კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 საბჭოური წრთობა

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ „რკინის ფარდის“ მოლოდინში


მართალია, „ნატოს“ გენმდივანი ამბობს, რომ არ სურთ რფ-სთან ახალი „ცივი ომი“ (თუმცა, მოდი და, ნუ მოისურვებ), მაგრამ, რაკი ვაშინგტონმა „კრემლის სია“ შეადგინა, რფ-მაც უპასუხა და როგორც ჩანს, რუსეთის მოქალაქეებს დაავალდებულებენ, გააკონტროლონ თავიანთი უცხოელი სტუმრებისა და პარტნიორების რუსეთში ყოფნის მიზნები და ვადები, ხოლო, თუ ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ, ჯარიმას გადაიხდიან: ფიზიკური პირები – 4 000 რუბლს, იურიდიული პირები – 500 000-ს.
შესაბამისი კანონპროექტი რფ-ის შსს-ს შეუმუშავებია და ის უკვე მოიწონა რფ-სვე სამთავრობო კომისიამ, თუმცა რუსი ექსპერტები შენიშნავენ, რომ კანონის აღსრულება გართულდება, ვინაიდან აღსრულების მექანიზმია ბუნდოვანი.
მაგრამ, ასეა თუ ისე, ამიერიდან რუსეთის მოქალაქეებს მოუწევთ ქვეყანაში მიწვეული უცხოელების ვიზიტის დეტალების შესახებ სახელმწიფოს ინფორმირება.   მეტიც, ჯარიმებს გადაიხდის ისიც, ვინც ბოლომდე არ მიადევნებს თვალს, თუ როდის დატოვებს მისი სტუმარი რუსეთის საზღვრებს.
ერთი სიტყვით, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჩვენს ჩრდილოეთით, ანონიმური წერილებისა და საყოველთაო თვალთვალის აღორძინებას ვინღა ჩივის, მალე „რკინის ფარდასაც“ ჩამოუშვებენ. ერთი ისაა, ჩვენც არ მოგვაყოლონ შიგნით.
скачать dle 11.3