კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 როგორ უნიშნავენ გიორგი ტაბიძეს უცნობი გოგონები პაემანს და როგორ გადაურჩა ის აივნიდან გადმოვარდნას შეყვარებულისთვის სიურპრიზის გაკეთების დროს

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში” ცოტა ხნის წინ ახალი პერსონაჟი გამოჩნდა – თინეიჯერი სანი, რომელიც ჩიკას უფროსი ვაჟი და ეგრეთ წოდებული დაჯგუფება „მარქსიანელების” დამაარსებელია. სანის დაჯგუფება ბიზნესმენებს ებრძვის და გაჭირვებულ ხალხს ეხმარება. ბოლო სერიებში კი, მაყურებლის განსაკუთრებული ყურადღება მისი სიყვარულის ისტორიამ დაიმსახურა. გოგონების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა სანის როლის შემსრულებელმა, მსახიობმა გიორგი ტაბიძემ.
გიორგი ტაბიძე:
თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობ, მესამე კურსის სტუდენტი ვარ. ვთამაშობ თავისუფალ თეატრში და ილიაუნის თეატრის სარდაფში. ჩემი დებიუტი ფილმში ცოტა ხნის წინ შედგა. ეს იყო „ჩემი ბედნიერი ოჯახი”, დაახლოებით ორი წლის წინ და მიხარია, რომ ამ ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობიდან მსახიობობა მინდოდა. ფეხბურთზე დავდიოდი და ფეხბურთელობას ვაპირებდი. თუმცა, მოგვიანებით, მივხვდი, რომ სხვა პროფესია უფრო მაინტერესებდა. თოთხმეტი წლის ვიყავი, თეატრით რომ დავინტერესდი. ბავშვობიდანვე დავყავდი მშობლებს სპექტაკლებზე და სცენა ჩემში ყოველთვის დიდ ინტერესს აღძრავდა. მერე თეატრალურ სკოლაში შევედი და რამდენიმე წელი იქ ვსწავლობდი. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს ნამდვილად ის  იყო, სადაც მინდოდა, ვყოფილიყავი და თეატრალურში ჩავაბარე.
– სანიზე რას ფიქრობ?
– სანი თოიძე პირველად რომ გამოჩნდა სერიალში, ძალიან არ მომწონდა – თავხედი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მის საქციელს თავისებური გამართლებაც აქვს: ბავშვობიდან ბებიასთან იზრდებოდა, მამა საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, დედა სხვაგან ცხოვრობდა. ბუნებრივია, ამან დიდი გავლენა იქონია მის ასეთ ადამიანად ჩამოყალიბებაზე. თუმცა, ბიზნესმენებს რომ ერჩოდა, საამისოდ, თავის სიმართლე ჰქონდა, ეგონა, ხალხის ფულებს იდებდნენ ჯიბეში. თუმცა, მას შემდეგ, რაც შეუყვარდა, ძალიან შეიცვალა და ცოტათი წესიერი ადამიანი გახდა (იცინის). ზოგადად, სიყვარული ადამიანს აკეთილშებოლებს და სანისაც ეს დაემართა. შესაბამისად, ჩემი სიმპათიებიც დაიმსახურა (იცინის).
– როგორ აღმოჩნდი მის როლზე?
– ტრადიციულად, ქასთინგის მეშვეობით. ძალიან გამიხარდა, როცა როლზე დამამტკიცეს. თავიდან ცოტას ვნერვიულობდი, შეიძლება, ხალხს არ მოვეწონო-მეთქი. გარკვეულ ნაწილს არც მოვწონვარ, მაგრამ უმეტესობის მოწონება დავიმსახურე, რაც ძალიან მიხარია. ბევრი კრიტიკული კომენტარი წამიკითხავს, მაგრამ უფრო მეტად პერსონაჟთან დაკავშირებით და არა ჩემდამი. ბევრს არ მოსწონს სანი. ზოგს მოსწონს, მაგრამ მისი ბილწსიტყვაობა აღიზიანებს და ასე შემდეგ. მწერდნენ, გოგოს გამო ძმაკაცები როგორ მიატოვეო. ერთმა ბიჭმა მომწერა, ეგ არაკაცური საქციელია, ძმაოო (იცინის).
