კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 როგორ იძია შური მოღალატე „პაძელნიკზე” ცნობილმა ქართველმა რეციდივისტმა

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


                                           ძარცვა
1972 წლის 27 აპრილს, რუსეთის ქალაქ სევეროურალსკის მახლობლად მდებარე ოქროს საბადოს საცავიდან, 50 კილოგრამი ოქრო გაიტაცეს. „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტით შეიარაღებული მძარცველი იმ დროს დაესხა თავს ექსპედიტორს, როცა ის საკუთარი ავტომობილით აპირებდა საბადოზე მოპოვებული ოქროს ნატეხებისა და მარცვლების სპეციალურ საცავში გადატანას. ბოროტმოქმედმა ექსპედიტორი კოშკინი მისივე „მოსკვიჩის“ საბარგულში დაბაწრული ჩააგდო და მანქანა გაიტაცა. მიტოვებული „მოსკვიჩი“, თავის პატრონიანად,  მილიციამ ტყის პირას აღმოაჩინა. დაკითხვაზე კოშკინმა დაწვრილებით უამბო ყველაფერი მილიციას. ამტკიცებდა,  ოქრო საბადოს მუშამ, გარიკ პეტროსიანმა გაიტაცაო. სინამდვილეში კი, პეტროსიანის გვარით ცნობილი მძარცველი რეციდივისტი, 37 წლის მალხაზ ძიძიგური სარგებლობდა. მას წინასწარ ჰქონდა ყველაფერი დაგეგმილი და ჯერ სხვისი გვარით, მუშად მოეწყო საბადოზე და ყველაფერი დაწვრილებით შეისწავლა, ბოლოს კი გაძარცვა იქაურობა და გაიქცა. ძიძიგური წინასწარ შემუშავებული მარშრუტით მოძრაობდა, თან თანამზრახველიც ჰყავდა. მან შვიდი კილომეტრი ატარა ზურგჩანთით 50 კილოგრამი ძვირფასი ტვირთი ჭაობიან ტყეში. დაბა კომსომოლსკაიასთან კი, მას ცხენებით გედევან აგლაძე ელოდებოდა. მათ ჯერ 20 კილომეტრი გაიარეს და მდევარს კვალი აურიეს. შემდეგ, მშვიდად ჩასხდნენ მატარებელში,  სოლიდურად გამოეწყვნენ და სამგზავრო ჩემოდნებში გადანაწილებული ოქროთი, მშვიდობიანად ჩააღწიეს საბჭოთა კავშირის დედაქალაქ მოსკოვში. მილიციამ მალევე დაადგინა, თუ ვინ იყო სინამდვილეში გარიკ პეტროსიანი და მალხაზ ძიძიგურზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა. თუმცა, მაძებრებმა არაფერი იცოდნენ აგლაძის შესახებ. ძიძიგური მარტოხელა მძარცველი ეგონათ და მხოლოდ მას ეძებდნენ.
                                                                    მკვლელობის მცდელობა

