კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 ღვწა სასახლეში

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ მოღვაწე მარგველაშვილი და საქმიანი აღმაშენებელი


რაკი ისე გაგვიმართლა, რომ, თუნდაც, ათი საუკუნის წინათ ისეთი დავითი გვყავდა, მისი ჩრდილი აგერ, ოცდამეერთე საუკუნეშიც გვწვდება, ცხადია, ჯერ ის მაინც შეგვიძლია, დავითობა აღვნიშნოთ.
ეს დღესასწაული არც პრეზიდენტ მარგველაშვილს გამორჩენია: ჰოდა, დავითობაც მოგვილოცა და დაგვმოძღვრა კიდეც, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა (თანამედროვეობის ერთ-ერთი პარადოქსიც ისაა, რომ ორივენი უმაღლეს მთავარსარდლებად იწოდებიან).
ერთი სიტყვით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ბრძანა: „ქართველები სწორედ დავით აღმაშენებლის დროს ვიყავით ძლიერები, ვინაიდან ყველა ეთნიკურ ჯგუფს ვაერთიანებდით; რომ ქართველობა სხვისი თავისუფლების პატივისცემაა… როდესაც ამას ვამბობ, მე ვემყარები ჩემს წარსულს, ისტორიის ცოდნას. ვინმეს თუ წაუკითხავს, რას აკეთებდა ჩვენი ყველაზე დიდი მეფე, თავში აზრად აღარ მოუვა მერე, რომ დავით აღმაშენებლის პროსპექტზე უცხოელებს დაედევნოს ქვეყნიდან გასაყრელად.“
თუ გავიხსენებთ, რომ ეს ჩვენი პოლიტიკოს-ჩინოვნიკები საკუთარ საქმიანობას მოღვაწეობას უწოდებენ (თითქოს თმა გაუთეთრდათ სამშობლოზე ჭმუნვა-ამაგში), პირადად ჩემს ყურს უსიამოვნოდ მოხვდა ფრაზა, „აკეთებდა დავით აღმაშენებელი (ანუ ეს თანამედროვენი იღწვიან, დავითი კი, უბრალოდ, საქმეებს აკეთებდა)“, იმას გარდა, რომ დავითის საქართველო იმით იყო ძლიერი, რომ დიდგორის მოგება შეეძლო (რაც, ცხადია, არ გამორიცხავს ადამიანის უფლებების დაცვას). –

скачать dle 11.3