1947 – საბჭოთა კავშირის მთავრობის პირდაპირი განკარგულებით აიკრძალა ქორწინება საბჭოთა მოქალაქესა და უცხოელს შორის.
1965 – კანადის პარლამენტმა დაამტკიცა ქვეყნის ახალი დროშა (ნეკერჩხლის ფოთოლი).
1989 – დასრულდა საბჭოთა ჯარების გამოყვანა ავღანეთიდან.
16 თებერვალი
1923 – ეგვიპტეში ჰოვარდ კარტერის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა ტუტანჰამონის აკლდამის შესასვლელი.
1937 – ამერიკელმა ქიმიკოსმა უოლეს ჰიუმ კაროზესმა დააპატენტა ნეილონი.
1968 – ქალაქ ჰეილვილში (ალაბამა) გაიხსნა მაშველთა პირველი სასწრაფო.
17 თებერვალი
1876 – ჯულიუს ვოლფმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამზადა თევზის კონსერვი (სარდინები).
1947 – რადიოარხმა „ამერიკის ხმა“ დაიწყო ტრანსლირება საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.
18 თებერვალი
1825 – იაპონიის მთავრობამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვით სიკვდილით ისჯებოდა ნებისმიერი უცხოელი, რომელიც გაბედავდა და იაპონიის ნაპირზე შედგამდა ფეხს.
1918 – ინგლისელმა რადიოქიმიკოსმა ფრედერიკ სოდიმ შემოიღო ტერმინი „იზოტოპი“ – ერთი და იმავე ქიმიური ელემენტის სხვადასხვა მასის მქონე ატომების აღსანიშნავად.