კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 მარში და მშვენიერი მარგალიტა

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ „გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა“


იქით მთავარსარდალი გვმოძღვრავს (არადა – ამდენ ლაპარაკს, დამეთანხმებით, ერთი ომის მოგება ჯობდა), აქეთ – „ქართულმა მარშმა“ გაიღვიძა.
როგორც ჩანს, ამდენი ხნის განმავლობაში იმიტომ არ ჩანდნენ, რომ იმ გადაწვეტილებაზე მუშაობდნენ, რომელიც გასული კვირის მიწურულს გვამცნეს.
კერძოდ, თქვენ წარმოიდგინეთ, „ქართული მარშის“ წევრები თბილისში პატრულირებას იწყებენ!
ნუ იტყვით და, 15-კაციან ლეგიონებად დაყოფიან და თბილისის ყველა უბანში გადანაწილდებიან, რათა დააკვირდნენ ქალაქს, ვინმე ცუდად ხომ არ იქცევაო.
ხოლო, თუ ასეთებს დაინახავენ, ანუ ვთქვათ და, ვინმეს ღმერთი გაუწყრა და საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია, იქვე დააკავებენ, გამოიძახებენ პატრულს და სამართალდამცველებს გადასცემენ.
ამ ინიციატივის მიზანი, როგორც განმარტავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებაა. უდავოა, რაკი პატრულს უნდა გადასცენ, ეს მდგომარეობას ამსუბუქებს (ანუ თავად რომ აღასრულებენ სამართლიანობას), ოღონდ იმედია, შსს სხვების დაუხმარებლად გაართმევს თავს საკუთარი მოვალეობის შესრულებას, თუმცა „ქართული მარშის“ ამ ინიციატივას აშკარად დაჰკრავს „შერეკილების“ ელფერი, პათოსით, „ჩაიდინეთ დანაშაული, მშვენიერო მარგალიტა“!

скачать dle 11.3