№7 ბრძნული აზრები
ჩერჩილი: უბედურია ხალხი, თუ მხოლოდ ისტორია აქვს საამაყო.
ტალეირანი: პოლიტიკაში სინამდვილეზე უფრო მნიშვნელოვანია ის, რისიც ხალხს სჯერა.
სენეკა: ცეზარს ბევრი რამ ეკრძალება, რადგან მას ყველაფრის უფლება აქვს.
ვებერი: წარმატება ყოველთვის დიდი მატყუარაა.
ნიცშე: რწმენაა, როცა არ მინდა, გავიგო, რა არის სიმართლე.
მურაკამი: ხსოვნა ადამიანს შინაგანად ათბობს, მაგრამ ამავე დროს, ნაფლეთებად აქცევს.
ჩესტერფილდი: ვისაც უჭირს, ვერ ვამჩნევთ, ხოლო, ვისაც არ უჭირს – გვშურს.
პოლ ვალერი: იმაში, რაც მოგვწონს, ყოველთვის არის რაღაც მართალი; იმაში, რაც არ მოგვწონს – რაღაც ყალბი.
აკაკი ბაქრაძე: თუ ადამიანი უფლის კანონით არ იცხოვრებს, ვერასდროს დააღწევს თავს შიშს. შიშმა კი, ყველაფერი შეიძლება, გაკადრებინოს, დაგამციროს და არარად გაქციოს.
საადი: სწავლული, რომელიც თავის სწავლას არ იყენებს, ემსგავსება კაცს, რომელიც ხნავს და არ თესავს.
მანდელა: მე ვერ დავივიწყებ, მე შემიძლია, გაპატიოთ.
ადლერი: სანამ ვინმეს მოატყუებ, ჯერ შენ მოტყუვდი.
გერცენი: სხვა არასოდეს გახდება ისეთი, შენ რომ გინდა. შენ უნდა მოახერხო მათთან თანამშრომლობა.
ლაბრიუერი: ჩვენს ყველაზე სანუკვარ სურვილებს ახდენა არ უწერია, ხოლო თუ ოდესმე ახდა, იმ დროს და იმნაირ ვითარებაში ხდება, რომ დიდ სიამოვნებას აღარ გვანიჭებს.
ტოლსტოი: რომ არ არსებობდეს სურვილები, თვით ადამიანიც არ იარსებებდა. სურვილებია მიზეზი ყველანაირი მოქმედებისა.
ჯონსონი: თუ გინდა, რომ ადამიანი გიყვარდეს, შეიყვარე განსჯით და არა გულით.
შექსპირი: სულელს ჰგონია, რომ ჭკვიანია, ჭკვიანმა იცის, რომ ის ბრიყვია.
ტერენციუსი: რადგან თქვენ არ შეგიძლიათ აკეთოთ ის, რაც გსურთ, ისურვეთ ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ.
მაირანი: უმჯობესია, გიყვარდეს და დაკარგო სიყვარული, ვიდრე არასოდეს გიყვარდეს.
ნიუმენი: ქალის სხეული ფერწერაა, კაცის სხეული – სკულპტურა.
მოლიერი: ლამაზი ქალი ყველაფრის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, ლამაზ კაცს ყველაფერი ეპატიება.