კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 რა პოლიტიკური გარანტიებისთვის შექმნა ლავრენტი ბერიამ საერთაშორისო „მძევალთა ინსტიტუტი“

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერია რომ ფრთიანი ანგელოზი არ იყო და თუკი საქმეს სჭირდებოდა, უკიდურესად სასტიკიც კი გახლდათ, ფაქტია. მარშალი ბერია, მიუხედავად განათლებისა და თავის კოლეგებთან შედარებით, პროგრესული აზროვნებისა, მაინც სტალინური სისტემის პირმშო იყო. ეს სისტემა კი მოდუნებას ვერ იტანდა და ასეთ შემთხვევაში, გადაუდებელი ზომების მიღება იყო საჭირო სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. ბერია კი, სტალინის უპირველეს „სტაბილიზატორად“ (ისტორიკოს როი მედვედევის ტერმინი) ითვლებოდა და საამისოდ, არც თავს ზოგავდა და მით უმეტეს, არც სხვებს, განსაკუთრებით კი, „ამერიკელებს“, რომლებსაც უმკაცრესად უსწორდებოდა ხოლმე.
მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია შუაზე გახლეჩილი გერმანიის გაერთიანების მომხრე იყო და მიაჩნდა, რომ პროსაბჭოური, ეგრეთ წოდებული, „სოციალისტური ბანაკის“ ქვეყნებისთვის მეტი ეკონომიკურ-პოლიტიკური, ნაწილობრივ კი, სამხედრო დამოუკიდებლობა უნდა მიენიჭებინათ, მას (ბერიას) მიაჩნდა, რომ სოციალისტური ბანაკი არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დაშლილიყო.  საამისოდ, მზად იყო უსასტიკესი, გადამჭრელი ზომები მიეღო.
სანამ სტალინი ცოცხალი იყო, მხოლოდ ერთხელ გაბედეს ბალკანური კონფედერაციის შექმნაზე ლაპარაკი იუგოსლავიამ, ალბანეთმა და ბულგარეთმა. ეს იდეა ჩანასახშივე მოსპეს ბელადის ბრძანებით და მთავარი შემსრულებელი, აქაც ბერია გახლდათ. მართალია, ამ აქციას იუგოსლავიასთან მეგობრობა შეეწირა, მაგრამ „სტალინური გეოპოლიტიკა“ დიდად არ დაზიანებულა. ბელადის სიკვდილის შემდეგ კი, 1953 წლის აპრილში (სტალინი ერთი თვის გარდაცვლილი იყო), საბჭოთა კავშირის  სტრატეგიულმა დაზვერვამ, რომელიც ასი პროცენტით ბერიას ექვემდებარებოდა, თავის შეფს უაღრესად საგანგაშო ინფორმაცია დაუდო მაგიდაზე. საიმედო წყაროები იტყობინებოდნენ, რომ კვლავ, იოზეპ ბროს ტიტოს წაქეზებითა და ფარული ორგანიზებით, 1953 წლის აპრილის მიწურულს, ბელგრადში (იუგოსლავიის დედაქალაქი) იგეგმებოდა, ეგრეთ წოდებული, ბალკანური სამეულის კონფერენცია. მასზე უნდა გამოცხადებულიყო ბალკანური კონფედერაციის შექმნის შესახებ და ამგვარად, საბჭოთა კავშირი ფაქტის წინაშე დაეყენებინათ. საბჭოთა სტრატეგიული დაზვერვის ცნობაში დაწვრილებით იყო მოცემული ამ ერთდღიანი კონფერენციის დღის წესრიგი; სამი ქვეყნის (იუგოსლავია, ალბანეთი, ბულგარეთი) გაერთიანების სქემა და ტიტოს მოხსენების სრული ტექსტიც კი, რომლითაც „ბუნტარი“ ამ კონფერენციაზე უნდა წარმდგარიყო მოკავშირე ქვეყნების ლიდერების წინაშე. ეს ინფორმაცია ბერიას 18 აპრილს მიუტანეს. კონფერენციის დაწყებამდე თორმეტი დღე რჩებოდა და სასწრაფო ზომები იყო მისაღები. ბერია, მართალია, ძალიან გაბრაზდა, მაგრამ რისხვას მისთვის გონება არ დაუბნელებია და დაუყოვნებლივ შეუდგა მოქმედებას. მან ორმიმართულებიანი გეგმა დასახა. ერთი, უშიშროების ძალოვანი სტრუქტურის ჩარევას ითვალისწინებდა, მეორე კი – პოლიტიკურ ქმედებას. რაღაც ეტაპზე კი, ეს გზები ერთიანდებოდა. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „1953 წლის 18 აპრილს, დღის სამი საათი იყო,  ბერიამ რომ დამირეკა და თავისთან მისვლა მთხოვა. მივხვდი, რაღაც არაორდინარული მოხდა. რომ მივედი, ბერიამ სკამზე მიმითითა, სტრატეგიული დაზვერვის ინფორმაცია დამიდო წინ და მითხრა, წაიკითხეო. რომ გავეცანი, მკითხა:
– რას იტყვი. შენი აზრი მაინც მაინტერესებსო.
