№6 საჭმლის მომნელებელი სისტემის მოსაწესრიგებელი მაწვნის დიეტა
თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე
მაწვნის დიეტა, აწესრიგებს საჭმლის მონელებას და სასურველი წონის დაბრუნებაში გვეხმარება. დიეტას საფუძვლად უდევს დღიური რაციონის 1 800-დან 1 200 კილოკალორიამდე შემცირება, რისთვისაც რაციონიდან გამოირიცხება ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები და იზღუდება ცხიმები. არ იზღუდება ხილი და ის ბოსტნეული, რომელიც სახამებელს არ შეიცავს. დღის განმავლობაში უნდა სვათ 1,5 ლიტრი წყალი. დიეტა უნდა დაიცვათ კვირაში 3-4 დღე.
საუზმე - 1 ჭიქა მაწონი, გახუხული პური, 2 ვაშლი.
სადილი - ბოსტნეულის სალათა, ხილის წვენი.
სამხარი - 1 ჭიქა მაწონი, მოხარშული თევზი.
ვახშამი - 1 ცალი ვაშლისა და სტაფილოს სალათა.
ძილის წინ - 1 ჭიქა მაწონი.