კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 ვინ არის ერთადერთი ქალი, ვისაც მარკუს მეტრეველი შეხვედრისას დაგვიანებას აპატიებს და ვის დაუჭრა მან სახლში ტანსაცმელი და დაუმტვრია ყველაფერი

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

მარკუს მეტრეველისთვის 2017 წელი განსაკუთრებულად წარმატებული და დატვირთული იყო. მან მომღერლის პროფესიას დიზაინერობაც შეუთავსა. თუმცა, 2018 წელიც მისთვის წარმატებულად დაიწყო და მომავლისთვისაც საკმაოდ ბევრი საინტერესო გეგმა აქვს.
მარკუს მეტრეველი:
2017 წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, გამორჩეული წელი იყო. შევითავსე ახალი პროფესია – საკუთარ თავს ჩავუტარე გამოცდა და შევქმენი ახალი კოლექცია. აბსოლუტურად ყველა მოდელი გაიყიდა. მქონდა ძალიან მაგარი ფოტოსესია იტალიაში, წავიყვანეთ მოდელები და ამ ყველაფერმა ძალიან კარგი შედეგი გამოიღო.
– რამით ჰგავხარ იტალიელებს?
– ვგავარ, მაგრამ არ ვარ ისეთი სნობი, როგორიც იტალიელები არიან – ძალიან მოწესრიგებულები, უვლიან თავს, მაგრამ დიდი გართულება აქვთ ძვირად ღირებულ ბრენდებზე. მე ასე არ ვარ. ჩემთვის მთავარია, მომწონდეს, მიხდებოდეს. ძალიან იაფიც რომ იყოს, სიამოვნებით შევიმოსები. საერთოდ არ ვანიჭებ ბრენდებს უპირატესობას. რაც უფრო უცნობი და ნიჭიერია, ჩემთვის მით მეტად საინტერესოა. 2017 წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ბევრი ახალი ქვეყანა ვნახე. ჩავწერე სიმღერები და ავიხდინე ოცნება, გამვხდარიყავი დიზაინერი. ახლა უკვე ახალ კოლექციაზე ვმუშაობ. თუმცა, არ ვიცი, როდის დავამთავრებ, რადგან ბევრი გასტროლი მაქვს. ბოლო პერიოდში სულ ჰაერში ვარ.
– წნევა წესრიგში გაქვს?
– წნევა ფანტასტიკური მაქვს.  ერთი წამალია, დავლევ და ეგრევე ვითიშები. ვერ ვიტან მგზავრობას და ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ თუ სადმე მივდივართ, ერთი კვირით ადრე უნდა მოვემზადო. ფსიქოლოგიურად ვემზადები: მარკო, შენ ძალიან კარგად ხარ; მარკო, შენ არაფერი გჭირს და თვითმფრინავი რომ აფრინდება, უკვე კარგად ვარ. გაოგნებული ვძეგლდები ხოლმე – ძეგლის პოზიციაში ვარ ჩაფრენამდე. ცოტა ხნის წინ ჰონკონგში ვიყავი. 12 საათი ვიფრინე და მთელი 12 საათი ძეგლივით ვიყავი. ძალიან სულსწრაფი ვარ და მინდა, ყველაფერი სწრაფად გავაკეთო. სწრაფად მივიდე დანიშნულების ადგილამდე.
– ეს კარგია თუ ცუდი?
– როცა საბერძნეთში მუსიკალურ აკადემიაში ვსწავლობდი, ეს მაშინ გამოვიმუშავე. ჩემი ლექტორები სულ მეუბნებოდნენ: ყოველთვის უნდა დაასწრო სხვას. დროზე ადრე  უნდა მიხვიდე, არ უნდა დაგელოდონო. ეს ნიშნავს პროფესიონალიზმს – არასდროს არავინ არ უნდა ალოდინო. ეს ძალიან დიდი მინუსია. ევროპაში ასე ზრდიან მომღერლებს. ახლაც ასე ვარ და ჩემთვის სიგოიმეა, როცა სპეციალურად აგვიანებენ ზოგ-ზოგიერთები: მე უნდა დამელოდონ, რადგან ვარსკვლავი ვარ. ჩემში ეს არ ზის.
