№6 ბრძნული აზრები
ვოლტერი: ყველაზე საშინელი ხმლისა და რწმენის ძალაა.
პოლ ვალერი: ენას არასოდეს უხილავს აზრი.
სანდი: ჭეშმარიტება თვითონ ძალზე მარტივია, მასთან მისვლა კი, რთულზე გავლით შეიძლება.
მარატი: ხალხის სიმრავლე მათთვის ჯაჭვების გამოჭედვის შესაძლებლობას იძლევა.
ბოუვი: წარსული ჩვენი გარდაცვლილი გრძნობების განსასვენებელია.
ნეტარი იერონიმე: უფალი შეუძლებელს არაფერს გვთავაზობს, არამედ მხოლოდ იმას, რისი მიღწევაც შესაძლებელია.
ლაროშფუკო: უმჯობესია, ჩვენი სულის მთელი ძალა მოვახმაროთ თავს დატეხილი უბედურების ღირსეულად ატანას, ვიდრე იმ უბედურებაზე ფიქრს, რომელიც შეიძლება, მომავალში დაგვატყდეს თავს.
კონფუცი: ყველა შეცდომა სიბრიყვე როდია.
ჩესტერფილდი: არასდროს გექნება საკმარისი ცოდნა, თუ არ ისწავლე საკმარისზე მეტი.
ბეკეტი: ჩვენ ყველანი არანორმალურები ვიბადებით. ზოგიერთები კი, ასეთად რჩებიან.
სიუნ ცზი: მხოლოდ მუსიკას შეუძლია, ადამიანი აიძულოს, დარჩეს სუფთა, უბრალო, მართალი და დაუბრუნოს ის თავის საწყის მდგომარეობას.
გებელსი: ათასგზის გამეორებული ტყუილი, საბოლოოდ, სიმართლედ იქცევა.
ვოვენარგი: დრო არაფერს მოგვცემს, გარდა შესაძლებლობისა, რომ სასურველი თვითონ მოიპოვო.
ციცერონი: მტერს მეტი ყურადღება სჭირდება, ვიდრე მოყვარეს.
როკფელერი: შეძენაზე იმდენი უნდა იძზრუნო, რომ უკვე შეძენილი არ დაკარგო.
შპენგლერი: შიში აიძულებს ადამიანს, არაფრისგან დაიცვას თავი.
სვიფტი: შენ რას ფიქრობ საკუთარ თავზე, არაფერს ნიშნავს, მთავარია, სხვები რას ფიქრობენ შენზე.
მარენი: შენი სიკეთე შეიძლება, შენ არ დაგიბრუნდეს, მაგრამ ქვეყანა მოიაროს.
მოემი: რამდენადაც გაჭირვებულია ცხოვრება, იმდენად ბედნიერია ქორწინება.
სერვანტესი: კარგ მეუღლეებს ორი სული აქვთ, მაგრამ ერთი სხეული.