კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 როგორ ჩაიგდო ხელში საბჭოთა კავშირმა ფაშისტური საგანძურის დიდი ნაწილი ბერიას წყალობით

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას უკვე ოცდაერთი წლის ასაკიდან ყოველთვის მაღალი თანამდებობები ეკავა, ხოლო გასული საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან კი, ახალგაზრდა, სულ რაღაც ოცდაათი წლის ბერია საბჭოთა პოლიტიკური მმართველობის ოლიმპზე მოექცა,  ის (ბერია) საკმაოდ ხშირად ასრულებდა ისეთ სამუშაოს, რაც ბევრად დაბალი რანგის მოხელეების მოვალეობა იყო. ლავრენტი პავლოვიჩი არც ოპერატიულ საქმიანობას თაკილობდა და არაერთხელ მიუღია მონაწილეობა მის მიერვე დაგეგმილ სპეცოპერაციებში. ბერიას განსაკუთრებით კარგად ეხერხებოდა აგენტების „ვერბოვკა“ (გადაბირება) და ამ საქმეში მას ბადალი არ ჰყავდა. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ლავრენტი პავლეს ძე ბერია, მართლაც რომ, „დაზვერვის გენია“ გახლდათ და ეს ეპითეტი ტყუილად არ იხმარა „ცეერუს“ შეფმა ალენ დალესმა მის (ბერიას) მიმართ. ბერიას აგენტებთან მუშაობის უმდიდრესი გამოცდილება ჰქონდა, ჯერ კიდევ ბაქოს ბოლშევიკური იატაკქვეშეთის პერიოდიდან. იქ მან არაერთი მუსავატის ჩინოვნიკი ჩააყენა ბოლშევიკების სამსახურში. შემდგომ, უკვე საქართველოს პოლიტიკური სამმართველოს ოპერატიული განყოფილების უფროსად ყოფნისას, „ნორჩი“ – 23 წლის ბერია დიდი წარმატებით ახორციელებდა აგენტების „ვერბოვკას“ და ისე ჰქონდა საქმე გამართული, უმნიშვნელო ინფორმაციაც კი არ ეპარებოდა მხედველობიდან. ალბათ, სწორედ ამან განაპირობა, რომ სტალინმა 28 წლის ბერია საქართველოს „ჩეკას“ უფროსად დანიშნა. სულ მალე კი, საქართველოსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკების კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნობა უბოძა. პოლიტიკურ თანამდებობებზე ყოფნისას ბერია შესანიშნავად იყენებდა თავის მდიდარ ჩეკისტურ გამოცდილებას და წარმატებას წარმატება მოსდევდა. ბერიასეული „ვერბოვკის“ ტექნიკა, ძირითადად, ორ რამეზე იყო დამყარებული. ბერიას შეეძლო, ოპონენტი (გადასაბირებელი ობიექტი) ისე დაემუშავებინა, საუბრისას სუფთა ლოგიკურად, რომ ის (ობიექტი) მისი იდეური თანამოაზრე ხდებოდა და უსიტყვოდ ემორჩილებოდა მის ბრძანებას. გადაბირების მეორე საშუალება იყო ობიექტის იძულება. ანუ, ისეთი სიტუაციის შექმნა მისთვის, რომ ობიექტს სხვა გზა არ რჩებოდა – ბერიას აგენტი ხდებოდა. სწორედ ასე მოხდა მოუხელთებელი ოტო სკორცენის გადაბირება და ჩემი აზრით, ეს აქცია საბჭოთა უშიშროებისა და პირადად ლავრენტი ბერიას დიდი წარმატება იყო“.
ოტო სკორცენი იგივე „სახენაიარევი კაცი“, ადოლფ ჰიტლერის „ლუბიმჩიკი“ (საყვარელი ადამიანი) და ძალიან წარმატებული, მაღალი კლასის დივერსანტ-ტერორისტი გახლდათ. სკორცენის ანგარიშზე არაერთი წარმატებული ოპერაცია ირიცხებოდა. მისი ნამოქმედარი იყო იტალიელი დიქტატორის, დაპატიმრებული და გადამალული ბენიტო მუსოლინის გატაცება (ტყვეობიდან გამოხსნა) და კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნება. ფაშიზმის დამარცხების შემდეგ, „ესესის“ ეს გენერალი (სკორცენი) ფართო არალეგალურ მოღვაწეობას ეწეოდა. სხვადასხვა რეაქციულ ძალასთან თანამშრომლობდა და მიუხედავად იმისა, რომ ძებნილი იყო და კონსპირაციულად მოქმედებდა, მაინც დიდ ზიანს აყენებდა ანტიფაშისტურ ძალებს. სკორცენს სძულდა საბჭოეთი და ყოველთვის იმათ მხარეს იყო, ვინც საბჭოეთს ებრძოდა. ამის გამო, მას ამერიკულ-ბრიტანული, ესპანური და დასავლეთ გერმანული სპეცსამსახურები მფარველობდნენ და საერთაშორისო ძებნილი ტერორისტი ხელშეუხებელი რჩებოდა. სკორცენი განსაკუთრებით მიღებული გახლდათ ფრანკისტულ ესპანეთში და თავად დიქტატორ ფრანკოსაც ხშირად ხვდებოდა. ბაზა და საცხოვრებელი კი, მაინც სამშობლოში ჰქონდა და ბავარიის მხარეში, ქალაქ მიუნხენში, ფეშენებელურ კონსპირაციულ ბინაში სახლობდა. „სახენაიარევ კაცს“ (სკორცენს) ფართო კავშირები ჰქონდა თავის ძველ კოლეგებთან, თავზეხელაღებულ ფაშისტებთან, რომლებიც ამერიკის კონტინენტზე გაიქცნენ. გარდა ამისა, სკორცენი ფლობდა დიდი რაოდენობის საიდუმლო ინფორმაციას კონკრეტულად კი, იცოდა, თუ სად იყო გადამალული ფაშისტების მიერ გატაცებული განძეულის მნიშვნელოვანი ნაწილი. პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „1949 წლის ნოემბერში, ბერიამ კრემლში დამიბარა და მკითხა:
– რა შეგიძლია, მითხრა ოპერაცია „გრძელი ნახტომის“ შემოქმედზე?