– პაემანზე თუ  გალოდინებს ქალი?
– ერთადერთი, ვინც მალოდინებს, ეს ეკა მგალობლიშვილია და იმას ეპატიება. სხვათა შორის, პაემანზე მისვლას ყოველთვის მასწრებენ ქალები და სასიამოვნოა, როცა ქალი გელოდება. თუმცა, მე არასდროს ვაგვიანებ.
– ცხოვრებაში გქონია „ვარსკვლავური“ მომენტები?
– ჩემთვის „ვარსკვლავობა“ ის არის, როცა ხალხს უყვარხარ, უსმენს შენს სიმღერებს და ეს სიამოვნებს. „ვარსკვლავური“ მომენტები უფრო უცხოეთში მქონია, სადაც ამის საშუალებას გაძლევენ. გყავს შენი სტაფი, გემსახურებიან, რათა კომფორტულად იგრძნო თავი. ჰონკონგში, შანხაისა და შენჟენში რომ ვიყავი, ისეთი გარემო იყო შექმნილი – მიკროფონის დამაგრებიდან დაწყებული, კულისებში გამოსვლით დამთავრებული, რთული იყო, არ გეგრძნო, რომ ვარსკვლავი ხარ. საქართველოში ამის პირობები არ არის. თუმცა, ჩემთან მიმართებაში ყოველთვის ცდილობენ, კომფორტში ვიყო და სცენაზე დაგრუზული ან ნაწყენი არ გავიდე. ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში მქონია ცუდი პირობები, ყოველთვის კომფორტში ვარ.
– შენ გაქვს გარკვეული მოთხოვნები?
– მე მაქვს რაიდერი და ვითხოვ: თუ გინდათ, რომ სცენაზე მნახოთ ასე, სცენის მიღმა ვითხოვ ამას. ისეთი არაფერია, ძალიან მარტივი მოთხოვნები მაქვს:
თუ ზამთარია, კულისებში იყოს სითბო, წყალი, ჩაი; ზაფხულში კი, სიგრილე და კულისებში ჩემ და იმ ადამიანის გარდა, ვინც მეხმარება, არავინ არ უნდა იყოს. ეს იმიტომ, რომ სცენაზე გასვლის წინ ჩემი პროცედურა მაქვს: მიყვარს საკუთარ თავთან დარჩენა, ლოცვა, რათა სცენაზე იმ ენერგეტიკით გავიდე, რაც მჭირდება. თუ კულისებში ათასი ადამიანი ირევა, ვირევი და ვერ ვახდენ საკუთარი თავის კონცენტრაციას, ვიბნევი...
– კონფლიქტური თუ ყოფილხარ?
– ჩემთვის კონფლიქტი გაუგებარი ცნებაა. კონფლიქტი ჩემთვის არის, როცა რაღაცას ვერ ვხვდები ან ვხედავ ადამიანს, ვისაც უაზრო ამბიციები აქვს. ამ დროს ვებრძვი საკუთარ თავს, რადგან ვერ ვხვდები, რა გააკეთა ან რა განათლება მიიღო, რომ ამხელა ამბიციები აქვს.
– ჰოროსკოპით „ვერძი“ ხარ. ზოდიაქოს ეს ნიშანი ნაკლებადაა მშვიდი. უყვარს თავისი სიტყვის ბოლომდე გატანა და რქებით გააქვს ბევრი რამ. შენ როდის „ამოგდის“ რქები?
– წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ამომდის ეს რქები და რომ იზრდება, იტოტება, მერე – მტრისას. მეგობრებმა იციან, რომ საკუთარი თავის მეშინია, როცა ჩემი რქები იტოტება. არავის ვურჩევ ამ დროს ჩემთან კონტაქტს. თუმცა, ყოველთვის სამართლიანი ვარ.
– რა ხდება ამის მიზეზი?
– შეიძლება, მეგობარმა მითხრას ისეთი რამ, რაც არ მესიამოვნება. ან ეხებიან ჩემს იმიჯს. თუ სიმართლეა და სწორად ნათქვამი, მივიღებ, მაგრამ დაუსაბუთებელ კრიტიკას ვერ ვიტან. რომ გაკრიტიკებს და თვითონ არაფერს წარმოადგენს, იმისგან ვერც კრიტიკას მივიღებ და ვერც შეფასებას.