– ეს, უკვე განხორციელებული ფაქტია, თუ, რა თქმა უნდა, ბალკანეთის ოკუპაციას არ მოვახდენთ, – მძიმედ მივუგე ბერიას.
– სამხედრო ჩარევა უკიდურესი ზომაა. ვფიქრობ, სხვაგვარად ვიმოქმედოთ, – მითხრა ბერიამ.
– როგორ? – მხრები ავიჩეჩე მე.
– ისტორია მეორდება, ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ, – მითხრა ბერიამ და დაამატა, – ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ.
– მაინც, რას გულისხმობ ისტორიის გამეორებაში? – ვკითხე ბერიას.
– ვერ ხვდები?
– ვერა, – თავი გავაქნიე მე.
– აქ უნდა ჩამოვათრიოთ ურჩები, მხოლოდ ტიტოს გარდა. მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ხოჯასა და ვილკო ჩერვენკოვს კი, ვგონებ, რაღაცას გავაგებინებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ საკუთარ თავს დააბრალონ ყველაფერიო.
ისტორიის გამეორებაში ბერია იმას გულისხმობდა, მისმა ხელქვეითებმა მოსკოვში, ტრუსებისამარა რომ ჩამოიყვანეს  ტიტო, როცა ის სტალინის მოწვევას არ დაემორჩილა და ჩამოსვლაზე უარი განაცხადა. იუგოსლავიელი ლიდერი მაშინ, უბრალოდ, მოიტაცეს. ხოჯასაც ასეთი ბედი ეწია. დიმიტროვი კი, მორჩილად ჩამოვიდა მოსკოვში“.
მოლოტოვი იხსენებდა ბალკანეთის კონფედერაციის შექმნის პირველ მცდელობას. მაშინ სტალინმა ეს წამოწყება ჩაშალა. ბერიას კი, უკვე მეორე ასეთი მცდელობის ჩაშლა უწევდა და პირველისგან განსხვავებით, ეს ბევრად უფრო რთული იყო. უპირველესად,  იმიტომ, რომ სტალინი ცოცხალი აღარ იყო და მას პოლიტიკური პასუხისმგებლობაც ეკისრებოდა. თუმცა, ბერიამ კვლავ წარმატებით გაართვა თავი  ამოცანას და გენერალ პავლე სუდოპლატოვის საუკეთესო თანამშრომლებმა ერთდროული ოპერაციები ჩაატარეს ტირანასა და სოფიაში. 1953 წლის 20 აპრილს, მოსკოვში, ალბანეთის ლიდერი – ენვერ ხალილ ხოჯა და ბულგარეთის ლიდერი – ვილკო ჩერვენკოვი ჩამოიყვანეს. ტიტოს კი, ხელი არ ახლეს, რადგან ბერიას აზრით, საბჭოთა კავშირისთვის სასარგებლო, მხოლოდ მკვდარი ტიტო იყო. მისი ლიკვიდაცია კი ბერიას არასწორად მიაჩნდა და გადაწყვიტა, მხოლოდ ალბანელ და ბულგარელ ლიდერებთან ესაუბრა. ესეც საკმარისი იქნებოდა ბალკანური კონფედერაციის დასაშლელად. ხოჯასა და ჩერვენკოვთან ერთად, ბერიას კაბინეტში ვიაჩესლავ მოლოტოვიც იმყოფებოდა. როგორც მოლოტოვი იხსენებდა, მან და ბერიამ ექვსსაათიანი, უშესვენებო, უმძიმესი საუბრის შემდეგ, უარი ათქმევინეს მათ ტიტოსთან კავშირზე. თუმცა, ეს ისტორია იმ დღეს არ დასრულებულა  და სრული გარანტიის ნიშნად, ალბანელი და ბულგარელი ლიდერები, 1953 წლის 1 მაისამდე დარჩნენ მოსკოვში. საპირველმაისო დემონსტრაციასაც დაესწრნენ წითელ მოედანზე და მხოლოდ საღამოს დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში. ეს ორკვირიანი, საპატიო ტყვეობა კი, იმით დასრულდა, რომ ხოჯასა და ჩერვენკოვის ოჯახის წევრები მოსკოვში ჩამოიყვანეს. ხოჯას ახლობლები – დასასვენებლად, ჩერვენკოვის შვილები კი, 18 წლის ვლადიმირი და 14 წლის ელენა – სასწავლებლად. მოგვიანებით, მოსკოვში განაგრძეს სწავლა ყველა პროსაბჭოური ქვეყნის მეთაურთა შვილებმა და ეს იყო იმის გარანტია, რომ მათი მშობლები ანტისაბჭოურ ქმედებებზე უარს იტყოდნენ. „მძევლების ინსტიტუტის“ ბერიასეული მემკვიდრეობა „ღირსეულად“ გააგრძელეს მისმა მემკვიდრეებმა და ამაში ბერიას დადანაშაულება ხრუშჩოვს არც კი უცდია.
скачать dle 11.3