კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 მძინარე გერი ქალმა საყვარელს მოაკვლევინა

თათია ფარესაშვილი ეკა ბარაბაძე

28 წლის გიორგი ნ-ძის ცხედარი სოფლის სასაკლაოზე შემთხვევით აღმოაჩინეს. ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც სახლიდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა,   სამართალდამცეველბი ორი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.   გარდაცვლილის  ცხედარი  სასტიკად იყო დამახინჯებული, მას თითქმის დათხრილი ჰქონდა თვალები. თვითმხილველმა, ვინც ცხედარი აღმოაჩინა,  როგორც თავად განაცხადა,  ვერც კი წარმოიდგინა, რომ  ადამიანის ცხედარი იყო და სასაკლაოზე დარჩენილი ცხოველის ხორცი ეგონა.  მომხდარის შესახებ მან ჯერ სასაკლაოს დარაჯს, შემდეგ კი სამართალდამცველებს  აცნობა. ამონაწერი ჩვენებიდან: „საღამო იყო, როდესაც ნაკვეთიდან წამოვედი. სასაკლაოზე ჩემი სახლისკენ მოკლე გზა გადადის და რადგან ძალიან დაღლილი ვიყავი, იმ გზით წასვლა გადავწყვიტე. სასაკლაოს ღობესთან, ცხედარი შევნიშნე. სანამ ახლოს არ მივედი, ცხოველი მეგონა. როცა მივხვდი, რომ ადამიანის გვამი იყო, სასწრაფოდ სასაკლაოს დარაჯს დავუძახე, რომელმაც ადგილზე პოლიცია გამოიძახა.”
   სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე  სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.   იმის მიუხედავად, რომ ცხედარი ძალიან იყო დამახინჯებული, დადგინდა, რომ გარდაცვლილი გიორგი ნ-ძე გახლდათ – რომელიც სახლიდან ცოტა ხნის წინ გაუჩინარდა. რადგან გარდაცვლილს მხოლოდ დედინაცვალი ჰყავდა, მის ამოცნობას სწორედ ესმა მ-შვილი დაესწრო, რომელიც  კატეგორიულად აცხადებდა, რომ გარდაცვლილი მისი გერი არ იყო. თუმცა, სამედიცინო ექსპერტიზით  დადგინდა, რომ ცხედარი გიორგი ნ-ძეს ეკუთვნოდა და ის თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით გახლდათ მოკლული. ბლაგვი საგანი,  სავარაუდოდ, ჩაქუჩი იყო.  გარდაცვლილს მრავლობითი დაზიანებები სწორედ მისი მრავალჯერადი დარტყმით ჰქონდა მიყენებული.
გამოძიების მასალების მიხედვით, გიორგი ნ-ძის სახლიდან გაუჩინარება  პირველად მეზობლებმა შეიტყვეს. რადგან რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ შენიშნეს გიორგი ნ-ძე, რომელსაც ფიზიკური განვითარების   პრობლემები ჰქონდა, ამის შესახებ დედინაცვალს ჰკითხეს. ესმა მ-შვილმა მეზობლებთან გერის გაუჩინარება ისე განმარტა, რომ საგანგაშო არაფერი ჩანდა: ნათესავებთან წავიდა, ცოტა ხანს დარჩებაო.  დედინაცვლის ვერსია მეზობლებს საეჭვოდ მოეჩვენათ, რადგან იცოდნენ, რომ  ბავშვობიდან ობლად გაზრდილ ბიჭს გულშემატკივარი და ახლობელი არავინ ჰყავდა.    ორი დღის შემდეგ ესმა მ-შვილი თავად აფორიაქდა და ბიჭის გზა-კვალის ძებნა დაიწყო. მეზობლებმა ურჩიეს, დასახმარებლად პოლიციისთვის მიემართა, რაზედაც ქალისგან უარი მიიღეს. ამონაწერი გულიკო გ-ძის ჩვენებიდან. „წლებია, ამ სოფლის ექიმი ვარ. გიორგი ნ-ძის სახლიდან რამდენიმე სახლის დაშორებით ვცხოვრობ. შესაბამისად, ამ ბიჭს კარგად ვიცნობდი. პატარა იყო, ჩემთან რომ დაჰყავდათ სამკურნალოდ. ბევრი პრობლემა ჰქონდა. 13 წლისას დედა გარდაეცვალა. რამდენიმე წელიწადში კი მამამისმა ცოლად ესმა შეირთო – ახალგაზრდა ქალი გიორგის ძალიან კარგად ექცეოდა.  ორ-სამ წელიწდაში გიორგის მამაც დაიღუპა ავტოკატასტროფაში და ბიჭი დედინაცვალთან მარტო დარჩა. ესმა გიორგის ყურადღებას არ აკლებდა.  