გედევან აგლაძემ და მალხაზ ძიძიგურმა ერთმანეთი პატიმრობისას მოსკოვის ბუტირკის ციხეში გაიცნეს და იქვე დაგეგმეს ეს დანაშაული.  ორივე თითქმის ერთდროულად გათავისუფლდა პატიმრობიდან. აგლაძე მოსკოვში ცხოვრობდა და ძიძიგურმაც მასთან დაიდო დროებით ბინა.  ყველაფერი რომ  მზად იყო, სწორედ აგლაძის ბინიდან გაემგზავრნენ სევეროურალსკში. ოქროს ხელში ჩაგდების შემდეგ კი, კვლავ აგლაძის მოსკოვურ ბინაში დაბრუნდნენ. ციხეში დამეგობრებისა და „შავების კოდექსის“ მიუხედავად, აგლაძე არც კი ფიქრობდა ძვირფასი ნადავლის გაყოფაზე. ამიტომ, ძიძიგურის თავიდან მოშორება გადაწყვიტა. აგლაძის ბინა პატარა მდინარე იაუზასთან, ოციოდე მეტრში მდებარეობდა. მოსკოვში დაბრუნებიდან მესამე დღეს მასპინძელმა და მისმა სტუმარმა არაყი იყიდეს და სმას შეუდგნენ. უკვე ღამის სამი საათი სრულდებოდა, მესამე ბოთლს რომ ცლიდნენ. აგლაძემ მომენტით ისარგებლა და ძიძიგურს სასმელში საწამლავი – „მიშიაკი“ გაურია. მალხაზმა სასმელი სულმოუთქმელად გამოცალა. შემდეგ ყელზე ხელები იტაცა და მიხვდა, რომ „პაძელნიკმა“ მოწამლა. მაგრამ, მისთვის ზიანის მისაყენებლად  ძალა არ ეყო და იატაკზე უგონოდ დაეცა. აგლაძემ იფიქრა, მოკვდაო. ამიტომ ძიძიგური ზურგზე მოიკიდა, ღამის წვდიადში მდინარის ნაპირზე ჩაიტანა და წყალში გადააგდო. თავად კი სახლში დაბრუნდა და მშვიდად დაიძინა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, საწამლავი „მიშიაკი“ დაძველებული იყო და ძიძიგურზე სასიკვდილოდ არ იმოქმედა. თანაც, ცივმა წყალმა გამოაცოცხლა. ამიტომ, წყლიდან ამოსვლა მოახერხა, შემთხვევის ადგილიდან ნახევარ კილომეტრში. იქამდე ხის მორზე ხელებჩაჭიდებულმა მიცურა. თუმცა, მეტზე ძალა აღარ ეყო და იაუზას ნაპირზე უგონოდ დაეცა.
                                                                   შურისძიება

დილით გონებამიხდილი მალხაზ ძიძიგური მილიციამ აღმოაჩინა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, ერთ-ერთმა რიგითმა ძებნილი სურათით იცნო და ამის შესახებ უფროსობას შეატყობინა. მოხდა ძიძიგურის იდენტიფიკაცია და მას საავადმყოფოში გაძლიერებული დაცვა დაუყენეს. ცნობილი რეციდივისტი ერთ კვირაში ფეხზე დააყენეს. შინაგან ციხეში გადაიყვანეს და ინტენსიური დაკითხვა მოუწყვეს. დიდი ზეწოლის მიუხედავად, ძიძიგურს არც ოქროზე დასცდენია სიტყვა და არც მოწამვლაზე. ის ამბობდა, არაყმა მომწამლაო და აგლაძე არ დაუსახელებია. გამწარებულმა მილიციელებმა ისე სასტიკად აწამეს რეციდივისტი, რომ ხელახლა გახდა საავადმყოფოში გადასაყვანი. მას კვლავ გაძლიერებული დაცვა დაუყენეს და ორ-ორი ოპერმუშაკი თვალს არ აცილებდა. მიუხედავად ამისა, გამოცდილმა რეციდივისტმა მაინც მოახერხა გაქცევა. ძიძიგური რკინის საწოლზე ცალი ხელით, ხელბორკილით იყო მიბმული. მან  ხელბორკილის გახსნა შეძლო და სანამ მცველი ოპერები რამეს შეამჩნევდნენ, ორივე მათგანი ყავარჯნის თავში ჩარტყმით გათიშა. შემდეგ მათი კუთვნილი ტაბელური იარაღები აიღო, პალატიდან ჩუმად გამოვიდა და გაიქცა. მალხაზმა ტაქსი გააჩერა და მდინარე მოსკვას ნაპირზე წააყვანინა თავი. შემდეგ ფული და ტანსაცმელი წაართვა და იქვე დატოვა, ტაქსი კი გაიტაცა. მანქანა სამიოდე კილომეტრის მოშორებით დატოვა. გზა ფეხით განაგრძო. კიდევ ორი კილომეტრი გაიარა და აგლაძის სახლს მიადგა. ძიძიგურმა მიდამო ქურდულად დაათვალიერა. შეყოვნდა. შემდეგ ფეხაკრეფით შევიდა სადარბაზოში და სხვენზე ავიდა. იქაც ათიოდე წუთით შეყოვნდა და როდესაც დარწმუნდა, აგლაძეს ეძინა, ბინაში სახურავიდან ჩაძვრა და მძინარეს თავზე წამოადგა. გაღვიძებულ აგლაძეს მოულოდნელი შიშისგან ცივმა ოფლმა დაასხა. ხოლო, მას მერე, რაც ძიძიგურს ოქროს ადგილსამყოფელი გაუმხილა, მალხაზმა ჯერ ოქრო ამოიღო სამალავიდან და ზურგჩანთაში ჩააწყო, შემდეგ ბალიში მიადო თავზე აგლაძეს, ზედ პისტოლეტი მიაჭირა და უხმაუროდ მოკლა. ათიოდე წუთის შემდეგ კი მალხაზ ძიძიგური კურსკის ვაგზლისკენ მიიჩქაროდა, რომ თბილისში ჩამოსულიყო, სადაც მას ინჟინერი კარლო მელქაძე, მისი ბავშვობის მეგობარი ელოდა.
                                                                    გაქცევა