– ჰგავხარ რამით სანის?
– შეცვლის შემდეგ, ალბათ, კი. რაც შეუყვარდა, მერე უფრო მოსიყვარულე და ერთგული გახდა. ამით, ნამდვილად ვგავარ. ჩემი საქმე მიყვარს და შრომისმოყვარე ვარ. თუმცა, ძალიან რომ ვიღლები, მერე ცოტას ვზარმაცობ და მჭირდება, რომ თავს შემოვუძახო. სანივით თავზეხელაღებული არ ვარ, პირიქით, ძალიან მშვიდი ვარ.
– მასავით დაუმორჩილებელი შვილი ხომ არ ხარ?
– არა, არა (იცინის). კონფლიქტი ყოველთვის არის, მით უმეტეს, როცა იზრდები, გარემოს იცვლი. გარდა იმისა, რასაც მშობლები გასწავლიდნენ, ბევრ რამეს თავადაც იგებ. შესაძლოა, რაღაცაში ვეღარ უგებდე მათ, მაგრამ კიდევ რომ გადის წლები, მერე კვლავ სწავლობ მშობლების გაგებას. ეს ეტაპები გამოვიარე.
– ჩიკას შვილობა როგორია?
– გადასარევი (იცინის). ანი სინამდვილეში ძალიან მეგობრული ადამიანია. ყოველთვის ყველას მიმართ ყურადღებას იჩენს. სერიალში ვიღაცებს დასცინის, ქედმაღალია, მაგრამ სინამდვილეში, ყველასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. რაც მთავარია, ძალიან კარგი პარტნიორია და ერთმანეთს მშვენივრად ვუგებთ. გავშინაურდით და უკვე იმპროვიზაციებსაც მივმართავთ. ზოგჯერ სინამდვილეშიც გადმოგვაქვს დედაშვილობა (იცინის). თავიდან ცოტა ვნერვიულობდი ჩიკას შვილი რომ უნდა ვყოფილიყავი. ვფიქრობდი, შეიძლება, ვერ მოვერგო-მეთქი, მაგრამ ისეთი შინაურული სიტუაცია დამხვდა, ნერვიულობა საერთოდ გამიქრა.
– რეალური ოჯახის შესახებ გვიამბე. სინამდვილეში როგორი დედა გყავს?
– მშობლებთან ერთად ვცხოვრობ. მყავს 23 წლის ძმა, რომელიც ცალკე, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. დედაჩემი ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია. მოსიყვარულე დედაა და ერთმანეთს არაჩვეულებრივად ვუგებთ. მეგობრული დედაშვილობა გვაქვს. სხვათა შორის, დედა ხელოვანია, სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული. სანის როლზე რომ ამიყვანეს, ამის შესახებ მარტო დედას ვუთხარი, სხვამ არავინ იცოდა. ბოლომდე სიურპრიზად ვტოვებდი და პირველად პრომოში რომ გამოვჩნდი, თავიდან ბევრმა ვერც მიცნო. მერე, რომ დარწმუნდნენ მე ვიყავი, ატყდა რეკვები (იცინის).
– რაც შეეხება გოგონებს, დარწმუნებული ვარ, ბევრი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდა.
– კი, სოციალურ ქსელში ზოგი პირდაპირ მწერს, მიყვარხარო (იცინის). ზოგი შორიდან, მივლის. ჯერ მეკითხება, როგორ ხარო და მერე გადადის სათქმელზე (იცინის). ძალიან მომწონხარ, მიყვარხარ და შენი ნახვა თუ შეიძლება სადმეო (იცინის).
– ესე იგი, უკვე პაემანზეც გეპატიჟებიან?