– ისეთს რას აკეთებ ამ დროს, საკუთარი თავისაც რომ გეშინია?
– მიდის ლეწვა, ფშვნა, მტვრევა – ტელევიზორი იქნება, მაცივარი, თუ სარეცხი მანქანა, არ აქვს მნიშვნელობა. ამას წინათ, ჩემს მეგობარს სახლში რაც ჰქონდა, ყველაფერი დავუმტვირიე, ტანსაცმელიც კი დავუჭერი. იცოდა, რომ იმ დროს არ უნდა შემწინააღმდეგებოდა – შეიძლება, თავიც კი დავიზიანო, მაგრამ იმას არ ვაცოცხლებ. ამ სიტუაციაში ძალიან არანორმალური ვარ ხოლმე. ამიტომ, ასეთ დროს უმჯობესია, გაჩერდე ან დამეთანხმო – ეს ცუდი თვისებაა. თუმცა, ეს პროფესიულ საქმიანობაზე არასდროს აისახება. ბევრჯერ მქონია სიტუაცია, რომ წყობიდან გამოვსულიყავი, საზოგადოებამაც იცის ეს, მაგრამ თავი შემიკავებია, რადგან დიდ პატივს ვცემ ჩემს მსმენელს და მათაც, ვისაც არ მოსწონს ჩემი სიმღერები. არ მინდა, რომ ჩემი სიგიჟეები მათაც დაინახონ.
– საკუთარი თავისთვის მიგიყენებია ზიანი?
– ისეთი დებილიც არ ვარ, რომ საკუთარ თავს ხარაკირი გავუკეთო.
– შენს კარიერას მინდა, დავუბრუნდე. ცოტა ხნის წინ ბაქოდან დაჯილდოებული ჩამოხვედი.
– 2018  წელი ძალიან ენერგიულად და შთამბეჭდავად დაიწყო. ბაქოში მიმიწვიეს, სადაც დააჯილდოვეს რუსეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან შოუ-ბიზნესის საუკეთესო წარმომადგენლები. მე გავხსენი საღამო, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ვარსკვლავები ესწრებოდნენ. ვიმღერე ჩემი ახალი სიმღერა და მომცეს ჯილდო, როგორც „საუკეთესოთა შორის საუკეთესოს“, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ, ძალიან გამიხარდა. შემდეგ თბილისშიც დამაჯილდოვეს, როგორც საერთაშორისო კონკურსების ჟიურის საუკეთესო წევრი. მოკლედ, ენერგიაზე და ჯანზე ვარ. ასევე, რადიოში მქონდა სიმღერის პრემიერა, მიმდინარეობს ჩემი კლიპის გადაღება და მარტის შუა რიცხვებში, ამერიკაში მივდივარ ჩემი სიმღერითა და კოლექციით.
– რა ხდება ფილმზე, რომლის გადაღებაზეც ჰონკონგში ყოფნისას მიგიწვიეს.
– თებერვალში უნდა წავსულიყავი. მათ გამომიგზავნეს უზარმაზარი ტექსტი და უნდა მესწავლა. მაგრამ, მე მაქვს ერთი პრობლემა: ვერ ვიზეპირებ ჩემი სიმღერების ტესტსაც კი. ჩემი სიმღერის ტექსტი რომ დავიზეპირო – 4 სტროფი, 10-20 დღე მჭირდება. 600-გვერდიანი ტექსტი 2-3 თვეში უნდა მესწავლა და ამის შანსი არ არის. ვიეტნამში იღებენ ფილმს და თუ კონტრაქტს ხელს მოვაწერ, 6 თვე ვიეტნამში უნდა გადავბარგდე. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ჯერ ვფიქრობ. პროდიუსერებმა მითხრეს: 2 კვირა რომ დარჩე, სერიოზულ რეიტინგს დავდებთო. ჩემი სიმღერებიც გავგზვნე ჰონკონგში – რადიოში და მუსიკალურ არხზე გადის, თავისი ჩინური ტიტრებით.