კარლო მელქაძე, ისევე როგორც მალხაზ ძიძიგური, უცოლო იყო და მარტო ცხოვრობდა. კარლო პროფესიით ელექტროინჟინერი გახლდათ და სხვადასხვა მოწყობილობას ამზადებდა. ორივეს სასტიკად სძულდა საბჭოთა წყობა და ბავშვობიდან უცხოეთში ცხოვრებაზე ოცნებობდნენ. მათ, ოქროსთან ერთად, უცხოეთში გაქცევა ჰქონდათ დაგეგმილი და საამისოდ წინასწარ შეიმუშავეს მახვილგონივრული გეგმა. კარლომ თავისი ნიჭის წყალობით, მექანიკური მოწყობილობა ააწყო, რომელსაც წყლით ასი კილოგრამი ტვირთის გადატანა შეეძლო. შემდეგ ეს მოწყობილობა დელფინის ფორმით შეფუთა და პირველი გამოცდა თბილისის ზღვაზე ჩაატარა. მეგობრების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მექანიკურმა დელფინმა, დისტანციური მართვის მეშვეობით, ღამით წარმატებით გაცურა ზღვაზე. შემდეგ „დელფინი“ კვლავ ფუტლარში მოათავსეს და კარლოს სახლში დააბრუნეს. მეგობრების ჩანაფიქრი საკმაოდ რთულად განსახორციელებელი იყო. „ოქროს დელფინი“ სარფიდან დისტანციურად უნდა გადაეყვანათ თურქეთის უახლოეს უკაცრიელ ნაპირზე და ეს ყველაზე დიდი სირთულე არ იყო მათ გეგმაში. მთავარი მათი საზღვარზე გადასვლა იყო, თანაც ისე, რომ, ერთი სარფში ყოფილიყო და დელფინი გაეშვა, მეორე კი მას თურქეთში დახვედროდა. შემდეგ მეორეც უნდა გადასულიყო საზღვარზე. ექვსთვიანი „ჩალიჩის“ შემდეგ, ხულოელი კონტრაბანდისტის მეშვეობით, ძებნილი ძიძიგური გადავიდა საზღვარზე და „დელფინს“ ადგილზე დახვდა. ორი დღის მერე კი, გაქცეულ მეგობარს უკვე კარლო მელქაძეც შეუერთდა და ამაში მათ ხულოელს 2 კილოგრამი ოქრო გადაუხადეს. ეს ამბავი რომ ამოტივტივდა, გაქცეული მეგობრები უკვე ახალ ზელანდიაში ცხოვრობდნენ, სადაც მათ ოჯახები შექმნეს და დამკვიდრდნენ.
скачать dle 11.3