„გრძელი ნახტომი“ თეირანის კონფერენციაზე სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის მკვლელობის ოპერაცია იყო, რომელიც ჩვენ წარმატებით ჩავშალეთ. მისი დამგეგმავი კი, ოტო სკორცენი გახლდათ.
– ჩვენი ინფორმაციით, ლავრენტი პავლოვიჩ, სკორცენი ახლა მადრიდში იმყოფება და დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს  სტუმარია, – მივუგე ბერიას.
– შეგიძლია, რომ ეს აყლაყუდა „სახენაიარევი“ (სკორცენის სიმაღლე იყო 196 სანტიმეტრი) მოსკოვში ჩამოაბრძანო?
ფრანკისტულ ესპანეთში, ისევე, როგორც სხვა მოწინააღმდეგე ქვეყნებში, ძალიან ძლიერი სადაზვერვო-ოპერატიული ქსელი გვქონდა, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ოპერაციების ჩატარება ძალუძდა. ამიტომ, ბერიას დაუფიქრებლად მივუგე:
– დიახ, შეგვიძლია.
– მეორე დღეს ბერიას კაბინეტში დეტალურად დაიგეგმა ოპერაცია „მადრიდელი სტუმარი“, რომელიც, რომ იტყვიან, უმაღლეს იუველირულ დონეზე უნდა შესრულებულიყო. ერთი თვის შემდეგ, 1949 წლის 24 დეკემბერს, წარმატებით განხორციელდა კიდეც. ამ ოპერაციის მთავარი მიზანი გახლდათ სკორცენის ისე გატაცება, რომ ამის შესახებ არავის შეეტყო. რადგან, მერე, შესაძლებელი ყოფილიყო, სკორცენის უკან ისე უხმაუროდ დაბრუნება, რომ არავის სცოდნოდა მისი მოსკოვში ყოფნის შესახებ. „სახენაიარევს“ ჩვენი თანამშრომლები სამი კვირა უთვალთვალებდნენ და 1949 წლის 24 დეკემბერს, როცა სკორცენი მადრიდიდან დასავლეთ გერმანიაში, შობის შესახვედრად მატარებლით გაემგზავრა, ის „სუფთად ასწიეს“ და ბერლინში ჩაიყვანეს. იქიდან კი მოსკოვში გადააფრინეს. 25 დეკემბერს, თავზარდაცემული სკორცენი ლუბიანკაზე, ბერიას კაბინეტში მის პირისპირ იჯდა. ამ ოპერაციას ორი მიზანი ჰქონდა: პირველი – ფაშისტების მიერ გადამალული საგანძურის ადგილსამყოფლის დადგენა; მეორე – სკორცენის „ვერბოვკა“ (გადმობირება). სკორცენი იძულებული გახლდათ, რომ ფაშისტების საგანძურის ადგილსამყოფელი გაემხილა და 1950 წლის 1 იანვარს ჩვენმა უწყებამ შვეიცარიის ალპებიდან აურაცხელი ქონება ჩამოიტანა მოსკოვში. ამის მერე კი, სკორცენი კვლავ ბერიას მივუყვანეთ. ლავრენტი პავლოვიჩს კაბინეტში სკორცენის კინოკამერაზე გადაღებული კადრები ვუჩვენეთ, სადაც ის საგანძურის ადგილსამყოფელს გვიმხელს. ფილმი რომ დასრულდა, ბერიამ მოკლედ ჰკითხა:
– თანახმა ხართ, ჩვენზე იმუშაოთ?
სკორცენის პასუხი უფრო მოკლე იყო:
– დიახ.
ასე გადმოიბირა „დაზვერვის გენიამ“ – ლავრენტი ბერიამ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დივერსანტი“.
სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ხრუშჩოვი და ბანდა მიხვდა (ბერიას მკვლელობის შემდეგ), თუ რა „განძი“ ეპყრათ ხელთ, სკორცენის სახით და მისი საბჭოთა აგენტობა არ „გაუბაზრებიათ“. სკორცენი 1975 წელს მადრიდში, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა და 25 წლის განმავლობაში, საბჭოთა დაზვერვაზე მუშაობდა, რაც ბერიას ერთპიროვნული  დამსახურება იყო.
скачать dle 11.3