– როგორ ჩნდება ბავშვი, ეგ ხომ არა?
– არა. ეგ ძალიან სახალისო ამბავი იყო. მე და გია ნიკოლაიშვილი მივდიოდით კონცერტზე და მითხრა: სიმღერას მოგასმენინებო. მომასმენინა და მაშინვე გამახსენდა ჩემი ბავშვობა – დღესაც რომ ატყუებენ ბავშვებს – კომბოსტოში გიპოვეთ, წერომ მოგიყვანაო... გიამ მითხრა: გაჩუქებო. ეს სიმღერა იუმორისტულ-სარკაზმულ ტექსტზეა. ხალხმა ისე მიიღო, ზოგჯერ მგონია, ქართველებმა იუმორი დაკარგეს. იუმორისტული სიმღერაა, ვიღადავე. მაღაზიაში რომ დავდივარ, უცებ გაივლიან: „შემახსენე, საიდან ჩნდება ბავშვი.” როგორ მინდა ხოლმე, გავცე პასუხი და ვუთხრა, საიდანაც ჩნდება ბავშვი.
– როგორ ფიქრობ, ბავშვს პატარაობიდანვე უნდა უთხრა, როგორ გაჩნდა?
–  ჩემი შვილი 3 წლის იყო, როცა მოვიდა ჩემთან და მკითხა: მამა, როგორ გავჩნდი. ვუთხარი: მე და დედიკოს ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, ვაკოცეთ, ჩავეხუტეთ და შენ ჩაისახე მუცელში. გაიზარდა, გაიზარდა მუცელი და დაიბადე-მეთქი. როგორ გავიზარდეო. რომ ვკოცნით, ჰორმონები ერთმანეთში ერევა, მერე ღმერთი სულს გჩუქნის და ასე იზრდები-მეთქი. ჩემს მშობლებს არასდროს უთქვამთ, რომ წერომ მომიყვანა. იგივე მითხრეს მეც. რა წერომ მოგიყვანა, ან რა კომბოსტოში გიპოვეს – სექსი რომ არ არსებობს და ჩვენ გავჩნდით ჰაერიდან... ბევრმა გამაკრიტიკა, ბევრმა იხალისა. მე არავისთვის მინდოდა შეურაცხყოფის მიყენება, მით უმეტეს, ბავშვებისთვის. ეს ძალიან კარგი სახელმძღვანელოა, როცა მშობლები ვერ უხსნიან, ჩაურთონ ჩემი ვიდეო და მინიშნებებით, სიმღერ-სიმღერით ავუხსნი, როგორ გაჩნდნენ.
– შვილი ახსენე. როგორი ურთიერთობა გაქვს მათთან?
– მე და მათ დედას კარგი ურთიერთობა გვაქვს – დათბა, ასე ვთქვათ და ნელ-ნელა შვილებთანაც შევალ კონტაქტში. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი შვილები ყოველთვის ჩემ გვერდით არიან. მინდა, მათთან მეგობრული ურთიერთობა მქონდეს, გართულებების გარეშე. ლუკაც და ვივიანიც ძალიან კარგები არიან და მასწავლებლებიც მეუბნებიან, რომ კარგი ბავშვები არიანო. ყოველდღე ვკითხულობ მათ ამბებს და ისინიც მწერენ პასუხს. მადლობა მათ, რომ მეხმიანებიან. მეუბნებიან: შენმა შვილმა ეს გააკეთა, კარგად ითამაშა ფეხბურთი.
– ფინანსურად ეხმარები?
– ბევრჯერ ვუთხარი ჩემს ყოფილ მეუღლეს, შევთავაზე ფინანსური დახმარება, მაგრამ მადლობა მითხრა და ჯერჯერობით ამის საჭიროება არ არსებობსო. როცა კი რამე დასჭირდებათ, მე ყოველთვის მზად ვიქნები. ჩემი დიდი ოცნებაა, ჩემს ლამაზ გარემოში ჩემი შვილებიც იყვნენ თავის საყვარელ ადამიანებთან ერთად და მე ამის მჯერა.
скачать dle 11.3