გულისტკივილით ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის: ნეტავ, ამ ბიჭს რამე ეშველოსო. თუმცა, გიორგის ისეთი პრობლემები ჰქონდა, არაფერი უშველიდა. არასდროს გამიგია, რომ ესმას და გიორგის ცუდი ურთიერთობა ჰქონოდათ. მაგრამ, ბოლო პერიოდში მეზობლების საუბრიდან შევიტყვე, რომ რაც გიორგი წამოიზარდა, დედინაცვალთან ურთიერთობა  გაუფუჭდა. მათი კონფლიქტი ძირითადად საყოფაცხოვრებო  ნიადაგზე ხდებოდა. ესმა გიორგის სთხოვდა, რომ ემუშავა და რამეში დახმარებოდა. გიორგი უარს ეუბნებოდა ფიზიკურ შრომაზე და არც შეეძლო. ესმას ვაჭრობით გაჰქონდა თავი და გერსაც უყოფდა, რასაც შოულობდა.” თანასოფლელებისთვის  წარმოუდგენელი იყო, ვის უნდა მოეკლა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც არავის არაფერს უშავებდა. ასევე, წარმოუდგენელი გახლდათ, ეჭვის მიტანა დედინაცვალზეც. იმის მიუხედავად, რომ მას გერთან კარგი ურთიერთობა აღარ ჰქონდა, ყველა აღნიშნავდა, რომ ქალს ობოლი ბიჭის გაზრდაში დიდი წვლილი და ამაგი მიუძღოდა, თუმცა, როგორც სამართალადამცველებისთვის გახდა ცნობილი,  ესმა მ-შვილი ბოლო პერიოდში  ცოტა აფორიაქებული იყო და როგორც ამბობდნენ, მას სამომავლო გეგმების განხორციელებაში ხელს სწორედ გერი უშლიდა. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ ესმა მ-შვილი რამდენიმე თვის განმავლობაში ხვდებოდა ნოდარ წ-იას. მამაკაცი ცოლთან იყო გაშორებული და ესმა მ-შვილს ცოლად გაყოლას სთხოვდა. ამონაწერი ესმა მ-შვილის მეგობრის ჩვენებიდან: „ბოლო პერიოდში ესმას ყველაფერი აერია. ეს მორიდებული და მოწესრიგებული ქალი თვალსა და ხელს შუა შეიცვალა. თავიდან მალავდა, რომ მეზობელ სოფელში მცხოვრებ კაცს ხვდებოდა, გასაიდუმლოებული ჰქონდა ეს ამბავი. მაგრამ, სოფელს რას გამოაპარებ, მით უფრო ქვრივი ქალის  პირად ცხოვრებას. ერთ დღეს ერთმა ჩემმა ნაცნობმა მითხრა, ნოდარის ყოფილი ცოლი ამბობს, ესმას საბოლოოდ გაამწარებს, ისეთ რამეს დამართებსო. ესმა გავაფრთხილე, მაგრამ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. ნოდარს ახლოს არ ვიცნობდი, ორჯერ მყავდა ნანახი. ვიცოდი, რომ წარსულში ორჯერ იყო ნასამართლევი და ორჯერვე მძიმე დანაშაულისთვის.“
 სამართალდამცველებმა ესმა მ-შვილი რამდენჯერმე დაკითხეს. ქალი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს იძლეოდა, როგორც გარდაცვლილ გერთან, ასევე, მეგობარ მამაკაცთან დაკავშირებით. თავიდან აცხადებდა, რომ გიორგი ნ-ძეს მტრები არ ჰყავდა. შემდეგ ჩვენებაში ამბობდა, რომ ის მისთვის უცნობ მამაკაცებთან იყო დაპირისპირებული ვალების გამო. გარდაცვლილი ახალგაზრდისა და საკუთარი მეგობრის ურთიერთობის შესახებ ესმა მ-შვილი აცხადებდა, რომ ისინი ერთმანეთს  არ იცნობდნენ. თუმცა, იმავე ჩვენებაში განმარტავდა, როგორ ემუქრებოდა გიორგი ნ-ძე დედინაცვლის მეგობარ მამაკაცს სატელეფონო საუბრის დროს. ქალი ნოდარ წ-იას რაიმე სახის კავშირს მკვლელობასთან აბსოლუტურად უარყოფდა. თუმცა, საპირისპირო  მტკიცებულებებს აგროვებდა გამოძიება. საქმის მასალების მიხედვით, ესმა მ-შვილმა და ნოდარ წ-იამ წინასწარი შეთანხმებით, დაგეგმეს და განახორციელეს გიორგი ნ-ძის სადისტური მკვლელობა ბიჭის თავიდან მოცილებით მის კუთვნილ სახლსაც გაყიდიდნენ და ქონებას ხელში ჩაიგდებდნენ. მერე კი უცხოეთში გამგზავრებას  ფიქრობდნენ, რისთვისაც გარკვეული თანხა სჭირდებოდათ. საქმის მასალების მიხედვით, ნოდარ წ-იამ გიორგი ნ-ძე დედინაცვლის თხოვნით მოკლა. მკვლელობის დღეს ესმა მ-შვილმა გიორგი ნ-ძეს სთხოვა, ნაკვეთში გაჰყოლოდა სამუშაოდ. ბიჭი დედინაცვლის თხოვნას დასთანხმდა. ესმა მ-შვილმა ბიჭს სასმელში დიდი ოდენობით საძილე საშუალება ჩაუყარა, რასაც გიორგი ნ-ძის ჩაძინება მოჰყვა. მძინარე მამაკაცს ნოდარ წ-ია ჩაქუჩით დაესხა თავს და მრავლობითი დაზიანება მიაყენა. ქალი ინციდენტის ადგილს გაერიდა და მხოლოდ მაშინ დაბრუნდა, როცა ნოდარ წ-იამ დაარწმუნა, გერი გარდაცვლილი იყო. ესმა მ-შვილმა და ნოდარ წ-იამ გარდაცვლილის ცხედარი საკუთარ ნაკვეთში დატოვეს. ღამით კი ნოდარ წ-იამ ცხედარს ადგილი შეუცვალა და სასაკლაოს მიმდებარედ დააგდო. მან ცხედარი  ნაკვეთიდან საკუთარი ავტომობილით გაიტანა.
 დაკავებულმა ესმა მ-შვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ მკვლელობა ნოდარ წ-იამ დაგეგმა და მასში მონაწილეობა არ მიუღია. საპირისპირო ჩევნება მისცა ნოდარ წ-იამ. სასამართლომ ესმა მ-შვილი და მისი მეგობარი მამაკაცი – ნოდარ წ-ია დამნაშავედ ცნო გიორგი ნ-ძის განზრახ მკვლელობაში და მათ 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
скачать dle 11.3