კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 მოძღვარი გვირჩევს


კითხვა: აღდგომის ხატზე გამოსახულია უფლის მიერ ჯოჯოხეთიდან მართალ ადამიანთა ამოყვანა. რა უნდოდათ მართალთა სულებს ჯოჯოხეთში?
პასუხი:
აღდგომამდე მართალნიც ისევე იმყოფებოდნენ ჯოჯოხეთში, როგორც ცოდვილნი. მხოლოდ ქრისტეს აღდგომის შემდეგ განიხვნა უკუნის კარი და მართალნი სასუფეველში დამკვიდრნენ. ამიტომაც აღდგომის ხატზე ეს სცენაა გამოსახული.
კითხვა: მე და ჩემს შეყვარებულს ერთი ბავშვი გვყავს მონათლული. გვინდა დავქორწინდეთ, მაგრამ ეკლესიაში უარი გვითხრეს ჯვრისწერაზე. გთხოვთ, მიგვითითოთ კონკრეტული წყარო, სადაც აღნიშნულია, რომ ჯვრისწერა ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია.
პასუხი
: როდესაც საქმე სულიერ ნათესაობას ეხება (თქვენ ხართ სულიერი ნათესავები, რადგან ერთი ბავშვი გყავთ მონათლული), ეკლესია არ იძლევა კურთხევას ქორწინებისთვის. ეს საკითხი სჯულის კანონში არ არის შეტანილი, რადგან ნათლობის დროს იგულისხმება მხოლოდ ერთი ნათლია. სამაგიეროდ, ამის შესახებ არსებობს საეკლესიო გადმოცემები, რომლებიც შეტანილია ლიტურგიაში.
კითხვა: რა მიზეზით შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს შეუფერებელი აზრები უფლის, ღვთისმშობლისა და წმიდანთა მიმართ?
პასუხი
: ასეთ აზრებს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. უნდა იცოდეთ, რომ ასეთი აზრების გაჩენაში თქვენ არ ხართ დამნაშავე, თუ შეგნებულად არ ეთანხმებით მათ. ეს არის ეშმაკის მიერ ჩაგონებული ბოროტება, რომლის მთავარი მიზანია, ადამიანი ჩააგდოს უიმედობაში. თითქოს ის იმდენად ბილწი და ცუდია, რომ თვით სიწმიდეების მიმართაც კი უჩნდება მკრეხელური აზრები. ამით შესაძლოა, ადამიანს ბოროტმა ძალამ ხელი ააღებინოს ეკლესიაში სიარულზე.
კითხვა: როგორც წმიდა მამები გადმოგვცემენ, მარხვის დროს ლოცვაც უნდა გავაძლიეროთ. როგორ ვილოცოთ, რომ უფალმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა?
პასუხი
: უფლისთვის რომ სათნო იყოს ჩვენი ლოცვა, ის უნდა წარმოვთქვათ სუფთა გულით. იმაზე არ უნდა ვილოცოთ, რაც სხვისთვის შეიძლება, ზიანის მომტანი იყოს. ასევე, არ უნდა ვილოცოთ იმ მიწიერ სიამეთა მისაღწევად, რასაც ვნებათა დასაკმაყოფილებლად ვესწრაფვით. უფალს რწმენით უნდა შევთხოვოთ, რათა დავძლიოთ ცოდვები. წინ უნდა აღვუდგეთ აზრების გაფანტულობას და ვაფხიზლოთ გონება.
კითხვა: როგორ შევძლოთ, რომ განსაცდელის შემდეგ სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდეთ?
პასუხი:
თუ უფალთან ახლოს ხართ, უფალი დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე. სასოწარკვეთაში ადამიანი მაშინ ვარდება, როდესაც უფალს დაშორებულია და არ აქვს მისი შეწევნის იმედი. იფიქრეთ, რომ ის განსაცდელი იყო თქვენთვის გამოცდა, რომელიც ღმერთმა დაუშვა რაღაც ცოდვის გამო.скачать dle 11.3