კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 სამსახური ყველას უნდა

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ყოფილი გენმდივანი და რუსი ბიზნესმენი დაძმობილდნენ



იმ მარტივი მიზეზით, რომ სამსახური ყველას უნდა, „ნატოს“ გენმდივნობა კი სამიდღემჩიო თანამდებობა არ არის, ყოფილი გენმდივანი (2009-2014 წლებში) ანდერს ფოგ რასმუსენიც დასაქმებულა ლატვიურ Norvik Banka-ის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ.
ამ დანიშვნაში უჩვეული არაფერი იქნებოდა (იმიტომ რომ, როგორც მოგახსენეთ, სამსახური ყველას უნდა), მაგრამ ერთი დეტალი მაინც უჩვეულოა.
სახელდობრ, ის, რომ ხსენებული ბანკი რუსი ბიზნესმენის, გრიგორი გუსელნიკოვის, საკუთრებაა.
არც მფლობელის ეთნიკური წარმოშობა იქნებოდა პრობლემა, რომ არა კიდევ ერთი „მაგრამ“: ხსენებული გუსელნიკოვი, საიდ გუცერიევთან ერთად, „სბერბანკის“ უკრაინული შვილობილი კომპანიის ყიდვას აპირებდა. აი, იმ საიდთან ერთად, რომელიც რუსი ბიზნესმენის, მიხაილ გუცერიევის, შვილია. ეს უკანასკნელი კი ვაშინგტონისეულ „კრემლის სიაშია“.
ცხადია, შვილები მამებზე პასუხს არ აგებენ და არც მეგობრები – მეგობრების გამო, თუმცა ეს კავშირი, ანუ ლატვიური ბანკისა თავის რუს მფლობელთან; იმ რუსი მფლობელისა „კრემლის სიაში“ შეყვანილ ბიზნესმენთან და; ბოლოს, ამ ბანკში „ნატოს“ ყოფილი გენმდივნის დასაქმებისა, უსიამოვნო შეგრძნებას აღძრავს. მაშინაც კი, როცა სამსახური ყველას უნდა. –
скачать dle 11.3