– კი, ძალიან ბევრი (იცინის). ერთმა „ფეიქ” გვერდიდან მომწერა. მე შენ მიყვარხარ და აბა, თუ მომძებნი, ჩემი სახელი გ-ზე იწყება და ვნახოთ, თუ მიპოვიო. მოკლედ მეთამაშება (იცინის). ერთმა მომწერა, შენ სანის თუ ჰგავხარ რამითო და ვუპასუხე, არა-მეთქი. კარგი მაშინ, კარგად იყავიო (იცინის).
– შეყვარებული თუ გყავს სინამდვილეში?
– არა, არ მყავს. მიყვარდა, მაგრამ ბავშვები ვიყავით და ერთმანეთს ვერ გავუგეთ. ორი წელი ვიყავით შეყვარებულები, მაგრამ მერე გადავწყვიტეთ, დავშორებოდით.
– შენ როგორი შეყვარებული ხარ?
– დაახლოებით, სანისნაირი შეყვარებული ვარ. ძალიან მიყვარს სიურპრიზების გაკეთება და ძალიან ხშირად ვიქცეოდი ასე. როგორც სანი, მეც ვძვრებოდი აივანზე ყვავილების და საჩუქრების დასატოვებლად. პირველად რომ ავძვერი აივანზე, კინაღამ კრახით დასრულდა ჩემი მცდელობა. არასწორად დავდგი ფეხი და კინაღამ გადმოვვარდი აივნიდან. საბედნიეროდ, გადავრჩი, თორემ კარგი არაფერი დამემართებოდა. თან, ხელში ბუშტები მეჭირა (იცინის). ბოლოს, მაინც მივაღწიე მიზანს და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
– როგორი გოგონები  მოგწონს?
– არ მომწონს ზედმეტად აქტიური გოგონები. უფრო მშვიდი გოგოები მომწონს, რომ შეხედავ და რაღაც ინტერესს აღგიძრავს – აი, თითქოს, რომ უნდა გამოიძიო, როგორია. ხომ არიან ზედმეტად ერთვებიან საუბარში. მაგალითად, სუფრასთან სხედან და სულ ცანცარებენ, ასეთი გოგოს მიმართ ინტერესი არასდროს გამჩენია. მირჩევნია, ისეთი ადამიანი გავიცნო, თავისთვის რომაა მშვიდად და სხვა რაღაცით იქცევს ყურადღებას. ჭკვიანი, გარეგნულად მაღალი, გამხდარი და შავგვრემანი გოგოები მომწონს.
– სერიალში რომ ასეთი დაუმორჩილებელი ხარ, სკოლაში როგორი ბიჭი იყავი?
– სხვათა შორის, დაუმორჩილებელი ბავშვი არ ვყოფილვარ. კარგად ვსწავლობდი. მერვე კლასამდე წესიერი მოსწავლე ვიყავი და მერე, ცოტა არაწესიერი გავხდი (იცინის). დიდად კონფლიქტური სამეგობრო არ მყოლია. არც მაინცდამაინც ქუჩით ვყოფილვართ გატაცებული. ჩხუბი გვქონია, მაგრამ ძირითადად, გოგოების გამო. ამ მიზეზით მომხვედრია კიდეც და მეც დამირტყამს (იცინის).
– შენი თავი როგორ შეაფასე ამ როლში?
– ზოგადად, ჩემი თავი ეკრანზე არ მიყვარს. მგონია, რომ საშინელება ვარ. ზოგჯერ, რომ შევხედავ, მინდა, გამოვრთო და ტელევიზორი სადღაც გადავაგდო (იცინის). საკმაოდ თვითკრიტიკული ვარ.  
– სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვი?
– ამ მომენტში, უნივერსიტეტის დამთავრებაზე ვარ კონცენტრირებული. პარალელურად, მინდა, თეატრში ვითამაშო ან ფილმში გადამიღონ. თუ ასე არ აეწყო, შესაძლოა, უცხოეთში გავაგრძელო სწავლა.
скачать dle 11.3